ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 1:06 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 18 » შიდსი მეგობრობით არ გადადის!!
შიდსი მეგობრობით არ გადადის!!
5:16 PM
"შიდსი გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის
წინააგმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის
მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი
უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით
და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით.”

კოფი ანანი
გაეროს გენერალური მდივანი შიდსი მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. ამ დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება და მეცნიერებმა ჯერაც ვერ მიაკვლიეს მასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს. ეს სენი განუკურნებადია და ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.
აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი, აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და\ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.
მსოფლიოში დაახლოებით 38 მლნ ადამიანია აივ ინფექციით\შიდსით დაავადებული, მათ შორის 2,1 მლნ 15 წლამდე ასაკის ბავშვია.
შიდსისგან თავისუფალი თაობების აღზრდა მსოფლიო საზოგადოების წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანაა, მაშინ როდესაც დაავადება 15 მილიონი ბავშვის ცხოვრებას შეეხო.
საქართველოში აივ ინფექცია\შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს სოხუმში. 2006 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1084 შემთხვევა პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსით იმფიცირებულთა უმრავლესობა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ასევე დიდი პროცენტული მაჩვენებელი მოდის ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაიმფიცირებულ პირებზე, ან სისხლის გადასხმის შედეგად.
ერთი შეხედვით, სრულიად უსაფრთხოა ტატუს გაკეტება, სხეულის რომელიმე ნაწილის მოსვირინგება, რითაც ახალგაზრდები დიდად არიან გატაცებული, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სწორედ მსგავსი პროცედურის ჩატარების შემდეგ ტატუთი დამშვენებული შეიძლება შიდსით დაიმფიცირებული აღმოჩნდეთ. დაინფიცირების საშისროება არსებობს ასევე სილამაზის სალონებში ფრჩხილების მოვლის დროს. კარგად უნდა გვახსოვდეს არ გამოვიყენოთ სხვისი ნახმარი შპრიცი. შექსუალური კონტაქტის დამყარებისას მიზანშეწონილია დამცავი საშუალებების გამოყენება, თუმცა დაინფიცირების რისკს ვერც ეს გამორიცხავს ბოლომდე.
შიდსს ინტელიგენტ ვირუსსაც უწოდებენ ექიმები, რადგან მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია.
აივ_ს ორგანიზმში მოხვედრიდან, შეიძლება 3-7 წელი გავიდეს სანამ განვითარდება შიდსი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება, კარგად გრძნობს თავს და შეიძლება არც კი ეჭვობდეს მის ორგანიზმში ვირუსის არსებობას. მაგრამ ის აივ-ის მატარებელია, შეიძლება ვირუსი სხვასაც გადადოს და სხვაც დააინფიციროს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შემდეგაც იმფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან\და სიმსივნური დაავადება, როგორც წესი სასიკვდილო შედეგით.
1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდების 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. საქართველო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს საშუალებას;
- მოვუწოდოთ ყველას აივ\შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ;
- პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას:
- გამოვხატოთ მხარდაჭერა შიდსით დაავადებულთა მიმართ;
- ხელი შევუწყოთ განათლებასა და საზოგადოების მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ;
- წვლილი შევიტანოთ აივ\შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ\შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წ. შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა.
წითელი ლენტი გამოხატავს;
სოლიდარობას - მათ მიმართ ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია, ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.
პროტესტს---აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.
იმედს - რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისგან!!!
ნანახია: 1755 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.8/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz