ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა
2:31 PM

ფერიის მთაზე ვანდალურად დანგრეული მშენებარე წმიდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის თემა საზოგადოებრვი განხილვის თემა ალბათ მანამ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პასუხისგებაში არ იქნება მიცემული დამნაშავენი. მრევლი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის გადამწყვეტ სიტყვას მოელის. მანმადე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტი აქციებს მართავენ და ფაქტს გმობენ. ფერიის მთაზე მრევლის მეოხებით, დანგრეული ეკლესიის აღდგენა უკვე დაწყებულია.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც აჭარაში განვითარდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II შეფასება გააკეთა. პატრიარქის თქმით, `ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ერთიანი და ძლიერი ეკლესიაა. ის, ვინც ეკლესიის დაყოფას ცდილობს, ებრძვის ეროვნულ ინტერესებს” – განაცხადა მისმა უწმიდესობამ. ილია II ერს რწმენაში გაძლიერებისა და გამტკიცებისაკენ მოუწოდებს.

Fფერიის მთაზე მომხდარით შეშფოთებულია ბათუმისა და ქობულეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი. ის მომხდარში აჭარის ხელისუფლებას ადანაშაულებს. მეუფე დიმიტრიმ თავის მრევლს ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მიმართა. `მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ეკლესია და მრევლი მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რათა მიეტევოთ მათ, ვინც ტაძრის დანგრევის ბრძანება გასცა.” – მიმართა მორწმუნეებს მეუფე დიმიტრიმ.

Bბოლო ცნობებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმიდესობა ილია II-ს. პრეზიდენტი მომხდარს გაუგებრობს უწოდებს და ფერიის მთაზე ტაძრის მშენებელობის გაგრძელების მომხრეა.
ნანახია: 981 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz