ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 4:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" თვითმმართველობის არჩევნებს მრავალრიცხოვანი სტუდენტური სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება
"ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" თვითმმართველობის არჩევნებს მრავალრიცხოვანი სტუდენტური სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება
5:10 PM

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებ, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება, საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერეს იწვევს. ახალგაზრდა მკვლევარი კახი ყურაშვილი თავის ერთ-ერთ წერილში სამართლიანად აღნიშნავს, რომ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოს არ გააჩნია თვითმმართველობის დიდი ტრადიცია. მიუხედავად გარკვეული ისტორიული გამოცდილებისა (1919-1921, 1991-1994) თვითმმართველობის ხანგრძლივი ვაკუმი საქართველოს სინამდვილეა. საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ 1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს კონსტიტუცის ძალით და მის შესაბამისად შექმნილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე და განაგრძობს ფუნქციონირებას 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების საფუძველზე. ამდენად, 2006  წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამ ისტორიული გამოცდილების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. მთელი ამ ხნის მანძილზე ცვალებად ხასიათს ატარებდა საარჩევნო სისტემაც, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური რეალიების გამოძახილს წარმოადგენდა. "ვარდების რევოლუცის" შემდეგ მთელი აუცილებლობით დადგა საკითხი შეცვლილიყო და უფრო დემოკრატიული სახე მიეღო მოქმედ საარჩევნო კოდექსს, საზოგადოებრივი განწყობის მთავარ სურვილს წარმოადგენდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის საკითხი და სხვა. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კი ყოველი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს საარჩევნო სისტემა ასე გამოიყურება: საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საკრებულო შედგება 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული) ქალაქი დაყოფილია ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიღებს სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მაშტაბით მიღებს ხმების არანაკლებ 5%. რაც შეხება თბილისს, აქ განსხვაებული საკანონმდებლო მიდგომა არსებობს. თბილისი დაიყო 10 მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქად, რომლის თვითმმართველი საკრებულოც 37 მანდატისაგან (25 მაჟორიტარული და 12 პროპორციული) შედგება. აქედან, საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში 1  პარტიად/1 ბლოკად მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვებზე მეტი ხმა. ამასთანავე, 12 პროპორციული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელთაც მთელი თბილისის მასშტაბით მიიღეს ხმების არანაკლებ 4%.

  საქართველოში ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. მათ შორის, საზოგადოებრივად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაც "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" რომელიც 2003 წლის ნოემბრიდან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანსაც ახალგაზრდული საქმიანობის, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და NATO-სა და ევროპის კავშირში ინტეგრაცის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2006 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა აღნიშნული ორგანიზაცის წინადადება საარჩევნო კოდექსში, კერძოდ ის, რომ ამომრჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად, საჯაროდ უნდა იყოს მითითებული მის ამ სიაში რეგისტრაციის თარიღი. (ეს დამატებ დვილებს დაკვირვებას იმაზე, თუ რომელი ამომრჩეველი როდის და რატომ შევიდა ამომრჩეველთა სიაში) გამარტივდა საარჩევნო პროცედურები, ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვილ იქნა ასლების გადამღები აპარატით, საარჩევნო კომისის წევრებს, რომლებიც არჩევნების დღეს რეგისტრატორების ფუნქციას შეასრულებენ, სხვადასხვა ნომრის მქონე ბეჭდები ექნებათ, რაც დარღვეის შემთხვევაში გაადვილებს დამრღვევის ვინაობის გამოვლენას და სხვა.

  საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სწორედ "ახალი თაობაახალი ინიციატივა" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო მისიას 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებზეც. საარჩევნო დღეს აღნიშნული ორგანიზაციდან 2500 ადამიანი გაუწევს კონტროლს. სადამკვირვებლო მისის უმრავლესობას სტუდენტური, ახალგაზრდული ნაკადი წარმოადგენს. ორგანიზაცის მხრიდან დედაქალაქში დაწყებულია საარჩევნო საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისათვის ხდება არჩევნებში მონაწილეობის მოწოდება, საარჩევნო პროცედურების განმარტება და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია "ახალი თაობაახალი ინიციატივა" არჩევნების დღეს მოახდენს არჩევნების შედეგების პარაელურ დათვლას. როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელები აცხადებენ, 2006 წლის 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ა/ო "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" ყველაზე ობიექტურ მონაცემს და შედეგს შესთავაზებს საზოგადოებას, რომლის ხარისხიც საზოგადოებრივი განწობის შესაბამის იქნება. სადამკვირვებლო მისიას უკვე დაურიგდათ სპეციალური სამუშაო რვეულები, რომელიც არჩევნების დღეს ქრონოლოგიურად შეივსება. არჩევნების დღეს "ახალი თაობაახალი ინიციატივის" ეგიდით დაკვირდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებიც. სადამკვირვებლო მისიისათვის ორგანიზაცის ოფისში ტრეინინგები უკვე დასრულდა.

ნანახია: 1177 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz