ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » გლობალიზაცია და საქართველოს მომავალი
გლობალიზაცია და საქართველოს მომავალი
5:26 PM

მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი სულ ახალ-ახალ სახელმწიფოს ითრევს თავის მორევში. დასავლეთის დემოკრატიულ სივრცესთან თანდათანობით დაახლოებით, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობით ამ პროცესში თავისთავად ებმება საქართველოც. სანამ სპეციალისტები ამ ახალ, ჯერ ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენს იკვლევენ, მის დეფინიციას იძიებენ და ნაირ-ნაირ კონცეფციებს ამუშავებენ, ის განუხრელად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის აზროვნებასა და ქცევაზე. ამიტომ, თუ ვფიქრობთ მომავალზე, ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ჩრდილ-ნათელი გააჩნია და რას გვიქადის მომავალში.
გლობალიზაციაში იგულისხმება მსოფლიო მასშტაბით წარმოების გასაზოგადოება-ინტერნაციონალიზაცია. კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა, საერთო ბაზრის ჩამოყალიბება, ინფორმაციის, იდეების, თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის გამიცდილების სწრაფი გაცვლა. აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად მოწესრიგებული სამყაროს ჩამოყალიბებას.
უეჭველია, გლობალიზაცია დაეხმარება ქვეყნების, საერთოდ კაცობრიობის აღმასვლით განვითარებას, მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ის დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოსაც, ხელს შეუწყობს იმ დახურული სივრციდან გასვლაში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში აშორებდა პროგრესულ პროცესებს, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და დემოკრატიული გზით განვითარებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ გლობალიზაციის სიკეთეს, რისკის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ გლობალიზაცია არ ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს. არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალიზაცია გასასამართლებელი საბუთი გახდეს შემტევი, ზღვარდაუდებელი, ლიბერალური კაპიტალიზმის სასარგებლოდ, რომელსაც თან ახლავს კულტურების ნიველირება. გლობალიზაციის ფართო სივრცის შიგნით მაინც უნდა დარჩეს ხალვათი ადგილი აზრთა სხვადასხვაობისთვის. რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს კომპანიების მართვიდან დაწყებული, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაარსებით დამთავრებული. გათვალისწინებული უნდა იქნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანის უფლებისადმი პატივისცემა, ის ქმედითი ნორმაა, რომელიც საჭიროა პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური და საერთასორისო ურთიართობების წარმართვისათვის. ლობალიზაცია, როგორც ზეეროვნული საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესი, დადებით ტენდენციებთან ერთად ნეგატიურსაც შეიცავს. დგება დრო, როცა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ვერავინ ვიტყვიტ, როგორი იქნება ორი ათეული წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი, რომლის მილიონობით მოსახლეობა მეშვიდე საუკუნის ცხოვრების წესით ცხოვრობს და მათი “გადმობარგება” 21-ე საუკუნეში იოლი როდი იქნება. ჩვენი პატარა ქვეყანა ძალაუნებურად ჩართულია გლობალიზაციის პროცესში. თუმცა გამოსავალი როგორც ყველგან აქაც არსებობს. ჩვენი ვალია გავხადოთ გლობალიზაცია ჰუმანური_ ის არ უნდა იყოს დამანგრეველი ძალა. აგნვითარებადი ქვეყნებისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ გახვიდე თანამედროვე, განვითარებულ დასავლეთზე, მაგრამ გლობალიზაციის ეს ფორმა ჩვენგან საჭიროებს იდენტურობის მრავალჯერად და ალბათობის მრავალგზისობის დაშვებას. გლობალიზაცია თავისთავად გულისხმობს შევეგუოთ ახალი ტიპის მსოფლიოს. გასათვალისწინებელია, რომ გლობალიზაცია თანამედროვე ცივილიზაციის კანონზომიერი განვითარების ბუნებრივი, თანმხლები პროცესია. ყველა პროგნოზით, მომავალში ის კიდევ უფრო მძლავრად განვითარდება. ამიტომ, უგუნურება იქნება, წინ აღვუდგეთ ამ ყოვლისმომცველ პროცესს. ის აღგვის პირისაგან მიწისა ყველა დაბრკოლებას და რისხვად დაატყდება თავს მის ხელშემშლელებს. თუმცა ის, გარკვეულ ფარგლებში მაინც შეგვიძლია ვმართოთ. ამიტომ ვალდებულნი ვართ ისე წარვმართოთ საქმე, რომ გლობალიზაციის უპირატესობები გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ამასთან ერთად მაქსიმალურად დავიცვათ თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან. გლობალიზაციის იდეურ საფუძველს ხომ ინდივიდის აბსტრაქცია წარმოადგენს. ამიტომ ის არ ცნობს ეროვნულობას და მისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ და მხოლოდ უნივერსალური, აბსოლუტური ღირებულებები. ყოველგვარი სხვა ფასეულობა _ კულტურული და ცივილიზაციური განსხვავებები, ლოკალური, ეროვნული თავისებურებები, მისთვის მეორე ხარისხოვანია. ის მსოფლიოს ერთფეროვნებას, ხალხთა ტრადიციების წაშლას მოასწავებს, ზრდის კულტურათა და ეროვნებათა ნიველირებისა და საბოლოო ჯამში, მათი გადაშენების ალბათობას. ჩვენთვის, სწორედ ამიტომ წინა პლანზე უნდა იდგეს ეროვნულობა. ჩვენ, სწორედ ჩვენი ტრადიციებით ვფასობთ. მსოფლიოს აღფრთოვანებს ჩვენი სიმღერაც და ცეკვაც, სწორედ იმიტომ რომ ქართულია. საქართველომ საუკუნეების ქარტეხილს გაუძლო და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ “სისხლით დაცული” ერი დღეს, უკვე 21-ე საუკუნეში ავთქვიფოდ სხვა ერებში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება, ტრადიციები, ფოლკლორი, საერთოდ ჩვენი კულტურა. ე.ი. ეროვნულობა და ამ თავისებურებებითა და კოლორიტით შევიდეთ მსოფლიო თანამეგობრობაში.
ჩვენ დიდი დაფიქრება გვმართებს. არ უნდა გადმოვიღოთ სხვათა გამოცდილება ბრმად. არამედ მოვიძიოთ, გამოვიმუშაოთ და დავნერგოთ ეროვნულად ადაპტირებული დემოკრატიზმის ფორმები. ასეთი სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთისაგან გათიშულს კი არა, სახელმწიფო პოლიტიკის ერთიან ნაწილს უნდა წარმოადგენდეს და მიმართული იყოს შიდა პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე.

P.S. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იქნება ცოდნა და განათლება, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი შვილების განათლება, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალოიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს. მაგრამ ამავე დროს პატარა ერებს, რომელთაც აქვთ საშუალება, განათლება, კულტურა და ბრძოლის უნარი, აძლევს უნიკალურ შანსს, დამკვიდრდნენ საერთაშორისო თანამეგობრობაში”.
ნანახია: 3475 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/20 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz