ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 4:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ხელისუფლების ლეგალურობა
ხელისუფლების ლეგალურობა
3:18 PM

“ხელისუფლება ყვრნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად ყვრნის ადამიანს”,- თქვა ლორდმა აქტონმა და სამართალიც ალბათ, იმისთვის არსებობს, რომ ძალაუფლებით “აღჭურვილ” პირს არ “ეწიოს” მსგავსი ბედი. სამართალი ბოჭავს ხელისუფებას, არ აძლევს “გარყვნის” შესაძლებლობას. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ შეზღუდვის დანიშნულება ინდივიდის დაცვაა, მაგრამ ვისგან? – ალბათ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ჩარევისგან. სახელმწოფო არის უფლებების ადრესატი და არა მისი სუბიექტი. ამიტომაც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები ხშირად მოიაზრება, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უფლებები. საინტერესო, კი ისაა რომ ამ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის ინიციატორი, ხშირ შემთხვავაში, თავად სახელმწიფოა და მაინც “ხალხს მხოლოდ ერთი სერიოზული მტერი ჰყავს – თავისი საკუთარი მთავრობა” (სენ-ჟიუსტი).

სამართლი ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალო მორჩილება. მაგრამ მორჩილების ფაქტორის აღიარებას, როგორც იძულების შედეგის, დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში იძულება ხორციელდება მხოლოდ სამართლის მიერ, მაინც სრული მონოპოლია იძულებაზე მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. იძულების შესაძლებლობას სახელმწიფოს ლეგალურად სწორედ სამართალი ანიჭებს. “სამართლისადმი მორჩილება - არის ხელისუფლებისადმი მორჩილება, მაგრამ სახელმწიფოსადმი მორჩლილება, როდი ნიშნავს სამართლისადმი მორჩილებას”. ამიტომაც ხდება საჭირო, განვასხვავოთ
მორჩილება სამართლისადმი და მორჩილება ძალისადმი. მაგალითისთვის, საბანკო ძარცვისას “მსხვერპლნი” სწრაფად ემორჩილებიან შეიარაღებული თავდამსხმელის მუქარას, მაგრამ დამეთანხმებით, ასეთ მორჩილებას ცოტა რამე აქვს საერთო წაგებული მხარის მორჩილებას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი. და ეს განსხვავება არ არის მხოლოდ ნებაყოფლობით და იძულებით მორჩილებაში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წაგებულ მხარესაც შეუძლია არ დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მთავარი ისაა, რომ ეს “ურჩობა” იმაზე უფრო უშედეგო იქნება, ვიდრე შეიარაღებული ყაჩაღისათვის გაწეული წინააღმდეგობა.
ხელისუფლება მოიცავს ვინმესთვის ძალაუფლების იმ ნაწილის მინიჭებას, რომელიც საკმარისია მოქალაქეებისათვის მორჩილების მოთხოვნის წასაყენებლად. ძალაუფლებით “აღჭურვილი” პირი არ უნდა აღვიქვათ, როგორც კონკრეტული ინდივდი. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - ხელისუფლების დანაწილება - გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას რამდენიმე, უფრო ზუსტად კი სამ, განშტოებაზე. ამ განშტოებებში, საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაშიც კი, უპირველისი არის საკანონმდებლო ხელისუფლება და არა იმიტომ, რომ ის ხშირ შემთხვევაში ხალხის მიერაა არჩეული, არამედ იმიტომ, რომ სწორდ საკანონმდებლო ხელისუფლება განსაზღვრავს დანარჩენთა მოქმედების სამართლებრივ საფუძველს. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება არის წმინდა თეორიული ცნება, რადგანაც მლოფლიოში ჯერ ვერც ერთმა კანონმდებელმა ვერ შეძლო პრაქტიკაში მიეღო კანონი თავისი სურვილისამებრ, მორალური ფასეულობების იგნორირებითა და საერთაშორისო სამართლისათვის გვერდის ავლით. საერთაშორისო სამართლის არსებობა გულისხმობს ეროვნული სამართლის მისდამი გარკვეულწილად დაქვემდებარაბას. საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპები (რომლებიც ხშირად კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული) ყველაზე ეფექტურად ზღუდავენ კონკრეტულ ხელისუფლებას. მაგალითად საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არინ ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც მოქმედი სამართლით.” მე-9 მუხლის თანახმად საქართველოს “კონსტიტუციურო შეთანხმება სრულად უნდა შესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს...” და ეს მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას ნორმატიული აქტების კანონის თანახმად იერარქიულად უფრო მაღალი საფეხური უკავია ვიდრე საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს. თუმცა ოსტინისათვის საერთაშორისო სამართალი საერთოდ არ წარმოადგენდა სამართალს. ოსტინი საერთაშორისო სამართალს პოზიტიურ მორალად თვლიდა. ასევე მიიჩნევდნენ გეგელის მიმდევრებიც, რომლებიც უარყოფდნენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების იურიდიულ ძალას და მას “სახელმწიფოს ინტერესებს” უქვემდებარებდნენ. ასეთ შემთხვევაში საინტერესო იქნება იმ სახელმწიფოს პოზიცია, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება დღემდე ითვლება შეუზღუდავად. მაგალითად რა მოხდება თუკი ინგლისის პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთა? დამეთანხმებით, სახელმწიფო ხელისუფლება მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება შიგა თვიშეზღუდვას. ინგლისური სასამართლო ყოველთვის აღიარებს, რომ მისი უპირველესი მოვალეობა საკანონმდებლო აქტების დაცვაა პარლამენტისგან

“ხელისუფალი უნდა იყოს ღმერთისა და კანონის მორჩილი მსახური,” მიიჩნევდა შუა საუკუნეების ცნობილი იურისტი ბრეკტონი. ლეგალურობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციული პრინციპი და ეს შეხედულება ახალი დროის მრავალმა გამოჩენილმა მოაზროვნემაც განავითარა.
ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში პირველ სტადიებზე ხელისუფალი ხშირად ასოცირდებოდა მეფესთან ან კოლექტიური ძალაუფლბის ორგანოსთან მაგალითად, ოლიგარქიული სენატი ვენეციაში. მაგრამ ასეთ მმართველებს არ ჰქონდათ სრული ძალაუფლება საკანონმნმდებლო ხელისუფლების თვალსაზრისით. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა წარმოადგენს ლეგიტიმურ ქმნილებას – “სახელმწიფოს”, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის არა ერთ პირს, ან პირთა ჯგუფს, არამედ თავად სახელმწოფოს. რატომ ხდება საჭირო უმაღლესი სუვერენული ხელისუფლების თავად სახელმწიფოსათვის მინიჭების აუცილებლობა, მაშინ, როცა სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია? ჩემი აზრით, ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებელი პასუხი უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის – “მიეცით ბრბოს ხელიუფლება და ნახავთ იმას, “რაც ამქვეყნის ყველაზე დიდ ფილოსოფოსებსაც კი არ დასიზმრებიათ”. იდეა, რომ სწორედ სახელმწიფოა უმაღლესი სუვერენული ძალაუფლეფლების მატარებელი სხვადასხვაგვარად არის გამოხატული თანამედროვე სახელმწიფოების საკონსტიტუციო თეორიებში.
სახელმწიფო არის ბევრად უფრო ფართო ცნება, ვიდრე ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ის წარმოადგენს საზოგადოებას მთლიანობაში, როგორც კანონზე დაფუძნებულ სოციალურ სტრუქტურას. “სახელმწიფო არის სამართლებრივი მიზნებისათვის კანონიერი ხელისუფლების ყველა განშტოების პერსონიფიკაცია”. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, სახელმწიფო მაინც რჩება საკმაოდ ბუნდოვან ცნებად, რომელის განსაზღვრებასაც უფრო მართებული იქნება თუ პოლიტოლოგებს დავესესხებით, რადგანაც იურისტებისგან განსხვავებით პოლიტოლოგები მის დეფინიციას კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა ახდენენ.

ვის ეკუთვნის ხელისუფლება, ანუ ჩვენი დროის სუვერენი

ჯონ ოსტინის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ უზენაესი ხელისუფლების მატერებელი კონსტიტუციის დამფუძნებელი ძალაა. თუ ეს ესეა, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა ვის ეკუთვნის ხელიფუფლება ფედერაცდიულ სახელმწიფოში? მაგალითად ა.შ.შ.-ს კონსტიტუციის თანახმად ხელისუფლება განაწილებულია ფედერალურ ორგანოებსა და შტატების ორგანოებს შორის. ამასთან ფედერაციის თითოეულ სუბიექტს გააჩნია საკუთარი კონსტიტუციის მიღების უფლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფედერაციული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის არ არსებობს შეუზღუდავი ხელისუფლების ცნება. მსგავსი კონსტიტუციები ხშირად არიან შეზღუდულები. მაგალითად, ამერიკაში ამ ფუნქციას “უფლებების ბილი” ასრულებს, რომელსაც შეზღუდვასთან ერთად კონტროლის ფუნქციაც აკისრია. ამიტომაც სასამართლოს შეუძლია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ფედერაციის ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც არ შეესაბამისება ამ ძირითად საკონსტიტუციო პრინციპს.
შეუძლია თუ არა მოქმედ სუვერენს მთელი თავისი ძალაუფლება გადაცსეს სხვა ორგანოს და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ იქნება თანახმად ეს გადაცემა საბოოლოო ? დავუშვათ, ინგლისში გაუქმდა ლორდთა პალატა ან მისი ფუნქცია დაეკისრა სხვა წესით არჩეულ ახალ პალატას. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი სუვერენული ხელისუფლების მატარებელი იქნება მონარქი , თემთა პალატა და ახალი პალატა. ხოლო ლორდთა პალატა, თუ კი ის გააგრძელებს თავის არსებობას, დარჩება მხოლოდ “ცერემონიებისათვის” ცერემონიები კი “არაფერში არგია კაცს, თუკი მათი საშუალებით ქვეყნის მართვა არ ხელეწიფება”(კონფუცი). მოქმედ სუვერენს შეუძლია უფრო შორს წავიდეს და მთელი თავისი ხელისუფლება (ნებაყოფლობით, მაგალითად, თვითლიკვიდაციით ან იძულებით) სხვას “უბოძოს”.
ჯონ ოსტინი თვლიდა, რომ კანონი – არის სუვერენის მრბანება. ეს იდეა ძველ რომში იღებს სათავეს. რომაელი იურისტები მიიჩნევდნენ: “quod Princeps placuit habet rigonom”. Oოსტინის მიმდევრებმა, ეს შეხედულება ცოტა “შეარბილეს” და ასე განმარტეს: კანონი - არის ხელისუფალის მიერ დადგენილი ნორმა, რომლის შესრულებაც უზრუნველყოფილია “სამართლებრივი სანქციით”. ხშირად კანონი თავად სახელმწოფოსაც აკისრებს ვალდებულებას, მაგრამ ისე რომ არ ადგენს სანქციებს მათი შეუსრულებლობის გამო. ასე მაგალითად, ინგლისის რკინიგზის სამინისტროს ჰქონდა აღებული ვალდებულება სატრანსპორტო სისტემის ორგანიზაციის მიზნით ჩაეტარებინა გარკვეული სამუშაოები. მაგრამ ინგლისის კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული სამართლებრივი სანქცია იმ შემთხვევისთვის კი თუ სამინისტრო არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. თუმცა კანონით არის გათვალისწინებული სარჩელის შეტანა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგარამ, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყეტილება სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულების იძულებით შესრულების შესახებ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო წააგებს საქმეს არავის შეეპარება იმაში ეჭვი, რომ სახელმწიფო გადაიხდის და გააკეთებს ამას იურიდიული ვალდებულების და არა მორალური პასუხისმგებლობის გამო.

დასასრულ, “სახელმწიფო ხელისუფლება სხვა არაფერია თუ არა უსაზღვრო ძალაუფლება ძლიერთა ხელში, რომელიც აუცილებლად უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოში” (ეიზენჰაუერი).
ნანახია: 1599 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz