ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 12:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » საქართველოში პირველი სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართება
საქართველოში პირველი სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართება
5:12 PM
საქართველოში კიდევ ერთი ახალი სტუდენტური პროიექტი იღებს სტარტს, ამიერიდან, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტს, მიუხედავად კურსისა და სპეციალობისა, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ პირველ ბიზნეს ოლიმპიადაში. ამის თაობაზე გაზეთმა „ახალგარდა იურისტი” საკუთარი წყაროს საშუალებით ერთ-ერთმა პირველმა შეიტყო. Gვესაუბრება აღნიშნული ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი ტარიელ ზივზივაძე:

ტარიელ ზივზივაძე: „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ყველას სტუდენტს, მიუხედავად კურსისა და სპეციალობისა, ვიწვევთ პირველ სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილების მისაღებად, რომელიც მიმდინარე წლის 4-15 დეკემბერს გაიმართება. სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა – ეს არის სტუდენტური ბიზნეს შეჯიბრი, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს განათლების პოპულარიზაცია და იმ ახალგაზრდების სტიმულირება, რომლებიც ამ სფერსოს წარმატებით ეუფლებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია. საჭიროა მხოლოდ შევსებულ იქნეს რეგისტრაციის ფორმა, რომელსაც ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტი 22 ნოემბრამდე მიიღებს. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაციის ფორმის ჩამოტვირთვა შეეძლებათ ვებ-გვერდიდან www.conference.ge ან უშუალოდ “ბიზნეს ეთიკის ასოციაციის” ოფისში მოტანა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: მელიქიშვილის 12 (სასტუმრო “საქართველოს” შენობა, II სართული, ოთახი 210). ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ IQ ტესტს. ტესტზე მოწვეული იქნება ყველა, ვინც დარეგისტრირდა. ოლიმპიადაში გამოვლინდება 200-მდე ნახევარფინალისტი. შემდგომ, თითოეული 200-მდე სტუდენტი მოვალეა დაესწროს ჩვენს მიერ მომზადებულ სემინარებს, სადაც განვიხილავთ სტრატეგიულ ბიზნეს თამაშის სცენარს. სტუდენტებს წინასწარ მიეცემათ ტექსტ-წიგნი, რათა ყოველ სემინარზე შეკითხვებით მომზადებულნი მოვიდნენ. ამ ტექსტის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ამით შემოწმდება სემინარისას მიღებული ცოდნა, სადაც უკვე შეირჩევა 20 ფინალისტი და სამი სარეზერვო კანდიდატი.”

ბატონ ტარიელ ზივზივაძის განცხადებით, სტრატეგიული ბიზნეს თამაშის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, ისევე, როგორც დადგინდედბა ფინალური ეტაპის მონაწილეთა რეიტინგები. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ფარმაცევტული კომპანიის, GPC-ის ხელშეწყობით ოლიმპიადის გამარჯვებული 2 კვირიან ტრენინგზე გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ხოლო I, II და III ადგილზე გასულებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზი ოლიმპიადის თანაორგანიზატორთა მიერ. სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა, რომელიც საქართველოში თავისი ფორმატით პირველად იმართება, გენერალურ სპონსორობას, სწორედ ფარმაცევტული კომპანია GPC უწევს, მხარდაmჭერად “ბიზნეს ეთიკის ასოციაცია” გამოდის, იდეის ავტორი და შემსრულებელია Marnet Assocites LLC, ხოლო თანაორგანიზატორები “კავკასიიის აკადემიური ცენტრი,” ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კავკასიის ბიზნეს სკოლა.

ჩვენ აღნიშნული ოლიმპიადის მიმდინარეობასა და შედეგებს კვლავაც დავუბრუნდებით.
ნანახია: 1136 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz