ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 11:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის მიერ 12-16 მარტის სასესიო კვირას მიღებული კანონების ჩამონათვალსა და განსახილველად შესულ კანონპროექტებს
გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის მიერ 12-16 მარტის სასესიო კვირას მიღებული კანონების ჩამონათვალსა და განსახილველად შესულ კანონპროექტებს
3:13 PM
პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტები:

”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინალური სამართალწარმოების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი:საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი:საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი:საქართველოს პრეზიდენტი);
”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი:საქართველოს პრეზიდენტი);

”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” (ინიციატორი:საქართველოს MMმთავრობა);

”სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს მთავრობა);

”კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);

”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);

”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს მთავრობა);

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს მთავრობა);

”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);

”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს მთავრობა);

”კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე(ინიციატორი: საქართველოს მთავრობა);

”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);
”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი)

მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტები:

”სამხედრო პოლიციის შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი);

”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: პარლამენტის წევრი- ლ.ფაფიაშვილი);

”საქართველოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: პარლამენტის წევრი-ხ.გოგორიშვილი);

”საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: პარლამენტის წევრი-ხ.გოგორიშვილი);

”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: პარლამენტის წევრი-ხ.გოგორიშვილი);

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

” საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);
”სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი);

”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი)

მესამე მოსმენით მიღებული:

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი: პარლამენტის წევრი-ქ.მახარაშვილი);

”ვეტერინარ ექიმთა სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:საქართველოს მთავრობა);

”სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორი:პარლამენტის წევრი- გ.წერეთელი)

 

საკანონმდებლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულია შემდეგი კანონპროექტები:

საქართველოს კანონის პროექტი "უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი საქმიანობის რეგულირების შესახებ“

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ნივთების საკადასტრო აგეგმვითი საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგებას, აგეგმვითი საქმიანობის უნიფიცირებული სისტემის ფორმირებას და პასუხიმგებელი ამგეგმავების ჩამოყალიბებით ამ სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

კანონპროექტის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს:

კანონპროექტმა უარი თქვა აგეგმვითი საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებაზე და აგეგმვითი საქმიანობის პროფესიული რეგულირება გადაანდო პროფესიულ ასოციაციებს. პროფესიულ ასოციაციების საქმიანობის დასაწყებად გათვალისწინებულია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აკრედიტაცია. შესაბამისად, კანონპროექტმა აგეგმვითი საქმიანობა პროფესიული საქმიანობის სახელმწიფოს მიერ ე.წ. ნახევრად რეგულირებად სფეროდ განსაზღვრა;

პროფესიულ ასოციაციებად განისაზღვრა ნებისმიერი კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი _ ასოციაცია (კავშირი), რომელსაც სურს არსებული სფეროს რეგულირება და იქნება აჭურვილი შესაბამისი საჯარო ფუნქციით ანუ აკრედიტირებული აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს _ აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ამასთან, ამგეგმვით სფეროში მოღვაწე ასოციაციების რაოდენობა შეუზღუდავია;პროფესიული ასოციაციების კონსტიტუციური ფუნქციაა ამგეგმავების საქმიანობის პროფესიული სერტიფიცირება, სტანდარტების შემუშავება და სერტიფიცირებული ამგეგმავების საქმიანობის კონტროლი პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების გზით;

განსხვავებით არსებული ვითარებისაგან, როცა ნებისმიერი ახდენს აგეგმვით საქმიანობას, კანონპროექტი აგეგმვითი საქმიანობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ პროფესიული ასოციაციების მიერ სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს;

ამგეგმავების სერტიფიცირება მიზნად ისახავს პასუხისმგებელი ამგეგმავების ჩამოყალიბებას, რომელსაც პროფესიული სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამით აღმოიფხვრება ის შესაძლო უზუსტობანი, რომელიც შესაძლოა არაკვალიფიცირებული ამგეგმავების საქმიანობის შედეგად წარმოიშვას;

ამგეგმავების საქმიანობის პროფესიული რეგულირების მომწესრიგებელ აქტებად გათვალისწინებულია პროფესიული სტანდარტების არსებობა. კანონპროექტი პროფესიულ ასოციაციებს ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს აგეგმვითი საქმიანობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს სტანდარტები, ასევე, თვითონ შეიმუშაოს სტანდარტები დადგენილი წესით. აგეგმვითი საქმიანობის პროფესიული სტანდარტები მიჩნეულია იმ ნორმატივებად, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს პროფესიული სერტიფიცირება და მოვალეობათა დარღვევის შეფასება პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. პროფესიული სტანდარტებით განისაზღვრება მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი აგეგმვითი საქმიანობის დაწყების უფლების მინიჭებისათვის და ასევე მოთხოვნები, რომელიც უნდა დაიცვას პირმა აგეგმვითი საქმიანობისას;

კანონპროექტში ცალკე თავი ეძღვნება ამგეგმავის პროფესიულ პასუხისმგებელობას. გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, როგორიცაა ამგეგმავის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი, იმ დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი სადაც მუშაობს ამგეგმავი, იმ დაწესებულების წერილობითი განაცხადი, რომელსაც წარედგინა ამგეგმავის მიერ შექმნილი დოკუმენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტის შედეგად ხდება საჯარო რეესტრის ცნების სრულყოფილი განსაზღვრების დადგენა, კერძოდ, საჯარო რეესტრი განიმარტება, როგორც ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მისი ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს ფუნქციების რეგლამენტაციიდან გამომდინარე, კანონპროექტი ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების კორექტირებას, რომელიც უკავშირდება საჯარო რეესტრის წარმოებას და დეტალურად აწესრიგებს ისეთ თემებს, როგორიცაა საჯარო რეესტრის სისტემოს დაფინანსება და საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს ფუნქციებს, უფლებამოსილებას, ასევე საჯარო რეესტრის სისტემაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სტატუსს.

კანონპროექტის შესაბამისად უქმდება საჯარო რეესტრის სისტემაში დასაქმებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მიღების წესი და პირობები, როგორც საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილებების გაუმართლებელი რეგლამენტაცია.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო რეესტრში ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციასა და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საფასურის განაკვეთებისა და ვადების ოპტიმიზაციას.

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტის ძალით ახლებურად განისაზღვრა უძრავი ნივთის ცნება, რომლის შესაბამისად უძრავ ნივთს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ხაზობრივი ნაგებობა და ინდივიდუალური საკუთრების საგანი.

იცვლება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრებისა და სხვა უფლების მიტოვების შესაძლებლობას. ცვლილებებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკუთრების უფლების მიტოვება;

უქმდება საკუთრების შეძენა უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით. თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია როგორც მესაკუთრე, მაშინ იგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ნივთის მესაკუთრეს და დამატებით ხანდაზმულობით საკუთრების შეძენაც ვერ მოხდება;

კანონის მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, კანონპროექტით საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება ბინის მესაკუთრეთა შეთანხმებები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ ურთიერთობებს. ბინის მესაკუთრეთა შეთანხმებები არ წარმოადგენს უფლებებს უძრავ ნივთზე და ამასთან, მსგავსი შეთანხმებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ამისათვის საკმარისია წერილობითი ფორმის არსებობა;

კანონპროექტი ითვალისწინებს აღნაგობის უფლების რეგისტრაციის რიგითობის გაუქმებას, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით: “არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად შეიტანება საჯარო რეესტრში”. უფლებათა რიგითობა გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი და იმავე შინაარსის უფლებებისათვის, რომლებიც თავისი შინაარსით არ გამორიცხავენ ერთმანეთს და რიგითობას განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება აღნაგობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც ცვლის აღნაგობის უფლებას. კანონპროექტის მიხედვით, აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად პირს აქვს იპოთეკის მოთხოვნის უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომელზედაც მას ჰქონდა აღნაგობის უფლება;

ცვლილებების შედეგად საჯარო რეესტრში იპოთეკა დარეგისტრირდება გარიგების საფუძველზე, თუმცა მოთხოვნის სიდიდე არ შეიტანება საჯარო რეესტრში, ანუ მოთხოვნა, რომელსაც უზრუნველყოფს უძრავი ნივთი, მესამე პირებისათვის იქნება კონფიდენციალური. ასევე, ხდება დაზუსტება იპოთეკის უფლების რიგითობისა, რომელიც განისაზღვრება იპოთეკის რეგისტრაციისათვის განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროის შესაბამისად;

გათვალისწინებულია კოდექსიდან უპირატესი შესყიდვის უფლების ამოღება, რომელიც ერთგვარად ზღუდავს მესაკუთრის კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობა ერთგვარად ბოჭავს მესაკუთრეს, რომელსაც სურს გაასხვისოს თანასაკუთრებაში საკუთარი წილი. მან რაიმე უნდა შესთავაზოს თანამესაკუთრეებს, რამაც შესაძლოა დააყოვნოს ნივთის გასხვისება და საჯარო გახადოს გარიგების ფასი, რომლის კონფიდენციალურობითაც შესაძლოა დაინტერესებული იყოს გამსხვისებელი. ამდენად, გარიგების ფასის კონფიდენციალურობა, სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება, საკუთრების უფლების აბსოლუტურობა და სხვა მსგავსი საკითხები უნდა გახდეს საფუძველი უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე დრომოჭმული ინსტიტუტის სამოქალაქო კოდექსიდან ამოსაღებად;

ცვლილებები ეხება მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებსაც. კერძოდ, ცვლილებების შედეგად უძრავი ნივთი მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზეზია “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები.

„სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზეზია “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები, ასევე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია საქართველოს პარლმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტი შეტანილ იქნა პარლამენტში 9 მარტს, საკომიტეტო მოსმენები დაგეგმილია 3-6 აპრილისათვის, პლენარულ სხდომაზე განხილვა – 10-13 აპრილისათვის.

"ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კონსტიტუციისა და ჟენევის 1951 წლის ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ" კონვენციის მოთხოვნათა საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი ლტოლვილად ცნობილ პირს ანიჭებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევისა და სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი ფულადი შემწეობით სარგებლობის უფლებას.

ლტოლვილად ცნობილ პირს ეძლევა დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას, სტატუსს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა სამი წლის ვადით და მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემის წესს ამტკიცებს იუსტიციის სამინისტრო.

კანონპროექტი ითვალისწინებს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ან ჩამორთმევის შემთხვევაში დროებითი ბინადრობის მოწმობის ჩაბარების პროცედურას.

კანონპროექტი ითვალისწინებს ლტოლვილისათვის ყოველთვიური შემწეობის გაცემას, რაც გათვალისწინებულია სახელმწიფი ბიუჯეტის შესახებ კანონით. ყოველთვიური შემწეობის გაცემის წესს ადგენს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ავტორი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. კანონპროექტი შეტანილ იქნა პარლამენტში 7 მარტს, საკომიტეტო მოსმენები დაგეგმილია 20-23 მარტისათვის, პლენარულ სხდომაზე განხილვა – 27-30 მარტისათვის.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტის შედეგად ახლებურად ყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლი. (სასამართლოს განსჯადი საქმეები). კერძოდ აღნიშნული მუხლის ჩამონათვალს ემატება 1734 მუხლი (სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა), რის შემდეგაც განისაზღვრება მისი განსჯადობა და ხსენებული კატეგორიის საქმეებს განიხილავს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია საქართველოს პარლმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კანონპროექტი შეტანილ იქნა პარლამენტში 7 მარტს, საკომიტეტო მოსმენები დაგეგმილია 20-23 მარტისათვის, პლენარულ სხდომაზე განხილვა – 27-30 მარტისათვის.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ დასახვეწია ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ზოგიერთი მუხლი, რადგან აღნიშნული კანონი მოქმედი რედაქციით მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს ქ. თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობის გამართულობასა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას.

ამასთან, კანონის მიღების მიზეზს ასევე, წარმოადგენს ქ. თბილისში არსებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროცესის აქტივობა, რისთვისაც აუცილებელია განისაზღვროს ძირითადი ნორმები, რომლებიც დაადგენენ ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის ძირითად წესებსა და პირობებს.

კანონპროექტის მიღების მიზანია ქ. თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მუშაობის უკეთესად ორგანიზება, მისი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება საკრებულოს ბიუროს შექმნით, მართვის პროცესის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის ძირითადი წესებისა და პირობების დადგენა და ასევე რიგი ტექნიკური ხასიათის ცვლილებების შეტანა ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

პროექტის მიღების შემთხვევაში ნაცვლად სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშე პარკირებისათვის პასუხისმგებლობისა, დადგინდება პასუხიმგებლობა პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის აგრეთვე, საკრებულოს კანონის შესაბამისად, ექნება უფლებამოისლება განსაზღვროს პარკირების წესები.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე. ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს, სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაძლებლობა ექნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

კანონპროექტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტები დაამტკცდება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ხოლო განაშენინიანების გენერალური გეგმა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია საქართველოს პარლმენტის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, ავტორი – ქალაქ თბილისის მერია. კანონპროექტი შეტანილ იქნა პარლამენტში 7 მარტს, საკომიტეტო მოსმენები დაგეგმილია 3-6 აპრილისათვის, პლენარულ სხდომაზე განხილვა – 10-13 აპრილისათვის.

ნანახია: 1935 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz