ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-03-28, 6:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის” პროექტს წარმატებით ახორციელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის” პროექტს წარმატებით ახორციელებს
5:10 PM
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაიწყო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.

პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა,  ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით; გამჭვირვალე სახელმწიფო მმართველობის ხელშეწყობა; სამოქალაქო ჩართულობის აქტივობის ამაღლება; უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კანონმდებლობის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობით. პროექტი ასაევე მიზნად ისახავს მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში მოსახლეობისათვის მარტივად აღქმადი ფორმატით მომზადდა ბროშურები შემდეგ თემებზე: როგორ მივმართოთ სასამართლოს, ბროშურა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, სახელწიფო პენსია, შეღავათები ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის. როგორც პროექტის კოორდინატორმა ლალი ჩხეტიამ განაცხადა მზადდება ინფორმაციის თავისუფლებაზე არსებული ბროშურის რუსულ-ქართული, სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული ვარიანტები, ასევე დამატებით მომზადდება ბროშურები  შრომით უფლებებზე, მიწის ნაკვეთის პრივატიაზაციაზე და უძრავი ქონების რეგისრტაციაზე. 

რაც შეხება უფასო იურიდიული დახმერებას, პროექტის ფარგლებში დასაქმებულია იურისტები საიას ყველა ოფისში. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფენ, რომ მოსახლეობა საჭიროებს უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ჩამოყალიბებაში და არამარტო ასასამთავრობო დონეზე. საიას იურიდიული დახმარების ცენტრების მიერ გაწეული იურიდიული დახმერება 2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის სექტემბრამდე შეადგენს 41 847-ს (აქედან 12 287 მოდის საიას თბილისის ოფისზე).

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად პროექტის ერთერთი პირველი და წამყვანი მიმართულება იყო ადამიანის უფლებათა და სამოქალქო განათლება პოლიციის აკადემიასა და გენერალური პროკურატურის სისტემაში.  პროექტის დასაწყისში გენერალურმა პროკურატურამ და აკადემიამ უარი განაცხადა ასოციაციასთან თანამშრომლობაზე. როგორც საიაში აცხადებენ გენერალურ პროკურატურას ჯერაც არ  მიუცია ოფიციალური გამნარტება თანამშრომლობაზე უართან დაკავშირებით.  თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის სახელმწიფო სტრუქტურების  უარისა და თავშეკავების   მიზეზი, თუ გავიხსენებთ იმ კამპანიებს, რომლებიც საიას წინააღმდეგ წლის დასაწყისში დაიწყო.

ანალოგიური პრობლემა შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბიბლიოთეკების ქსელის აღდგენაში სახელწიფოსთვის დახმერების აღმოჩენასთან დაკავშირებით.  სამინისტრომ უარი განცხადა საიასთან თანამშრომლობის ფორმალიზებაზე, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ საიას ეს ინიციატივა სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებისათვის მეტად საჭირო იყო. საიამ ამ მიმართულებით მუშაობა პროექტის ფარგლებში დროებით შეაჩერა. 

პროექტი 2005 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 2007 წლის 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. იგი ხორციელდება ევროპის კავშირისა და ჰოლანდიური ფონდის - Oxfam Novib-ის თანადაფინანსებით.
ნანახია: 1138 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz