გამოვიყენოთ ყველა უფლება - ვაკონტროლოთ დემოკრატიული პროცესების კონტროლი საქართველოში - 17 აპრილში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2016-12-02, 10:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » გამოვიყენოთ ყველა უფლება - ვაკონტროლოთ დემოკრატიული პროცესების კონტროლი საქართველოში
გამოვიყენოთ ყველა უფლება - ვაკონტროლოთ დემოკრატიული პროცესების კონტროლი საქართველოში
3:08 PM
ნებისმიერ სიტუაციაში (ალბათ ამას ყველა თავისთავად აღიარებს-) “ჯობია ჯერ გაეცნო და მერე იმოქმედო”. კონტროლი ნამდვილად არ უნდა ასოცირდებოდეს რაიმე აგრესიული ქმედების განხორციელებასთან, არც ქვემდგომის ჩაგვრას და მჭიდრო ჩარჩოსა და საზღვარს არ უნდა გულისხმობდეს იგი.
იმისათვის, რომ მართლაც შევძლოთ ვმართოთ და ვაკონტროლოთ კონტროლის უფლებისვე გამოსაყენებელი ფარგლები და შესაძლებლობები, ალბათ უპრიანი იქნება ვფლობდეთ ინფორმაციას მისი არსის, მნიშვნელობის, საჭიროობისა და სასარგებლოობის შესახებ.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ “კონტროლი” ფრანგულის სიტყვაა, და ნიშნავს, რაიმეს (კანონის, გეგმის, გადაწყვეტილების) შესრულების შემოწმებას. კონტროლის პროცესში ირკვევა ნაკლოვანებები და ისახება ღონისძიებები მათ გამოსასწორებლად. კონტროლი აუცილებელი პირობაა დისციპლინის, კანონიერების განმტკიცებისათვის.
ფორმის მიხედვით კონტროლი შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი. როდესაც კონტროლი წარმოებს უწყების გარეშე მყოფი მმართველობის სხვა ორგანოს მიერ, ეს იქნება გარეგანი კონტროლი, ხოლო როდესაც უწყების შიგნით ხელმძღვანელობა საკუთარი ძალებით ამოწმებს ძირეულ რგოლებს, ეს უკვე შინაგანი კონტროლია.
კონტროლი შეიძლება იყოს საერთო და სპეციალური. როდესაც რომელიმე ობიექტის შემოწმება ხდება ყველა დარგის მიხედვით ეს არის საერთო კონტროლი, ხოლო როდესაც შემოწმება მიმდინარეობს ერთი, რომელიმე დარგის მიხედვით- ეს არის სპეციალური, ანუ დარგობრივი შემოწმება.
დიდი მიშვნელობა აქვს სახელმწიფო კონტროლს. ესენია: კონტროლი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მხრივ, კონტროლი საერთო კომპეტენციის მქონე მმართველობის ორგანოთა მხრივ, საუწყებათაშორისო (სპეციალური) კომპეტენციის მქონე ორგანოთა (კონტროლის პალატა) მხრივ, შიდაუწყებო ანუ დარგობრივ ცენტრალურ ორგანოთა მხრივ კონტროლი და ადმინისტრაციული ზედამხედველობა.
კონტროლის განხორციელების ეტაპებია: წინასწარი, მიმდინარე ანუ ამოცანების ფაქტობრივი რეალიზაციის კონტროლი და შემაჯამებელი კონტროლი ანუ შესრულების შემოწმება. კონტროლის ქმედითი როლი განპირობებულია იმ პრინციპებით, რომლებზედაც დაყრდნობით იგი აღწევს დიდ მაორგანიზებელ ძალას. კონტროლის ეფექტიანობასა და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის აუცილებელია დაცულ იქნეს მისი განხორციელების უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპები: მეცნიერულობა, მუდმივობა, სისტემატურობა, მიუკერძოებლობა, ეფექტურობა, ავტორიტეტულობა, ყოვლისმომცველობა, საჯაროობა, მასობრიობა, და რეალურობა შესრულების ორგანიზაციით.
საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ფონზე, სახელმწიფო საბიუჯეტო ფინანსების მიზნობრივ ხარჯვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დანიშნულება ენიჭება. ამდენად, სახელმწიფოს საფინანსო-საბიუჯეტო სტაბილურობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად სრულიად განახორციელებს კონტროლის პალატა საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
სახელმწიფო ფინანსების მოძრაობაზე და სახელმწიფო ქონების დაცვაზე უმაღლესი სახელმწიფოებრივი კონტროლი 1995 წლის 24 აგვისტოს ძალაში შესული კონსტიტუციის 97-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა სახელმწიფოკონტროლის პალატას. იგი არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას.
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 43-ე მუხლის თანახმად თანანმდებობის პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, არის ახალი ინსტიტუიური წარმონაქმნი საქართველოს სახალხო დამცველის სახით. მისი საქმიანობის დეტალური რეგლამენტაცია მოცემულია 1996 წლის 16 მაისის ორგანულ კანონში “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.”
`საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თვაისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თანანმდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.” (მუხ:3 ნაწ.2)
როგორც მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების სახელმწიფო დაცვის ინსტიტუტი, ის გვევლინება ადამიანების დაცვის მძლავრ ინსტიტუციურ გარანტად, რომლის შესაძლებლობების რეალიზაციაზე ბევრად არის დამოკიდებული დემოკრატიული პროცესების კონტროლი საქართველოში.
ნანახია: 451 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz