ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 2:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” სტაჟირების კონკურსი დამთავრდა
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” სტაჟირების კონკურსი დამთავრდა
5:11 PM
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) ადვოკატისა და კოსულტანტის თანაშემწის თანამდებობებზე კონკურსი ჩაატარა. პროექტის უშუალო ორგანიზატორია იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი ბესარიონ აბაშიძე, საბუთების მიმღები კი, ქალბატონი ცისანა ქადაგიშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ახლგაზრდა იურისტი” ქალბატონ ცისანა ქადაგიშვილს დაუკავშირდა და განმარტება სთხოვა უკვე ჩატარებული კონკურსის თაობაზე.

ცისანა ქადაგიშვილი: “კონკურსის მიზანია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად შეძლებენ მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევას, სასამართლო პროცესებზე მათთვის დახმარების აღმოჩენას და ა.შ. აღნიშნული პროექტი პირველად არ ხორციელდება, ის უკვე ტრადიციულია. ამ კონკურსს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაფუძნების დღიდან ანუ 1996 წლიდან ატარებს. “საიას” ადვოკატისა და კოსულტანტის თანაშემწის მოსამზადებელი კონკურსის გარდა, განხორციელებული აქვს სხვა პროექტებიც, რომლებიც სტუდენტობას საშუალება აძლევს, თავის სფეროში პროფესიული გამოცდილება მიიღოს. ასეთი პროექტებია: კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სხვა.

რაც შეეხება კონკურსს ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწის თანამდებობაზე, მასში განაცხადი სულ 50-მა სტუდენტმა შეიტანა, აქედან ტესტირება  გაიარა 27-მა, რომელთაგანაც 10 დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას, ხოლო 5 რეზერვში იქნება.”

ცისანა ქადაგიშვილი გაოცებულია იმ გარემოებით, რომ კონკურსის მიმართ სტუდენტებმა მაინცადამაინც დიდი ინტერესი არ გამოხატეს და მათი აქტივობა ძალზე დაბალი იყო. “არ ვიცი, რატომ შეიკავეს თავი კონკურსში მონაწილეობის მიღებისგან. ალბათ იმიტომ, რომ რომ სწავლა დაწყებული არ იყო და სტუდენტებს შესაბამისი ინფორმაცია არ გააჩნდათ”, – ასე ხსნის ახალგაზრდობის პასიურობას აღნიშნული კონკურსისადმი ქალბატონი ცისანა ქადაგიშვილი.

როგორც მის მიერ “ახალგაზრდა იურისტისთვის” მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მესამე, მეოთხე, მეხუთე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეეძლოთ.  პირველ და მეორე კურსელებს ეს უფლება არ ჰქონდათ, რადგან თეორია და პროცესი არ აქვთ შესწავლილი და გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძნელია, ხანგრძლივი კითხვა-პასუხი მოისმინონ და მასობრივი კონსულტაციები გაწიონ.

კონკურსის ტესტები ადვოკატების მიერ იყო შედგენილი, ხოლო თემატიკა სამართლის სხვადასხვა დარგებს - ადმინისტრაციულს, სამოქალაქოს, სისხლის სამართლის, - შეეხებოდა.

კონკურსანტები სამი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ. პირველ ეტაპზე მოხდა საბუთების გადარჩევა, შემდეგ ჩატარდა ტესტირება, რომლის შედეგებიც დღეს უკვე ცნობილია. 14 ნოემბერს კონკურსის ბოლო ეტაპი - გასაუბრება გაიმართება.

აღნიშნული კონკურსის შესახებ თავისი კომენტარი და შეფასება გააკეთა არჩილ კაიკაციშვილმა, გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარემ. სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტმა. ის გულდაწყვეტილია, მაგრამ თვლის რომ კონკურსი სამართლიანი იყო.

არჩილ კაიკაციშვილი: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება აქვს განხორციელებული ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების საქმეში და განსაკუთრებით, ბევრს აკეთებს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის ამაღლებისათვის.

ჩემი გაზეთში ხელმძღვანელად ყოფნის დროს, სარედაქციო კოლეგიაში შემოქმედებითი კონკურსის გავლის გავლის შემდეგ, ბევრი ისეთი სტუდენტი მივიღე, ვისაც “საიას” სკოლა, გამოცდილება ჰქონდა უკვე გავლილი. მათმა უმრავლესობამ ჩვენთან, პუბლიცისტურ მოღვაწეობაშიც ისახელა თავი.

გაზეთი “ახალგაზრდა იურისტი” ყოველთვის საინტერესოდ აშუქებდა და აშუქებს დღესაც “საიას” მიერ მომზადებულ სამართლებრივ ღონისძიებებს, თუმცა გულისტკივილს გამოვთქვამ, რომ ვერ მოვახერხეთ ამ ორგანიზაციის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელ, ბატონ თორნიკე გურულთან დაკავშირება. ვფიქრობ, ორმხრივი თანამშრომლობა უფრო საინტერესო პუბლიცისტურ საქმიანობასაც მოგვიტანდა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ქალბატონი ანა დოლიძე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ჩვენი გაზეთის რესპოდენტი იყო, ვისთანაც ინტერვიუ მოვახერხეთ და ჩავწერეთ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის სახელს მისი ლიდერების რეიტინგი განსაზღვრავდა და დღესაც განსაზღვრავს.

მე არ გახლავართ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ყოველთვის ვყოფიულიყავი ამ ორგანიზაციასთან რაიმე სახით დაკავშირებული, სადაც პროფესიულ შესაძლებლობებს გავიღრმავებდი, მაგრამ ალბათ სურვილი მარტოოდენ საკმარისი არაა.

მე გახლდით “საიას” მიერ გამოცხადებული ამ სტაჟირების კონკურსის მონაწილე, თუმცა შემოთავაზებულ 40 ტესტური კითხვიდან 15 მცდარად ვუპასუხე, 25 დადებითად შეფასდა, მაგრამ ვინაიდან ჟიურიმ გამსვლელ ქულად 26 დაასახელა, ამ ერთი ქულით ჩემი სურვილი ისევ სურვილად დარჩა. გეტყვით, ადამიანურად ძალიან მეწყინა. ვფიქრობ, პროფესიული ცოდნა შესაბამისად ვერ გამოვიყენე, არადა ვთვლი, რომ “საიას” აქტიური და ღირსეული სტაჟიორი ვიქნებოდი, ბევრს გავაკეთებდი პროფესიული დახელოვნებისთვის და მცირედ წვლილსაც შევიტანდი ამ ორგანიზაციის საზოგადოებრივ საქმიანობაში. ალბათ, როცა საქმე გვაქვს ადამიანის გამოცდილ ბიოგრაფიასთან, მას, უბრალოდ, უნდა გაესაუბრო, თუმცა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც “საიაა,” ჩატარებული კონკურსი – კონკურსია, ობიექტურობა – ობიექტურობა და მიუკერძოებლობა კიდევ – მიუკერძოებლობა.

მინდა კონკურსში გამარჯვებულ წევრებს, რომელთა შორისაც უამრავი ჩემი კოლეგა და თანაფაკულტეტელია, წარმატებები ვუსურვო და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციასთან გამოვთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.”
ნანახია: 2673 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz