ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » კვალიფიკაციის პრობლემები აბორტის შემთხვევებში
კვალიფიკაციის პრობლემები აბორტის შემთხვევებში
3:15 PM

აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით). კრიმინალური აბორტი (ე.ი. აბორტი ჩადენილი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით) საქართველოში განიხილება, როგორც ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტი. შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.3 ამ თვალსაზრისით სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.” აღნიშული კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისს ამ ზოგადი წესისგან. აბორტი ნებადართულია თორმეტ კვირაზე მეტი ხანგძლივობის ორსულობის შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა სამედიცინო ან სოციალური ჩვენებები. სამედიცინო ჩვენებები გულისხმობს, რომ ორსულობის შეწყვეტა აუცილებელია ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სოციალური ჩვენებების მიხედვით კი ნაყოფის მშობლები ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვის სათანადო პირობებში გაზრდას და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. სოციალური ჩვენებები უდაოდ მეტად აფართოვებს აბორტების რიცხვს. საქართველოში მისი კანონით გათვალისწინება არ შეესაბამება სახელმწიფოს “პრიორიტეტულ ამოცანას – ქალის ჯანმრთელობის დაცვას აბორტების შემცირების გზით”. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონს.

კრიმინალური აბორტი სახეზეა თუ დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნები. ამის შემდეგ უკვე დადგება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ორსულობის შეწყვეტის საფუძვლად ასევე მიჩნეულია ე.წ. ეთიკური (როცა ორსულობა გამოიწვია გაუპატიურებამ) და ევგენური ჩვენებები (არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბავშვი დაიბადება ავადმყოფი)
კრიმინალური აბორტის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 70 000-ზე მეტი ქალი იღუპება. აბორტის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა და არამარტო მისი ტენდენციური ხასიათის გამო. სისხლისსამართლებრივი საკითხების გარდა იგი ასევე მოიცავს რელიგიასა და მორალთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც არსებითად ართულებს აბორტთან დაკავშირებულ ერთიანი შეხედულების ჩამოყალიბებას.
1. როდის იწყება სიცოცხლე

გენეტიკის თვალსაზრისით სიცოცხლე იწყება ორი უჯრედის განაყოფიერების მომენტიდან. ასეთ უჯრედში უკვე დევს ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის სქესს, სისხლის ჯგუფს, თვალის ფერს, ინტელექტს. ეს ყოველივე ჩაწერილია 46 ქრომოსომის გენეტიკურ კოდში. ფორმალურად ის უკვე ადამიანია, რომლის იდენტური არსება აქამდე არსდროს არსებულა და არც არასდროს იარსებებს. ამის შემდეგი ეტაპია ემბრიონის ზრდა და განვითარება.

ჩასახვიდან უკვე მერვე დღეს ფეხმძიმობის მთელი პერიოდის დამთავრებამდე ჩანასახი გარკვეული თვალსაზრისით აკონტროლებს დედის ორგანიზმს.
სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ჩასახვის მომენტიდან ემბრიონს მხოლოდ საკვები და ჟანგბადი სჭირდება, რაც ასვე დაბადების შემდეგაცაა აუცილებელი. მას სიცოცხლის გაგრძელება საშვილოსნოს გარეთაც შეუძლია. სიცოცხლისუნარიანობა საშვილოსნოს გარეთ იწყება 19 კვირის ასკიდან (იხ. დანართი).

1.2 როდის იწყება ემბრიონის სამართლებრივი დაცვა?

იურიდიულად პირი გარდაცვლილად ითვლება თავის ტვინის ფუნქიონირების შეწყვეტის მომენტიდან,10 ხოლო დაბადებულად კი დედის საშოდან გამოყოფის მომენტიდან.11 უფრო კონკრეტულად კი ბავშვი დაბადებულად ჩაითვლება საშოდან ნაწილობრივად გამოყოფის შემთხვევაშიც. ამ შეხედეულებას გამტკიცებს სსსკ-ს 112-ე მუხლი (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა), რომლის მიხედვითაც დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს, როგორც უმალვე მშობიარობის შემდეგ, ასევე მშობიარობისას. შესაბამისად, ემბრიონის სამართლებრივი დაცვაც ამ დროიდან იწყება. სამედიცინო ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ემბრიონის თავის ტვინის იმპულსები ფიქსირდება უკვე ექვსი კვირის ასაკიდან.12 მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ამ დროიდან იქცეს მისი სიცოცხლე სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტი. ანუ ემბრიონის დაცვის მომენტის წარმოშობის საფუძველად იგივე ფაქტი (ოღონდ ამ შემთვევაში ტვინის ფუნქციონირების დაწყება) ავიღით, რასაც უკვე ადამიანის სამართვებრივი დაცვის შეწყვეტისას მივიჩნევთ? კრიმინალური აბორტის კვალიფიკაციისას ეს ბევრს შეცვლიდა, რაც, ალბათ, უფრო სამართლიანიანიც იქნებოდა.

2. კრიმინალური აბორტი

საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია მხოლოდ აბორტი, რომელიც განხორციელდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით: არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო საქმიანობის არმქონე ექიმის მიერ, ორსულთან წინასწარი გასაუბრების გარეშე და ამ გასაუბრებიდან დადგენილი აუცილებელი ვადის გასვლის დარღვევით ან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით. ამდენად, დაცულია მხოლოდ დედის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და არაა დასჯადი ემბრიონის მკვლელობა. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, კრიმინალური აბორტი საფრთხის შემქმნელ დელიქტებს განეკუთნება, ამდენად ამ დანაშაულისას უმთავრესია ქმედების შემადგენლობის განხორციელება, დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მომენტიდან.13 ობიექტური შემადგენლობის მიხედვით ორსულობის შეწყვეტის ხერხი გავლენას არ ახდენს ქმედების მართლწინააღმდეგობაზე. ორსულობის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით.

სსსკ-ს 133-ე მუხლი (უკანონო აბორტი) ითვალისწინებს აბორტის ორ შემთხვევას:
1. მარტივი უკანონო აბორტი (ფორმალური შემადგენლობა პ.1)
2. აბორტი დამამძიმებელ გარემოებებში (მატერიალური შემადგენლობა პ.2და3)

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დამაშაულის შემადგენლობას ახორციელებს მედიცინის მუშაკი. ამდენად, საქმე გვაქვს სპეციალურ სუბიექტთან.

სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. რაც გამოიხატება მოქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასა და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სურვილში.

დანაშაულის მოტივი ე.ი. მამოძრავებელი ძალა შეიძლება იყოს ანგარება, სიბრალული, შურისძიება (შურისძიების მოტივით ჩადენილ ცალკე შევეხებით). მიზანი ანუ დამნაშავისათვის სასურველი შედეგი, შეიძლება იყოს მაგალითად ქორწინებაში არ მყოფი დედის შერცხვენას არიდება.
ნებისმიერ შემთხვევაში მოტივი და მიზანი ზეგავლენას არ მოახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე.
კვალიფიური შემადგენლობისას, რაც გულისმობს უკანონო აბორტის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, შვილოსნობის სამუდამო მოშლას ან სიცოცხლის მოსპობას, რამდენადაც ეს მატერიალური დანაშაულია, სახეზე უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასეთ დროს, თუ დამდგარ მძიმე შედეგს არ მოიცავდა დამნაშავის განზრავა, სახეზე იქნება თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული დანაშაული და შესაბამისად გამოყენებული უნდა იყოს სსსკ-ს მე-11 მუხლი. მაგრამ როგორ მოხდება კვლიფიკაციფიკაცია, როდესაც ექიმი შურისძიების მოტივით (შურისძიება შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც დედის მიერ აბორტის გაკეთების სურვილის ფაქტმა) ერთ შემთხვევაში განზრახ მძიმედ დაუზიანებს დედას ჯანმრთელობას და მეორე შემთხვევაში განზრახ მოუსპობს სიცოცხლეს? პირველის კვალიფიკაცია მოხდება 117-ე მუხლის პირველი პუნქტით. არსებული მოსაზრებით, მეორე შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით, როგორც მარტივი მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ 109-ე მუხლი ორსული ქალის წინასწარი შეცნობით განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს. მაგრამ რატომ, როცა ორივე მაგალითში ხელყოფის ობიექტია ორი სიცოცხლე?

კანონმდებლობით ერთნაირად არაა დაცული ორსული ქალისა და ქალის სიცოცხლე, ეს იმის დასტურია, რომ კანონმდებელი აღიარებს ემბრიონს ცოცხალ არსებად. მაგრამ საკმარისია კი ეს, თუ სრული პასუხისმგებლობისთვის საჭიროა ემბრიონის არა ცოცხალ არსებად, არამედ ადამიანად აღიარება? ცოცხალი არსებად ასეთივე წარმატებით შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად ცხოველები, თუნდაც იმიტომ, რომ უცემთ გული, სუნთქავენ და აწარმოებენ შთამომავლობას. 108-ე და 109-ე მუხლით კი ადამინი დაცულია თავისთავად იმიტომ, რომ ცოცხალი არსებაა, მაგრამ მნიშვნელოვნად იმიტომაც, რომ წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილეს, რომელსაც ცხოველისგან განსხავევით გააჩნია ცნობიერება. ამის უტყუარ დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები რობინზონ კრუზოს მაგალითი, რომელზეც არ ვრცელდება არც ერთი სახელმწიფოს იურისდიქცია და თუ მას მოკლავს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, მაშინ მას არც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაულია და თუ არ გვაქვს სახეზე პასუხიმგებლობა, გამოდის, რომ არც დანაშაული გვაქვს. ამდენად, ნათელია, რომ სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვანია ადამიანი, არა როგორც ცოცხალი არსება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილე. მიუხედავად ამისა, სსკ-ს 109-ე მუხლიდან გამომდინარე ჯერარდაბადებული ბავშვი მაინც წარმოადგენს დაცვის ობიექტს, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც ადამიანი. ემბრიონის სამართლებრივი დაცვა მართზომიერად წყდება დედის მიერ აბორტზე თანხმობის და აბორტის განხორციელების დაწყების მომენტიდან. Uუარის თქმა (თანხმობა აბორტზე) წარმოადგენს ნების გამოვლენას და სანამ არ მოხდება მისი მოქმედებით რეალიზება, თუ მოვიხმობთ სამოქალაქო სამართლის ტერმინს იგი შეიძლება “გამოთხოვილ” იქნეს. ეს სწორი მიდგომაა, რადგანაც დედას ბოლო წუთამდე უნდა დარჩეს შესაძლებლობა გადაიფიქროს და შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის სისწორეშიც, თუნდაც ერთი წამის წინ დარწმუნებული იყო. თუკი ამის შემდეგ ექიმი მაიც განახორციელებს აბორტს, მაშინ უდაოდ სახეზე იქნება 109-ე მუხლის (2პ.ა) დამამძიმებელი გარემოება.

ორსული ქალის წინაწარი შეცნობით მკვლელობა დამამძიმებელ გარებოებას ქმნის სწორედ იმიტომ, რომ ასეთ დროს ემბრიონი ჯერ ისევ წარმოადგენს დაცვის ობიექტს. სახეზე არ არის დედის უარი და შესაბამისად თახმობა ბაშვის მკვლელობაზე. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვერპლის ოჯახის წევრებისათვის ეს უფრო დიდი ტრავმა და ფსიქოლოგიურად მძიმედ გადასატანია, ვიდრე შემთხვვევა, როცა დედა უარს ამბობს ბავშვზე და აბორტის შედეგად იღუპება. მართალია, სამართლიანობის პრინციპი სისხლის სამართალში არ დაიყვანება მხოლოდ სამაგიეროს მიზღვის პრინციპზე, მაგრამ ყველას ხომ დამსახურებულად უნდა მიეზღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი თავის ერთერთ მიზანს, (სამართლიანობის აღდგენა) ვერ შეასრულებს (სსსკ-ს 39მ.1.პ). აბორტის გაკეთების გზით ქალის მკვლელობისას 108-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად გადამწყვეტია ის, რომ დანაშაულებრივი შედეგის დადგომამდე (მკვლელობამდე) ქალმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ბავშვზე. ამასთან აბორტი დაიწყო, რაც დასტურია, რომ დედა ვეღარ შეცვლის გასაწყვეტილებას და დედის სიკვდილი დადგა უკვე ამის შემდეგ. შესაბამისად ემბრიონი სამართებრივი თვალსაზრისით აღარ არსებობს და ამდენად, არც დამამძიმებელი გარემოება იქმნება.

საკითხთან დაკავშირებული საინტერესო ბმულები

1. www.abortionfacts.com
2. www.noabort.net
3. www.relga.rsu.ru
4.  www.news.battery.ru


ნანახია: 3263 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.3/6 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz