ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 6:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » რას გვთავაზობს საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია?
რას გვთავაზობს საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია?
5:15 PM
სტუდენტ იურისტთა ცხოვრებაში არცთუ მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მათ პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ. თუმცა, ასოციაცია, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ნამდვილად პროგრესული მოვლენაა ახალგაზრდა იურისტების ცხოვრებაში, რომელიც მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება არ მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკური ქმედებებით. ეს ორგანიზაცია “საქართველოს ოურისტ სტუდენტთა ასოციავია (`სისა)” გახლავთ. ჩვენ ასოციაციის პრეზიდენტს თამარ ალექსიძეს გავესაუბრეთ, რომელიც ნამდვილად სასიამოვნო მოუსაბრე აღმოჩნდა და გულახდილად გვიამბო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

როდის დაფუძნდა იურისტ სტუდენტთა ასოციაცია და ვინ არიან მისი დამფუძვნებლები?

ასოციაცია 2002 წლის სექტემბერში დაფუძნდა ძირითადად თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ თუმცა, ეს არ არის სტუდენტური კავშირი. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლებს ყველა უნივერსიტეტთან, სადაც კი სამართალმცოდნეობა ისწავლება

რა მიზნებს ემსახურება ასოციაციის საქმიანობა?

- ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი არის იურიდიული განათლების სრულყოფა მათში, ვინც კი იურისპუდენციით არის დაინტერესებული ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ, კურსდამთავრებულებსაც და ზოგადად ყველას ვინც კი დაინტერესებულია იურიდიული ცოდნის ამაღლებით იმაში, რომ გამოიმუშაონ არა მხლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული უნარ – ჩვევები, რასაც ისინი თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ.

ძირითადად,რა პროქტებს ახორციელებს ასოციაცია?

- ჩვენი ძირითადი პროგრამა არის ეროვნული ოლიმპიადა სისხლის სამოქალაქო და ადმინსტრაციულ სამართალში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ცენტრალური ევროპისა და აზიის სამართლებრივი ინიციატივა და აშშ-ს განვითარების სააგენტო. ჩვენ, აგრეთვე, ვთანამშრომლობთ უზენაეს სასამართლოსთან, სადაც ტარდება იმიტირებული პროცესები. ოლიმპიადის გამორჩეული ელემენტი არის ის, რომ სააქმეები აბსოლიტურად რეალური ანუ განიხილება კასაციაში წასული საქმეები, რომელთა გათამაშებაც ხდება მონაწილე გუნდების მიერ.

რა არის ოლიმპიადაზე მოხვედრის წინა პირობა?

-ოლიმპიადაზე მოსახვედრად საჭიროა, რომ გუნდები დარეგისტრირდნენ ჩვენთან, შემდეგ ისინი გადიან საკმაოდ რთულ ტესტირებას, რომელიც მათ ზოგად ცოდნას ამოწმებს ოლიმპიადის ერთ – ერთი გამორჩეული ნიშანი არის ის, რომ ჟიურის წევრები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები და უნივერსიტეტის პროფესორები.

გუნდების შემადგენლობა როგორია?

– ოლიმპიადაში 12 – 12 გუნდი მონაწილეობს სამართლის დარგების მიხედვით. გუნდი 4 კაციანი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

რამდენ ტურიანი სისტემით ტარდევა ოლიმპიადა?

- ოლიმპიადა ორ ტურიანი სისტემიტ იმართება. პირველ ტურში მონაწილეობას იღებს 42 გუნდი, ხოლო მეორე ტურში 18 გუნდი. ფინალში გამარჯვებულად ჩაითვლება 9 გუნდი აქედან გამოვლინდება 3 საუკეთესო წარმომადგენელი გუნდები ინაწილებენ სისხლის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში. სასამართლომ გუნდის მიერ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჟიური ერთ – ერთ მხარეს მიანიჭებს პროცესის მხარის სტატუსს. პროცესის მოგება წარმოადგენს კრიტერიუმს, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად მხედველობაში იქნება მიღებული მხარის შემდეგ ტურში გასვლისას.

რით აჯილდოვებს ასოციაცია გამარჯვებულ გუნდებს?

-დაჯილდოვება სხვადასხვა ნომირაციებში ხდება: საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო მდივანი, საუკეთესო მოსამართლე. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებით ვაჯილდოვებთ, მათ შორის სტაჟირების კურსებით სახელმწიფო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, იურიდიულ ფირმებსა და კერძო კომპანიებში.

ოლიმპიადის გარდა, კიდევ რა პროექტებს კეთდება აქცენტი?

- ყურადღებას ვამახვილებთ რეგიონებში სამართლებრივი ცოდნის ამაღლებაზე. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იქ დისკუსიების გამართვას მოწვეულ ლექტორებთან, ვატარებთ ტრენინგებს, შეხვედრებს. გვაქვს სამუშაო ჯგუფები სამართლის სხვადასხვა დარგებში ჩვენ არანაირ შეზღუდვას არ ვაწესებთ ვცდილობთ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ჩვენს პროექტებში, ვისაც კი აინტერესებს სამართლებრივი საკითხები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არსებულ პრობლემით საზოგადოების სასიკეთოდ გადაჭრა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

_ ასოციაციას რეგიონალური ოფისები აქვს?

ჩვენი სათაო ოფსი თბილისში მდებარეობს. შარშან გავხსენით ოფისი ახალციხერში მოგეხსენებად, რომ ეს პრობლემატური რეგიონია, სადაც ყველაზე მეტი საჭიროებაა როგორც ადამიანის უფლებების ცოდნის, ასევე ახალგაზრდობის აქტივობის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ოფისები ქუთაისსა და ბათუმში.

თქვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ვისთან თანამშრომლობთ პროექტების განხორციელების პროცესში?

ჩვენი ძირითადი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაცია. ვთანამშრომლობთ, აგრეთვე, ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროსთან. ვართ საერთაშორისო კვალიციის წევრი, ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდამჭერი კვალიცია, რომელიც 2000-ზე მეტი ასოციაციას მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით.

რა გზით არის შესაძლებელი ასოციაციაში გაწევრიანება ან რაიმე შეზღუდვა ხომ არ წესდება?

ჩვენთან სტუდენტების გარდა, წევრიანდებიან მაგისტრებიც და დოქტორანტებიც. გაწევრიანებისთვის საჭიროა განაცხადის შევსება, ჩვენი ორი აქტიური წევრის რეკომენდაცია რის შემდეგაც განიხილება განცხადება და განიხილება წევრობის საკითხი.

რა უფლება – მოვალეობები აკისრიათ გაწევრიანებულ პირებს?

წევრთა უფლებებში შედის ოლიმპიადაში მონაწილეობა, ასევე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნა. მოვალეობაში შედის საწევრო გადასახადის გადახდა. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ გაწევრიანებულ პირებს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში, მოვამარაგოდ სამართლებრივი ლიტერატურით და სხვა. მხოლოდ გამოჩენილ და აქტირ წევრებს რეკომენდაციას უწევთ, რომ გაიარონ სპეციალური კურსები სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ნანახია: 1563 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz