ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 6:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » ჩეთი – გართობა თუ საფრთხე
ჩეთი – გართობა თუ საფრთხე
5:15 PM
ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში საუბარი ან ჭორაობა, ისე კი ჩეთი ვირტუალური სამყაროა, ვირტუალური სახელებითა და სახეებით, სხვა განზომილება, სხვა წესებითა და კანონებით, სადაც ყველაფერს ლათინური ანბანის 26 ასო და პუნქტუაციის რამდენიმე ნიშანი მართავს.
ჩეთი ოცნებების სამყაროს ჰგავს, სადაც შენ ხარ ყოვლისშემძლე მმართველი. მთავარია, გადაწყვიტო _ ვინ გინდა იყო; მოხერხებულად მოირგო სასურველი იმიჯი, აირჩიო „ნიკი“, რომელიც შენ ახალ „მეს“ ეხმიანება და იქცე სასურველი სქესის, ასაკისა და გარეგნობის ადამიანად. მერე უკვე მარტივია, შექმნა ლეგენდები საკუთარ თავზე, დაიბრალო ის, რაც /ვინც გსურდა, ყოფილიყავი. იქ, მეორე მონიტორთან მჯდომმა არც შენი ნამდვილი ვინაობა იცის და არც იმაზე აქვს წარმოდგენა, ქალი ხარ თუ კაცი. ის ისეთს გაგიცნობს, როგორსაც თავად მოისურვებ.
ჩეთში ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ვირტუალურ სამყაროში უფრო ადვილად შეგიძლია გააბა სასარგებლო თუ საინტერესო ურთიერთობები. აქ ყოველთვის იპოვნი იმას, ვისაც შეგიძლია, შენი იდეალი მოარგო. სხვა თემაა, რომ შეიძლება, სინამდვილეში ის სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც გგონია და ის, ვინც გგონია.
ჩეთში სამყარო ჭრელია. ჭრელია, საზოგადოებაც, რომელიც ამ სამყაროში თუ ამ სამყაროთი ცხოვრობს. მიზეზები კი, რომელთაც ჩეთელები ამ სამყარომდე მიჰყავთ, სხვადასხვაგვარია. ზოგი ურთიერთობისა და სიყვარულის დეფიციტს განიცდის, ზოგს ნაცნობობის წრის გაფართოება ან გართობა სურს, არიან ისეთნიც, ვისაც უბრალო ცნობისმოყვარეობა თუ ეხპერიმენტატორობა ან რეალობისგან გაქცევის სურვილი უბიძგებს პრობლემებისაგანიზოლირებული სამყაროსაკენ.
Mმერე თვითონაც ვერ აცნობიერებენ, როგორ იქცევა უწყინარი გართობა ჩვევად, დაავადებად, ან სულაც მანიად, როგორ წყდება კავშირი რეალურ სამყაროსთან, როგორ ივიწყებენ, ვინ არიან სინამდვილეში და კომპიუტერის მონიტორთან ღამენათევები დილით ისევ მონიტორთან სხდებიან, რათა არსებულიდან უფრო ლამაზ, სასურველ სამყაროში გადაინაცვლონ.
ჩეთის მომხმარებლებო, ე. წ. უსერ-ები ამბობენ, რომ ჩეთში გაცილებით ადვილია თვითგამოხატვა, საკუთარი სულიერი სამყაროს ჩვენება. ეს ადამიანებთან ურთიერთობის ერთგვარი გამოცდილებაა – მიიჩნევენ ისინი, მაგრამ თავადვე აღიარებენ საფრთხის არსებობასაც, რომ შეიძლება, ჩეთზე დამოკიდებული გახდე და ისე მიეჯაჭვო ვირტუალურ სამყაროს, რეალური და ირეალური თავადაც ვერ განასხვავო ერთმანეთისაგან.
ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს დასასრული. შესაძლოა, რეალობა, როგორც ჩეთელები ამბობენ RL (read life), არაა ისეთი მომხიბლავი და ადვილი, როგორც ცხოვრება ჩეთის რეჟიმში, მაგრამ ვირტუალური სამყარო ჯადოსნურთან ერთად ყალბიც არის და შესაძლოა, მონიტორს მიღმა არსებული უფრო შემზარავი იყოს, ვიდრე ის პრობლემები, რომლებისგან გაქცევასაც ცდილობ. ესეც, რომ არა, ყოველთვის ჯობია, რეალურ ცხოვრებასაც და ადამიანებსაც თვალებში უყურო.
ნანახია: 1130 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz