ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის სადაო საკითხები
დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის სადაო საკითხები
5:22 PM

გარდა საყოველთაოდ ცნობილი ცვლილებისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში იურიდიული პირის სპეციფიკური პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ, - სხვა ცვლილებებიც უხვად შევიდა, რომელთაგანაც რამდენიმე, ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულებსაც შეეხო (თავი მე-19) და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნორმაშიც ჰპოვა თვითმყოფადობა (მუხლი 109), რაც მის პუნქტობრივ დაყოფაში, სანქციათა დიფერენციაციასა და შესაბამისად, შეფარდების განსხვავებულ წესში გამოიხატა.
2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სს კოდექსის 109-ე მუხლი სტრუქტურულად ერთიანი იყო (არ ითვალისწინებდა ნაწილებად და ქვეპუნქტებად დაყოფას) და ერთიანი სასჯელს გულისხმობდა ( ათიდან ოც წლამდე ანდა თავისუფლების უვადო აღკვეთა), ცვლილებების შემდეგ კი აღნიშნული მუხლი ნაწილებად დაიყო (სამ ნაწილად), გარემოებები გარკვეული ნიშნით დაჯგუფდა (ქვეპუნქტების სახით), ხოლო თითეოული ნაწილისათვის განსხვავებული ზომის საჯელი იქნა გათვალისწინებული (109-ე მუხლი ითვალისწინებს: 1-ლი ნაწილი 11-დან 14 წლამდე, მე-2 ნაწილი 13-დან 17 წლამდე, მე-3 ნაწილი კი – 16-დან 20 წლამდე ანდა თავისუფლების უვადო აღკვეთას).
სისხლის სამართლის დოქტრინაში , სს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობა სამი სახით კვალიფიცირდება: მარტივ (მუხლი 108), კვალიფიციურ (დამამძიმებელ გარემოებებში, მუხლი 109) და პრივილეგირებულ (შემამსუბუქებელ გარემოებეში, მუხლები 110-116) განზრახ მკვლელობებად. ასეთი დაყოფა, უპირველეს ყოვლისა, საჯელის ზომებში გამოიხატება, გარემოებათა შინააარსობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სანქციის შესაბამის ლიბერალიზაციას გულისხმობს. კერძოდ, სანქცია მარტივი მკვლელობისათვის უფრო მსუბუქია (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით), ვიდრე – მარტივი მკვლელობისათვის (თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით), და თუ ელემენტარული ლოგიკით ვიმსჯელებთ, - უფრო მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე კვალიფიციური მკვლელობისათვის (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობა უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე მარტივი და პრივილეგირებული განზრახი მკვლელობები). სს კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომა (კვალიფიციური მკვლელობისათვის) არ აღემატება 14 წლით თავისუფლების აღკვეთას, მაშინ როდესაც, მარტივი მკვლელობისათვის (მუხლი 108) შესაძლებელია დამნაშავეს მიესაჯოს 15 წლით^ თავისუფლების აღკვეთა (?...). გამოდის, რომ შესაძლებელია მარტივი მკვლელობისათვის დამნაშავეს უფრო მეტი მიესაჯოს, ვიდრე კვალიფიციური მკვლელობისათვის, რაც ეწინააღმდეგება სს კოდექსის მიხედვით სასჯელის მიზანს (მუხლი 53) და სს-ის ზოგად პრინციპებს (სამართლიანობის, სასჯელის ზომიერი გამოყენების პრინციპები).

როგორც აღინიშნა, სს კოდექსში ცვლილებების შემდეგ, 109-ე მუხლი სამ ნაწილად დაიყო, რამაც უმთავრესად სანქციათა დაყოფა განაპირობა; გარემოებანი იმავე შინაარსისა დარჩა, თუმცა რიგი ვითარებანი (მაგ., მუხლი 109/1/ა,ბ,გ,დ,...) ცალკეულ ჯგუფში მოექცა და სასჯელის განსხვავებული ზომა მიეთითა (მაგალითისთვის, 109-ე მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული გარემოებანი (მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (ა), მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით (ბ), ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (გ), სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით (დ), უფრო მცირე საჯელს ითვალისწინებენ (თავისუფლების აღკვეთა 11-დან 14 წლამდე), ვიდრე 109/2 ნაწილში გათვალისწინებული გარემოებანი (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა (ა), დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა (ბ), ხულიგნური ქვენაგრძნობით (გ), რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (დ), ჯგუფურად (ე), - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე), ხოლო მე-3 ნაწილის გარემოებები ყველაზე მკაცრი სანქციით ისჯება (თავისუფლების აღკვეთა ვადით 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა). სასჯელთა დიფერენციაცია და მათ შორის სხვაობა, ქმედების საზოგადოებრივად საშიშროების ხარისხზე მიუთითებს, რაც კონკრეტული დამამძიმებელი გარემოებითაა განპირობებული, ხოლო გარემოებათა დიფერენციაცია სასჯელთა დიფერენციაციის მიზნით, ამ გარემოებათა ურთიერთშეპირისპირებულობასა და მათ მეტ-ნაკლებ (განსხვავებულ) საშიშროებაზე უსვამს ხაზს. გამოდის, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობა უფრო საშიშია, ვიდრე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა და კიდევ უფრო მეტად საშიში, - ვიდრე მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ან განზრახი მკვლელობანი სხვა გარემოებებით.
რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდაკანონმდებელი?
წმინდა თეორიული თვალსაზრისით, სს კანონმდებლობიდან გამომდინარე, სს მეცნიერებაც საზოგადოებრივი ხასიათისაა, ისევე, როგორც სხვა მონათესავე მეცნიერებანი, და ორიენტირებულია ადამიანზე, როგორც საზოგადოებრივ სუბიექტზე. სს კანონი იცავს ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, უფრთხილდება საზოგადო მოღვაწის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აფასებს მის სრულფასოვნებას. სს კანონი მოითხოვს ადამიანისაგან საზოგადოებაში იმ ქცევას, რასაც სხვისი (ნებისმიერი მესამე პირის) პატივისცემა ჰქვია და გამოიხატება სხვისთვის ზიანის არმიყენებაში. ამ თვალსაზრისით სს უახლოვდება ათ მცნებას და მის მოთხოვნებს იმეორებს ( არა კაც კლა, არა იპარო, ..). აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ სს საზოგადოებრივი პროდუქტია და ადამიანს საზოგადოებრივი უჯრედის სახით ჭვრეტს და განიცდის...
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, საშიშროების მხრივ, არ უნდა განსხვავდებოდეს არც დამნასავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობისაგან და არც სხვა გარემოებებისგან, მით უმეტეს, რომ რაიმე მყარი საფუძველი არ არსებობს მათი შედარებისათვის (ის, ვინც ორსული ქალის მკვლელობით "ცოდავს", კლავს საზოგადოების წევრს, - ადამიანს (ქალს) და პოტენციურ საზოგადოების წევრს (ორმაგი უმართლობა). განსაკუთრებით სასტიკი მკვლელი ადამიანის მოკვლით უარყოფს მის სიცოცხლეს, ხოლო სისასტიკით – ადამიანის არსების სულიერებას, ადამიანური პატივისცემის მინიმუმს (იგივე უმართლობა).

ხომ არ ითვალისწინებდა კანონმდებელი ასეთი დაყოფით პრაქტიკული საკითხის გადაწყვეტას, იქნებ სასამართლო პრაქტიკის ხარვეზიანობის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ეს ყველაფერი?
ეს ვარაუდი მით უფრო გამართლებისკენ მიდის სანქციათა შიდა ამპლიტუდის გათვალისწინებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსამართლის მიერ სამართლის შეფარდების პროცესში გადასაწყვეტი თანაფარდობა სასჯელისა, საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმი ვადისა – 4 წლის ფარგლებში მოექცა (მუხლი 109/2, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე (17-13=4).
რისთვის დასჭირდა კანონმდებელს ეს, რატომ შეზღუდა მან მოსამართლეთა თვითშემოქმედება, რატომ არ მისცა საშუალება გარემოებებს თავისუფალი შეფასებისა?...
ერთი თვალის გადავლებითაც ადვილი შესამჩნევია წინასწარი სადაზღვეო ოპერაციები სასამართლო პრაქტიკისაგან მომდინარე პრობლემების აღსაკვეთად, რაც (პრობლემები) შეიძლება გამოიხატოს სასამართლოს საქმეში კორუფციაში ("პროცესსმიღმური სამართლის" კეთებაში) ან არაკვალიფიციური/საკმარისად არაპროფესიონალი მოსამართლეების მიერ ფაქტობრივ შეცდომებში სამართალშეფარდების პროცესში. ეს პრობლემები არსებობს და გადასაჭრელია, მაგრამ რამდენად გამართლებული გზაა შინაარსობრივი უარყოფით სასურველი ფორმის მიღწევა და საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი იდეის გარეშე ფორმაცვალება? ზოგიერთ შემთხვევაში ლმობიერი ან მკაცრი ხომ არ ხდება სასჯელი (რამდენად მნიშვნელოვანია კანონმდებლისთვის საჯელის ზომიერების და თანაზომიერი განაწილების პრინციპი)?
განვიხილოთ ერთი შემთხვევა: როგორ უნდა დავაკვალიფიციროთ მკვლელობა რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებებში? კერძოდ, რამდენად გამართლებულია, ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია 109-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილების ერთობლიობით, როდესაც თითოეული ნაწილისათვის სანქციის გამოყენება ხდება ცალ-ცალკე და სასამართლო ამ დროს იყენებს სასჯელის შეკრების წესს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე (ხდება ერთიანი დანაშაულის გახლეჩა და დეპერსონალიზაცია არგუმენტის გარეშე), ამ დროს შესაძლებელია დამნაშავეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთაც კი შეეფარდოს (იდეალური ერთობლიობის დროს ვიყენებთ შეკრების წესს).

ხომ არ შეიძლებოდა უფრო რბილად და ლოგიკურად მომხდარიყო ყველაფერი?...
კერძოდ, ნაწილები იგივე რაოდენობით დარჩენილიყო (მუხლი 109), ხოლო გარემოებანი დალაგებულიყო ობიექტური და სუბიექტური ნიშნით დამამძიმებლობის მიკუთვნების წესით., შესაბამისი თეორიისთვის (ობიექტური/სუბიექტური) უპირატესობის მინიჭების საფუძველზე, სანქციათა იგივეობრივი განსაზღვრით.
კერძოდ, 109-ე მუხლი ჩამოყალიბდებოდა ასეთი სახით:

1. განზრახ მკვლელობა: (სუბიექტური ნიშნით)
ა) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ბ) ხულიგნური ქვენაგრძნობით;
გ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ) ანგარებით ან შეკვეთით;
ე) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან …..... (15 წლით თავისუფლების აღკვეთაზე (108-ე მუხლი) მეტი ვადით) წლამდე

2. განზრახ მკვლელობა: (ორივე ნიშნით)
ა) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; (რადგან განზრახვასთან ერთად ფაქტის რეალობაც აუცილებელია (მაგალითად, თუკი სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რეალური საფრთხე არ შეექმნა, პირი ვერ დაისჯება მხოლოდ საკუთარი განზრახვის მიხედვით, რომელმაც მიიჩნია, რომ ასეთი საფრთხე შექმნა) სისხლის სამართალი ქმედების სამართალია და ამავე დროს, წინდახედული ქმედებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედება უნდა იყოს მოქმედი პირის ცნობიერებაში გათვლილი და განზრახვის კვალდაკვალ რეალობაში განხორციელებული)
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
დ) განსაკუთრებული სისასტიკით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე

3. განზრახ მკვლელობა: (ობიექტური ნიშნით)
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ჯგუფურად;
დ) ორი ან მეტი პირისა;
ე) არაერთგზის (გარდა პრივილეგირებული მკვლელობის შემადგენლობებისა)
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან თავისუფლების უვადო (და არა "უვადო თავისუფლების", - არ არსებობს) აღკვეთით.

როგორ მოხდა გარემოებათა საშიშროების განსაზღვრა და სანქციათა შეფარდება დანაშაულებრივი სიმძიმის მიხედვით?
დანაშაულის შემადგენლობაში ყოველთვის შედის ორი მთავარი ნიშანი ბრალეულობის განსასაზღვრავად: დანაშულებრივი ქმედება (ობიექტური მხარე) და პირის ცნობიერი დამოკიდებულების ხასიათი ამ ქმედებისადმი (სუბიექტური მხარე). კერძოდ, თუკი განსაზღვრულია ქმედების მართლწინააღმდეგობა და იგი ანტიკულტურულია, ანუ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ (ცივილურ) ურთიერთობებს (მართლწესრიგს), შემდეგ დგინდება პირის დამოკიდებულება მართლსაწინააღმდეგო ქმედებისადმი (განზრახვა, გაუფრთხილებლობა) და უკანასკნელ ფაზას წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით ქმედების ხასიათის ხაზგასმა, რაზეც მეტყველებს სანქციის ზომა და განაჩენში სასჯელის სიდიდით განისაზღვრება, რაც თავის მხრივ კანონშემოქმედების პროცესში დგინდება და ამიტომ სასჯელის შეფარდების სტადიაზე საზოგადოებრივად საშიშროების ცნება პრაქტიკულად აღარ გამოიყენება და ამასთან დაკავშირებით სამართლის შემფარდებელ იურისტებს ასეთი განსაზღვრის და ამით თვითნებური თავისუფლების დამატებითი პრობლემა არ წარმოექმნებათ. მაშასადამე, საზოგადოებრივად საშიშროების ცნების მისადაგება ქმედებისადმი კანონის მიღმური საქმიანობა ყოფილა, რაც ვლინდება ნორმაში ცვლილებების (დამატებების) დროს, რაც თავის მხრივ იმის მაუწყებელია, რომ საზოგადოებრივი ფასეულობების შეფასებითი კრიტერიუმები შეიცვალა. უფრო ზუსტად, ღირებულებები კი არ იცვლება, არმედ _ ორიენტაცია ღირებულებებისკენ (მაგალითისთვის გამოდგება ობიექტური და სუბიექტური თეორიები, ხოლო ყოველი შემფასებელი რომელიმე თეორიას აღიარებს).

სუბიექტური თუ ობიექტური (ფაქტი თუ წარმოდგენა):
1) ფსიქიკური დამოკიდებულება მოვლენისადმი, წარმოადგენს ფაქტის იდეალურ განხორციელებას (წარმოსახვასთან შესაბამისობას ობიექტური ნიშნების), თუმცა მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა განსჯილი (გადაწყვეტილი) აბსტრაქციაა (გეგმაა) და გადასულია განხორციელების ფაზაში, რომელიც წარმოგვიდგება მცდელობის სახით (შედეგს თავისთავად არ ითვალისწინებს), - დინამიკურია, როგორც გარე-ფიზიკურ პირობებზე დამოკიდებული შედეგის ფიქსაციის შესაძლებლობა, რომლის გამოც ფაქტი ყოველთვის ნაკლოვანია (განზრახვასთან მიმართებაში). ამ თვალსაზრისით პირი უფრო მკაცრად ვერ დაისჯება იმ ქმედების გამო, რომელის სურდა და სცადა განხორციელება (შეცდომა ობიექტში ანუ სუბიექტური ნიშნით დამძიმება უახლოვდება მცდელობას), ვიდრე ქმედების გამო, რომელიც მისი ცდით განხორციელდა.
2) ფაქტი, როგორც უკვე მოცემულ პირობათა ერთობლიობა, აბსოლუტურია (არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რადგან ალტერნატივა არ არსებობს) და შესაძლებელია მის მიმართ დასჯის ზომის შესაბამისობის დადგენა, რადგან არსებობს ზიანი (შეცდომა ობიექტში, - შემთხვევაში ზიანი ნაკლოვანია, არ შეესაბამება განზრახვას, მაგალითად, როდესაც პირი კლავს სრულწლოვანს და ჰგონია, რომ კლავს არასრულწლოვანს, ანდა როდესაც ხდება პირიქით), ხოლო ფსიქიკური დამოკიდებულება დამზიანებლისა ზიანის მიმართ (განზრახვა) გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის ვითარებასთან ერთად სასჯელის განსაზღვრაში.
ამდენად, ობიექტური ნიშნით (როდესაც შედეგი შეესაბამება განზრახვას) სუბიექტურთან შედარებით (როდესაც განზრახვა წარმოადგენს ფაქტის ირეალურ აღქმას, ანუ განზრახული ქმედება არ არსებობს და ნაკლოვანი წარმოდგენით განორციელება, გარეპირობებთან შეუსაბამობის გამო გვაძლევს არასრულყოფილ შედეგს. ნაკლები საფრთხე: როდესაც პირს ჰგონია კლავს ორსულ ქალს და სინამდვილეში მსხვერპლი ორსულად არ აღმოჩნდება) მეტად დამძიმება უფრო სამართლიანია.
3) რაც შეეხება შერეული სახის გარემოებებს, შუალედური სასჯელი უნდა იქნეს გამოყენებული მათი კვალიფიკაციისას. თანაც სასჯელის შეფასებითი შუალედი უნდა მკაცრ საზღვრებში მოექცეს, რადგან არ ხდება დამძიმება რომელიმე ნიშნით (რამეთუ სუბიექტურ და ობიექტურ ნიშნებს თანაბრად შეიცავს განსახილველი შემთხვევები).

ახლა კი, შევეხოთ ზოგიერთ გარემოებებს, რომლებიც პრაქტიკაში გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული:

1. 2006 წლის ცვლილებებამდე სს კოდექსში შეუსაბამობა იყო 109/ზ და 117/2/ზ მუხლებს შორის, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ 109-ე მუხლით განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული იყო ქმედება "ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას", 117-ე მუხლი კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების დამამძიმებელ, გარემოებად მიიჩნევდა ქმედებას "ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას": პირველ შემთხვევაში აუცილებელი იყო მინიმუმ ორი ადამიანის სიკეთისთვის საფრთხის შექმნა, ხოლო მეორე შემთხვევაში ერთი ადამიანის სიკეთისთვის საფრთხის შექმნაც საკმარისი აღმოჩნდებოდა. ამ შეუსაბამობის შესახებ მრავალგზის დაიწერა სს-ის პროფესორების მიერ შესაბამის პუბლიკაციებში (მაგალითისთვის იხილეთ სს კერძო ნაწილი, წიგნი 1, გვ.82), რამაც ნაყოფი გამოიღო და ორივე მუხლი ერთნაირად მოწესრიგდა. ამჟამად დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულია დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა (!) სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (ორი ან მეტი პირის სიკეთე).
რამდენად გამართლებულია ასეთი მოწესრიგება?
აღნიშნული გარემოება შერეული ხასიათისაა (თანაბრად დამძიმებულია ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით), ამიტომ განზრახვასთან ერთად საფრთხეც უნდა არსებობდეს (თუ სუბიექტი არ აცნობიერებს საშუალების საფრთხისუნარიანობას, ანდა შეცდომით საფრთხისუნარიანად აცნობიერებს იარაღს, დამამძიმებელ გარემოებად არ შეერაცხება).
1/1. სუბიექტური ნიშანი: თვითშეგნება სუბიექტურია და ვლინდება ვალდებულ დამოკიდებულებაში კანონის მოთხოვნასთან, ანუ უპასუხისმგებლობის ხარისხზე. თუ პირი აცნობიერებს, რომ საშუალება საფრთხეს უქმნის ერთი ადამიანის მინიმუმ, - სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ამით იგი უკვე უარყოფს ამ სიკეთეების ზოგად მნიშვნელობას (ღირებულებას). უარყოფა ზოგადი კატეგორიაა და არა აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ეხება საქმე თუ მრავალისას (საკითხი ეხება სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, როგორც ღირებულებას და არა პიროვნებას მიკუთვნებულ სიკეთეს).
1/2. საფრთხე ქმედების საზოგადოებრივად საშიშროებას განსაზღვრავს, მაგრამ ხელშესახებ ზიანს არ ქმნის, რაიმე დანაკლისი არ ადგება სიკეთეს, ამიტომ ძნელია უმართლობაზე ვიმსჯელოთ ერთი და მრავალი სიკეთის შემთხვევაში (მე მგონია, რომ საფრთხისშემქმნელ დელიქტებში უმართლობა საერთოდ არ არსებობს და საკითხი უნდა გადაწყდეს მართლწინააღმდეგობის დონეზე). ასეთი გადაწყვეტის შემთხვევაში კი კანონი ერთნაირად მომთხოვნია და როგორც ერთის, ისე ყველას სიცოცხლეს ერთნაირად იცავს (დაცვის ობიექტი არის სიცოცხლის ღირებულება და არა სიცოცხლე, როგორც ადამიანის ღირებულების ნაწილი).
ამდენად, საფრთხე - საერთოდ, (არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანის სიკეთეზეა საუბარი) საკმარისი უნდა იყოს შესაბამისი შემადგენლობის არსებობისათვის.

მუხლი 109: განზრახ მკვლელობა /ა – დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა, /ბ – დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა.
აღნიშნული გარემოებანი ფორმალურად (ნორმიდან გამომდინარე) სუბიექტური ნიშნით, ანუ დამნაშავის მიერ ვითარების შეცნობის ფაქტით არის დამძიმებული, ანუ შესაბამისი კვალიფიკაციისათვის არასრულწლოვანება/უმწეობასა ან ორსულობასთან ერთად, შეცნობის ფაქტიც უნდა არსებობდეს. თუკი სუბიექტს შეცნობილი არ აქვს აღნიშნული მდგომარეობა, შედეგი ვერ დაკავალიფიცირდება შესაბამისი გარემოების მიხედვით, მაგრამ როდესაც პირს არ გონია (არ ელის), რომ მსხვერპლი არასრულწლოვანი/უმწეოა ანდა ორსულადაა, სინამდვილეში კი პირიქით აღმოჩნდება, როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაცია?
ამისათვის ჯერ განვსაზღვროთ შეცნობის მნიშვნელობა: შეცნობა არის რეალური მოვლენის/საგნის სწორი (შესაბამისი) აღქმა (თვითონ სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით: პირმა შეიცნო, ანუ მიხვდა მის ვინაობა/რაობას). იგი განსხვავდება ვარაუდისა და ეჭვისაგან, ემყარება რა რეალურ ნიშნებს, - განსაზღვრულ კატეგორიას წარმოადგენს. ცრუ წარმოდგენა კი, ვერ ჩაითვლება შეცნობად, რადგან იგი ემყარება პირის თვისებებსა დაგამოცდილებას, რომელიც გარეფაქტორებით შექმნილი და მათზე დამოკიდებულია. შეცნობა შეიძლება ეფუძნებოდეს ისეთ პირობებს, რომელის იძლევა რეალური დარწმუნების საშუალებას (ეს შეიძლება იყოს პროფესიული გამოცდილება, მაგალითად, ექიმი ხვდება პაციენტის მდგომარეობას; წინარე ურთიერთობა, - მასწავლებელმა იცის, რომ მისი მოსწავლე 18 წელს მიუღწეველია, და ა.შ), ხოლო როდესაც პირის მკვლლობა ხდება ცრუ წარმოდგენით, ანუ შეცნობის გარეშე (არ ეგონა, რომ პირი ორსულად ან არასრულწლოვანი იყო, ანდა არ შეეძლო თავის დაცვა), 108-ე მუხლით (მარტივი მკვლელობა) უნდა დაკვალიფიცირდეს, თუ არ არასებობს სხვა გარემოებები.
მაგრამ რეალურად, სს-ბრივი დაცვის ობიექტი განსაკუთრებულია, ხოლო ფაქტი – (ორსულობა, არასრულწლოვანება/უმწეობა) აბსოლუტურია, რომელიც არსებობს და ვერ მოხდება მისი უარყოფა, როგორც არსებულისა; სს-ბრივი დაცვა კი არსებულზე უნდა გავრცელდეს უპირველეს ყოვლისა, როგორც მიზნიდან გამომდინარე მიზანშეწონილზე (რაც არსებულია, მიზანშეწონილია, გონივრულია). მარტივი მკვლელობით შეფასება კი აშკარად უარყობს ობიექტის მომეტებულ ღირებულებას (უთანაბრებს სრულფასოვან პირებს: ორსულ ქალს – ქალს, არასრულწლოვანს/უმწეოს – სრულწლოვანს/ქმედუნარიანს). მაგრამ ფაქტიდან გამომდინარე შერაცხვა, ობიექტური შერაცხვის პრინციპის განხორციელებაა, რაც უარყოფს ადამიანის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის არსებას და უქვემდებარებს მას მკაცრ დეტერმინიზმს, ანუ ობიექტურ რეალობას; ასეთი გადაწყვეტით სუბიექტური რეალობა უარყოფილია, მაშინ როდესაც ადამიანის ქმედება მისი ფსიქიკური დამოკიდებულების ნაყოფს წარმოადგენს.
რა ვუყოთ დაცვის ობიექტებს? – ამაზე პასუხი ისევ პრაგმატიზმიდან გამომდინარე უნდა გაიცეს; იმდენად რამდენადაც სისხლის სამართალი საზოგადოებრივი სამართალია და უპირველეს ყოვლისა, წესრიგის დამყარებას უზრუნველყოფს (სისხლისსამართლებრივი უმართლობა მხოლოდ საზოგადოებაში არსებობს, როგორც ორ მხარეს შორის მართლსაწინააღმდეგო მიმართების შედეგი; სს კანონი არ სჯის თვითმკვლელობას, არამედ - სხვა ადამიანი სიცოცხლის მოსპობას; ნების საწინააღმდეგო ზიანი კი საზოგადოებრივად საშიშია (იქ სადაც ადამიანები არიან), რადგან ასეთი ადამიანისაგან მოსალოდნელია მუდმივი საფრთხე, ისევ თვითშეგნებიდან გამომდინარე (ადამიანი ზიანს აყენებს სხვა ადამიანს, იმიტომ რომ იგი ზიანს ცნობიერებაში ამართლებს (ე.ი. მოცემულ სიტუაციაში იგივე უმართლობას ჩაიდენს), ხოლო ვინც ქმედებას ვერ აცნობიერებს, ის სს კანონით არ ისჯება, როგორც შეურაცხადი პირი). მაშასადამე ის, ვინც კლავს ორსულ ქალს და ჰგონია, რომ იგი ორსულად არ არის, საფრთხისმიერი (ცნობიერებიდან მომდინარე) უმართლობა არ სცილდება ერთი პირის მკვლელობას (დამნაშავე ამართლებს (საჭიროდ მიიჩნევს) ქალის (და არა ორსული ქალის) სიცოცხლის მოსპობას, მაგრამ მისი ცნობიერება არ შეხებია ორსული ქალის სიცოცხლეს (პირს რომ სცოდნოდა ორსულობის ფაქტი, მისი დამოკიდებულებაც შეიცვლებოდა (ობიექტის ცვლილება იწვევს მისდამი შესაბამის დამოკიდებულებას და აქედან გამომდინარე, ქმედების განსხვავებულ ხასიათს: ამ შემთხვევაში ქალი (თავდაპირველი ობიექტი) შეიცვლებოდა ორსული ქალით (შემდგომი ობიექტით, - პირს რომ გაცნობიერებული ჰქონოდა რეალობა), ხოლო დამოკიდებულების მიხედვით (დამნაშავესთვის გავლენა რომ არ მოეხდინა ორსულობის ფაქტსაც და იგივე მიმართებით განეხორციელებინა მცდელობა) დადგებოდა შესაბამისი უმართლობა (ორსული ქალის მკვლელობა) და განზრახვის ფაქტთან სესაბამისობის გამო კვალიფიკაცია მოხდებოდა 109/2/ე მუხლით.

პირს ჰგონია კლავს ორსულ ქალს (მაგალითისთვის განვიხილავ ორსული ქალის მკვლელობას, რადგან არასრულწლოვნისა თუ უმწეო მდგომარეობაში მწოფი პირის დროსაც იგივე შედეგი დგება; სამივე სს განსაკუთრებული დაცვის ობიექტია), მაგრამ ქალი ორსულად არ აღმოჩნდება; როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაცია?
ამისათვის გავარჩიოთ ამ გარემოების ობიექტური და სუბიექტური (რადგან ორივე ნიშნით არის დამძიმებული, - შეცნობასთან ერთად ფაქტის რეალობაც აუცილებელია) მხარე: სუბიექტური Nნიშნით, სუბიექტი კლავს ორსულ ქალს (მოქმედებს ორსული ქალის მკვლელობისადმი აუცილებელი დამოკიდებულებით) და ამით იგი საზოგადოებრივად უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, ვიდრე ქალის მკვლელობის შემთხვევაში (მისი განზრახვა ზნეობრივად უფრო დასაგმობია, რადგან ორსულ ქალზე ასწია ხელი), მაგრამ ობიექტურად ადეკვატური (განზრახვის შესაბამისი) შედეგი არ არსებობს. ამდენად, გაკიცხვა არ შეიძლება ამ პირისადმი დამოკიდებულების სფეროს გასცილდეს (უნდა შემოიფარგლოს გაფრთხილების დონეზე) და რეალურ (ობიექტურ) შედეგში ჰპოვოს ასახვა (მაგალითად, დავსაჯოთ როგორც ორსული ქალის მკვლელი); სს დაცვის ობიექტზე (იგულისხმება ორსული ქალი, დამამძიმებლობა განისაზღვრება ორსულობით) ხელყოფა არ მომხდარა (დადგა არა ორსული ქალის, არამედ ქალის სიკვდილი) და კვალიფიკაცია უნდა მოხდეს 108-ე მუხლით (მარტივი მკვლელობისათვის).

ახლა კი ორსული ქალისა და ნაყოფის სისხლისსამართლებრივი განსაკუთრებული დაცვის შესახებ:
როგორც აღვნიშნეთ სს კოდექსით, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა (მუხლი 109/2/ე) დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული, ორსულობის შეწყვეტა ძალადობით კი – ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებად, ხოლო წინასწარი შეცნობით ორსული ქალისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117/5/ა) – მოცემული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად. რით აიხსნება ეს ფაქტი?
1) ქალი, როგოც სუსტი სქესის წარმომადგენლი, მამაკაცებთან შედარებით უფრო სათუთ მოპყრობას საჭიროებს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქალი ამას უარყოფს), რაც კანონმდებლობაშიც ასახულია საზოგადოებრივი ფასეულობის (ქალის პატივისცემა) ირიბ ანარეკლად; კერძოდ, ქალს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიებისას უიარაღო მამაკაცს იარაღის დახმარებით (გარდა ცეცხლსასროლისა, და ესეც კი დაშვებულია რიგ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე საშიში და სხვაგვარად აუცდენელია) "გაუტოლდეს", მაშინ, როდესაც ასეთი ჭიდილი მამაკაცებს შორის, ფარგლებს გადაცილებად ჩაითვლება, თუ რაიმე სერიოზული ("მიუტევებელი") ზიანი (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიკვდილი) დადგა.
2) ორსული ქალი კი, რომელიც ემბრიონს ატარებს, ღრმა ფიზიოლოგიურ გარდაქმნების შედეგად გრძნობს საერთო სისუსტეს, დაქვეითებული აქვს შრომითი უნარი, განიცდის ფსიკიკურ დაძაბულობას (ადვილად აღგზნებადობას, შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური აფექტი) და ამ ნიშნით უთანაბრდება შეზღუდულად ქმედუნარიან ან ქმედუუნაროს, რითაც უმწეო მდგომარეობაში ვარდება.
3) ორსული ქალის შემთხვევაში დაცვის ობიექტია აგრეთვე თავისუფალი განვითარების უფლება ნაყოფთან მიმართებაში, ნაყოფისა, რომელიც მხოლოდ დედის ორგანიზმში არსებობს და გარესამყაროს მის შესაბამისად, როგორც დედა - განიცდის. ორსული ქალისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ნაყოფი წყდება ერთადერთ საარსებო წყაროს და უმწეო მდგომარეობაში ვარდება.
ნაყოფს მინიჭებული აქვს თავისუფალი განვითარების უფლება, როგორც აბსულუტური დაცვის გარანტია, განსხვავებით მემკვიდრეობის უფლებისა, რომლის განხორციელებაც მის დაბადებაზეა დამოკიდებული.
თავისუფალი განვითარების უფლება განსხვავდება სიცოცხლის უფლებისაგან, რომელიც ნაყოფს ვერ მიენიჭება, რადგან სადაოა მისი ცხოვრების სინამდვილე. სიცოცხლე გარესამყაროში არსებობს და უპირველეს ყოვლისა, მგონია, რომ საკუთარ აღქმებში გამოიხატება, რაც თავის მხრივ სრულყოფილი ცნობიერების შედეგია. ნაყოფი კი, გარდა იმისა, რომ ცნობიერი (დამოუკიდებელი) აღქმა არ გააჩნია, არამედ განიცდის გაშუალებულად, დედის სხეულის მეშვეობით, იგი ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც (თუმცა მაინც შეზღუდული სახით) დედისგან "ინაწილებს", ამდენად იგი განვითარების სტადიაშია სიცოცხლისაკენ მიმავალ გზაზე.
მაშასადამე, თავისუფლების აღკვეთის ის ორი წელი, რომელიც გათვალისწინებულია 109-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთის ის 2-4 წელი, - გათვალისწინებული 117-ე მუხლით, თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევის შედეგია და ამასთანავე სამართლიანიც.

მუხლი 109/3/ა – განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა:
შემთხვევა: პირი შეეცდება ორი ადამიანის მოკვლას და ამ მიზნით ესვრის რამდენჯერმე, რის შედეგადაც ერთი მოკვდება, მეორე კი გადარჩება.
როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს აღნიშნული შემთხვევა?

სულ სამი შეხედულება არსებობს:
1.
ნანახია: 3373 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/9 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz