ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 11:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » პატრიარქი მოზარდებს შერიგებისა და პატივისცემისკენ მოუწოდებს
პატრიარქი მოზარდებს შერიგებისა და პატივისცემისკენ მოუწოდებს
2:33 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე პატრიარქმა ისაუბრა ბოლო დროს ახალგაზრდებში ძალადობის ზრდაზე და აღნიშნა, რომ პედაგოგებმა მოსწავლეებს უპირველეს ყოვლისა სიყვარული, პატიება, შერიგება და პატივისცემა უნდა ასწავლონ.

'ბოლო დროს გავრცელდა ქართველებს შორის აგრესიული გრძნობა, უნდობლობა, სიძულვილი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი თვისება. ეს უცხოა, უცხოეთიდან მოტანილია და კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არასწორად ხდება ბავშვების აღზრდა', - დასძინა პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე ნეგატიურად შეაფასა განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელიც ე. წ. ალტერნატიულ სკოლებს შეეხება.

ინფორმაცია მოტანილია ტელეკომპანია "რუსთავი 2”-ის საიტიდან. სტილი დაცულია
ნანახია: 1044 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz