ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 2:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » სტუდენტური სესხების პროგრამა და სტუდენტური დასაქმება
სტუდენტური სესხების პროგრამა და სტუდენტური დასაქმება
5:13 PM
წლევანდელი ზაფხული ორმაგად ცხელი და მღელვარებით სავსე ყველაზე მეტად აბიტურიენტებისათვის იყო. მაგრამ გამოცდების მიმდინარეობაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა საბანკო სექტორის მიერ კონკურსში გამარჯვებული და გრანტის გარეშე დარჩენილი სტუდენტების დაფინანსება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ახალმა მთავრობამ ახალგაზრდობას ახალი პროგრამები დაუსახა. დიდი რისკის მიუხედავად, განათლების სამინსიტრომ მოახერხა ამ პროგრამის განხორციელება და ამით მრავალ სტუდენტს მისცა საშუალება მიეღო სრულყოფილი უმაღლესი განათლება. საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ ფონზე, ქვეყანაში მოქმედი ბანკი უსახსრო სტუდენტებისათვის აღმოჩნდა ოცნების ასრულების რეალური შანსი. საქართველო პირველი ქვეყანა არაა, სადაც მსგავსი პროგრამები ხორციელდება. ევროპის მრავალ ქვეყანაში და ამერიკაშიც სტუდენტების უმრავლსეობა სწორედ მსგავსი სტუდენტური სესხების პროგრამით სარგებლობს. განათლების სამინისტრომ ევროპის არამარტო ერთი პროგრამის განხორციელებას მიჰყო ხელი, არამედ სტაბილური ევროპული სწავლების დანერგვასაც შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში სტუდენტური პროგრამა უფრო ადვილად მიმდინარეობს, საქართველოში მისი განხორციელება კრახით არ დასრულებულა. მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, მრავალმა ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა მსგავსი შემოთავაზებით და ამით ხელი შეუწყო საკუთარ განათლებას. მართალია, რისკიანმა პროგრამამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის ის ერთგვარად მიუღებელი აღმოჩნდა. დაისვა კითხვა: რამდენად სამართლიანი და სასარგებლო იყო ის პირობები, რომლებსაც ბანკები საკუთარ მომხმარებლებს უყენებდნენ? იყო თუ არა სესხის გაცემა ისეთივე ადვილი პროცედურა, როგორადაც მას აშუქებდნენ? პასუხი სხვადასხვაა, მაგრამ ასეა თუ ისეა, წარმატებული და სრულყოფილი განათლების მისაღებად პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქართველი ხალხი ვალდებულია ყოველ წინგადადგმულ ნაბიჯში საკუთარი წვლილი შეიტანოს და ამგვარად ხელი შეუწყოს მას. იმედია ეს პროგრამა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კიდევ მრავალ სტუდენტს მისცემს სწავლის გაგრძელების საშუალებას.
წლევანდელი ზაფხული კიდევ უფრო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოელოდნენ. სიახლის მოლოდინი ყველაზე მეტად სტუდენტებს აუხდათ. მოგეხსენებათ, რომ უმუშევრობა დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. მართალია, ის პროგრამა, რომელზედაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ერთგვარ წახალისებად იქცევა იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც არასოდეს გამოუცდიათ, თუ რას ნიშნავს საკუთარი შრომის საფასურად მიღებული ანაზღაურება. საზოგადოებისთვის უცნობია, როდის, ან როგორ მოხდა სტუდენტური დასაქმების პროგრამის დაარსება, მაგრამ ნათელია, რომ პროგრამა განხორციელდა და საკმაო წარმატებითაც. ორი სამუსაო კვირა და საკმაოდ კარგი ანაზღაურება. ორკვირიანი სამუშაო დიდ ძალისხმევას არ ითვალისწინებდა. სათანადოდ შერჩეულ სტუდენტებს ქალაქის დასუფთავება უწევდათ. პროგრამა ქალაქის მოწესრიგებასაც ითვალისწინებდა (მართალია, მცირე დროით) და დასაქმებულის წახალისებასაც. თბილისის მერიამ საკმაოდ კარგად იმუშავა და განხორციელებული პროგრამით ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სამუშაო დასაფასებელია. საყურადღებოა, რომ უკვე დასაქმებულთა და დარჩენილ სტუდენტთა უმრავლესობა მომავალ ზაფხულს ელოდება, რათა ისევ ხელახლა ჩაებან სტუდენტურ ციებ-ცხელებაში. იმედია, მოლოდინი არ გაუმტყუნდებათ.
ნანახია: 1421 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz