ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 9:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროექტმა სტარტი აიღო. დედაქალაქის მერია სტუდენტებს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდება
სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროექტმა სტარტი აიღო. დედაქალაქის მერია სტუდენტებს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდება
5:05 PM

უმაღლეს სასწავლებლებში საგამოცდო პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოცდებს ჩააბარებენ, დასვენებისათვის ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩათ. თბილისის მერიის ინიციატივა ამოქმედებულიოყო სტუდენტური დასაქმების პროგრამა, უკვე რეალობაა. 1 ივლისს ოფიციალურად გამოაცხადდა საზაფხულო სამუშაოების დაწყება სხვადასხვა მიმართულებით. სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლის 7000-მდე სტუდენტი საზაფხულო სამუშაოების ფერხულში ჩაება. საზაფხულო ბანაკები, გამწვანება, მშენებლობა, უფასო სასადილოები, მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ჯანდაცვა – აი ეს არის ის მიმართულებები, სადაც გადანაწილდნენ დასაქმებულები. პროექტში, როგორც მონაცემებით დასტურდება, დომინირებს საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონტიგენტის მიხედვით, სტუდენტთა უმრავლესობა სწორედ ამ სასწავლებლებზე მოდის. პროექტში გამარჯვებული სტუდენტები აქციის დაწყების დღეს 300 არაგველის მემორიალთან, დედაქალაქის ისტორიულ უბანში შეიკრიბნენ, სადაც მხიარულება, ჟრიამული და საერთო განწყობა დილიდანვე გადაედო ყველას. ღონისძიება გაიხსნა თბილისის მერიის ოფიციალური ბენდის მუსიკალური გაფორმებით. კომპოზიციები წარმოადგინეს ცნობილმა ქართველმა მომღერალმა მაია ბარათაშვილმა, ყოფილმა "ნუცას სკოლელმა" ბორის ბედიამ., სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა. ეს დღე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სტუდენტები დალოცა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც ახალგაზრდობას კიდევ ერთხელ შეახსენა მათი როლი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში, ხაზი გაუსვა წინაპრების დამსახურებას და დალოცა იქ შეკრებილები.

თავის გამოსვლაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ: "დღეს თბილისს შეემატა 7000 მშენებელი, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. სამუშაოები არის უამრავი მიმართულებით, დაწყებული სატრანსპორტო სამუშაოებით, კეთილმოწყობა, ბავშვთა სახლები, ჯანდაცვის ობიექტები, საავადმყოფოები... თქვენ 3 კვირის განმავლობაში სპეციალური კეპებითა და მაისურებით აღჭურვილ სტუდენტებს შეხვდებით თბილისის ქუჩებში და ყველას უნდა გახსოვდეთ, რომ ესენი არიან ჩვენი დედაქალაქის ახალი მშენებლები. ისინი იღებენ მონაწილეობას საზაფხულო დასაქმების პროგრამაში. ეს პროგრამა მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და ყველა სტუდენტს ექნება არდადეგებზე საკუთარი ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა. შემდეგ უკვე საკუთარი მონაგები თანხით დაისვენებს, დაპატიჟებს შეყვარებულს, წავა ზღვაზე, მთაში, მოკლედ, თავის გემოზე გაატარებს ზაფხულს."

პროექტის გახსნას ესწრებოდა მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი დავით მესხიშვილიც, რომელთანაც გასაუბრება განაპირობა არამარტო იმ ფაქტმა, რომ გვაინტერესებდა მისი აზრი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, არამედ იმანაც, რომ ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და, ამდენად, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდებოდა. “ერთი, რაც ვიცი, ალბათ, ყოველ წელს იქნება მსგავსი ღონისძიებები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი აქციაა, იმდენად, რამდენადაც, მე, პირადად, სტუდენტობის პერიოდში ზაფხულობით ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაიმე საქმით დავკავებულიყავი და, შესაბამისად, პატარა ანაზღაურებაც მქონოდა. მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური მოდელი, იმიტომ, რომ სტუდენტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის დასაქმებული. პირველ რიგში, სტუდენტებს მინდა ვურჩიო, რომ ის მომენტი "მე ვერ ვიმუშავებ", "მრცხვენია" გადადონ მეორე პლანზე და არ ითაკილონ არანაირი სამუშაოს შესრულება. სტუდენტები, უფრო აქტიურები უნადა იყოთ, ვიდრე დღეს ხართ და უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს მსგავს პროექტში.” – განაცხადა ჩვენთან საუბარში დავით მესხიშვილმა

ჩვენ ასევე დავინტერესდით პროექტში მონაწილე სტუდენტების მოსაზრებებითაც. მათ ერთი და იგივე კითხვით მივმართეთ, თუ როგორ მოეწონათ აღნიშნული პროექტი და რატომ გადაწყვიტეს მასში მონაწილეობა?

გიორგი ბიბილაშვილი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი:

–აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან კარგი პროექტია. მომწონს ყველაფერი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი დედაქალაქი უნდა დავასუფთაოდ, უნდა ავაშენოთ. ძალიან მიხარია, რომ ამდენი სტუდენტი ჩაება ამ პროექტში.

ივანე საღინაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, I კურსი:

–ძალიან დავინტერესდი, რადგან გაგონილი მქონდა ესეთი ღონისძიებები საზღვარგარეთის მრავალ ქვეყნებში იყო. ასევე საკმაოდ საინტერესოა ანაზღაურების ფაქტორიც. ამ პროექტისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გიგი უგულავას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს კობა სუბელიანს.

ნინო რუხაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნვერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, III კურსი:

–ძალიან მომწონს ეს პროგრამა. დიდი სურვილი მქონდა, რომ მიმეღო მასში მონაწილეობა და ძალიან გამიხარდა, რომ მოვხვდი გამარჯვებულებში. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტი ვარ და მაინტერესებს, მე თვითონ როგორ ვიმუშავებ. ასევე ძალიან მაინტერესებდა ბავშვებთან მუშაობა და გამიმართლა, რომ ამ სფეროში მოვხვდი.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სტუდენტური დასაქმების პროექტი სამ კვირას გაგრძლედება და თითოეული სტუდენტი გაწეული სამუშაოსათვის 300 ლარს მიიღებს. პროექტის მიმდინარეობის მანძილზე, დასაქმებული სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ, როგორც ქალაქის ავტობუსებით, ასევე მეტროპოლიტენით. დასკვნით დღეს ნავარაუდევია სტუდენტების შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც დედაქალაქის მთავრობა სტუდენტებს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდება.

 

ნანახია: 2148 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარები: 1
1 iako  
0
dasaqmebashi monawileodis migeba dasrulebulia?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz