ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » პასუხი წერილზე …"სამართლის ბუნების ძიების გზა"
პასუხი წერილზე …"სამართლის ბუნების ძიების გზა"
3:17 PM
ნამდვილად მისასალმებელია, რომ თავისუფლებაზე ესე თავისუფლად და ლამაზად საუბრობთ ძვირფასო უცნობო, მაგრამ ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო თქვენს “წყლიან კალამს”.
დავიწყოთ იმით, რომ სამართალი არა კონფლიქტში იბადება, არამედ წარმოადგენს უდიდესი კონსესუსის შედეგს. კონსესუსის, რომელიც ერთდროულად მყარდება, ერთის მხრივ, თქვენსა და იმ უზენაესს შორის, რომელიც, მარტივად რომ ვთქვა, გიდგენთ სამართალს. ამით ის ზღუდავს თქვენ ქცევას, რომელსაც შეგნებულად მოვერიდები, რომ ვუწოდო თავისუფლება. და მეორეს მხრივ, თქვენსა და სხვებს შორის, რომელიც დაცლილია კონფლიქტის ელემენტისაგან. დაცლილია იმიტომ, რომ წარმოადგენს ნებაყოფლობით „დათმობას“. იქ სადაც ყოველი მხრიდან მოდის ნება, კონფლიქს არაფერი ესაქმება. ამდენად ეს კონსესუსი ჩვენი საერთო ნებაა, მაგრამ პარადოქსიც სწორედ ესაა, რომ შეზრუდვას თქვენ თავად ირჩევთ. ირჩევთ შეიძლება ქვეცნობიერად, გაცნობიერებულად თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი პრობლებაა, იმისთვის, რომ მერე ისევ თქვენ ისარგებლოთ ამ კონსესუსის შედეგით – სამართლით, რომელიც შემგომ აყალიბებს თავისუფლებას, უკვე სამართლის გაგებით. მაგრამ სამართლის არსს არ წარმოადგენს თავისუფლება, უფრო პირიქით. თქვენ ცდებით თავისუფლების გაგებაში, მაგრამ არ იფიქროთ, მე ვიცი ზუსტად რა შეიძლება იყოს თავისუფლება, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ თავისუფლება ეს არის არა ქმედების თავისუფლება – რომელსაც არ აქვს „სასაზღვრო ზოლი“ თავნებობასთან (ვაშლის ჭამა, დაჯდომა, დაწოლა და ა.შ.) ოღონდ, არ გაიგოთ თავნებობა ნეგატიურად, გაიგეთ ის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. ამ მნიშვნელობით ის სწორედ რომ ქმედებას წარმოადგენს, თავისუფლება კი ზეარსებულს, ჯერ მოქმედებაში არ გამოხატულ კატეგორიას, რომელსაც შეფასება სჭირდება. თავისუფლება წარმოადგენს უპირველესად ნების თავისუფლებას და შემდეგ უკვე არჩევანის თავისუფლებას. ნება არსებობს მაშინ, როცა არ არსებობს ზეწოლა. გაიხსენეთ თქვენი მონატრებული წინაპრის საქციელი, ნუთუ ის იყო თავისუფლება, ყველაფრისგან თავისუფალი ნება, ზეწოლისგან თავისუფალი ნება? დიახ, ადამიანები უჯანყდებიან უსამართლო სამართალს, ეს არ ნიშნავს კონფლიქტს, სამართალს, როგორც ქცევასა და თავისუფლებას როგორც ნიმუშსს შორის, რადგან თქვენი გაგებით თავისუფლება შედეგია, ე.ი მოქმედებაც, რადგანაც ფორმა მოქმედებასაც აქვს და შედეგსაც. მაგრამ ის რაც ჩემთვის სამართლიანია, თქვენთვის შეიძლება უსამართლო იყოს.
წარმოიდგინეთ ყველაზე მარტივი მაგალითი, როგორ წარმოიშვა დემოკრატიულ სახელმწიფო, რომლის პროდუქტიაცაა სამართლიანი სამართლი: შეიკრიბა ხალხი და მიიღო გადაწყვეტილება: მოდით მივიღოთ კანონი და დავემორჩილოთ მას. თქვენ ხედავთ აქ კონფლიქტს?
წაგიკითხავთ პლატონის “კანონები”? დიალოგი იწყება: ათენელები ეკითხებიან კრეტის მცხოვრებთ: “ვის ეკუთვნის პატივი კანონების გამოცემისა, ღმერთს თუ ადამიანს?”, რაზეც ისინი პასუხობდნენ - “ღმერთს, ღმერთს და მხოლოდ მას.” ეს გულუბრყვილო გრძნობა, რომ სამართლის წყარო არის სწორედ რელიგია და რომ შეიძლება მიმართო ღვიურ ძალებს ურჩთა დასასჯელად, მეტწილად ხნის თქვენს დამოკიდებულებას. მაგრამ თქვენს კრიტიკულ აზროვნებას არ შეშვენის ამ მიდგომის რეალური საფუძველის არ დანახვა. დამიჯერეთ, უფრო ადვილი იქნებოდა სამართლისათვის ავტორიტეტის “მინიჭება”, თუკი მის საფუძვლად ღვთიურ ძალებს ვაღიარებდით. წარმოდგინეთ სამართალი შესრულდებოდა, როგორც მორალური ვალდებულება. თანაც დოესტოიევსკის სიტყვებს თუ გავიხსენებთ ადამიანის საუკეთესო თვისება ისაა, რომ ყველაფერს ეჩვევა, შესაბამისად ეჩვევა მიწიერ სასჯელებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სამართლის არქაულ სისტემებში სასჯელები უდიდესი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ასეთ პირობებში სამართლის რელიგიურ საფუძვლებზე მითითება საუკეთესო გამოსავალია.
სამართლიანი სამართალი არის იქ სადაც ხალხის ნება გადაწონის ობიექტურ, და არა ჩემი ან თქვენი გაგებით, უსამართლობას.
თავისუფლებას უპყრია სამართალი, როგორც საკუთარი ბუნების ნიშანი? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამით საკუთარ სიტყვებს ეწინააღმდეგებით. “სამართლის ღირსება მის არსებაშია - თავისუფალ ბუნებაში”. ან იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ თავისუფლება მოიცავს სამართალს, და თავის მხრივ სამართლის არსს თავისუფლება წარმოადგენს? მაშინ გამოდის, რომ სამართალი და თავისუფლება ამ გაგებით იდენტურია?
ძალაუფლების სურვილი სცდება თავისუფლებას? ძალაუფლებას ასაზრდოებს თავისუფლების სურვილი.
თავისუფლება ერთდროულად შეიძლება იყოს მიზანიც და საშუალებაც. მიზანი არასდროს არ შორდება სურვილს და მითუმეტეს ქრისტეს შემთხვევაში. მიზანი “გონის სამყაროს” ელემენტია, იდეალური მოდელი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ გონი ქმნის. ადამიანის ფუნქცია არის არა თავისუფლება, არამედ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ე.ი უფლისკენ სწრაფვა, ამ შემთხვაში თავისუფლება წარმოადგენს საშუალებას, მაგრამ განდგომილი, რომლის სწრაფვა უფლისკენ ჩემზე და თქვენზე ბევრად ძლიერია, თქვენი გაგებით თავისუფალია?
ნანახია: 1009 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz