ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 20 » აზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგიის წევრთა რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონიალი “ნომინაციები და ნომინანტები – 2006"
აზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგიის წევრთა რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონიალი “ნომინაციები და ნომინანტები – 2006"
3:45 PM
ადამიანმა დროს, რომ აჯობოს, დღესასწაულები შექმნა, უფალმა კი ეს დღესასწაულები დღეებზე გადაანაწილა. სწორედ ასეთი დღე იყო 2006 წლის 8 ივნისი გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგიისათვის, რადგანაც გაზეთის განვითარების ათწლიან ისტორიაში უკვე მეორედ შედგა სარედაქციო კოლეგიის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალი “ნომინაციები და ნომინანტები – 2006"
ღონისძიება, რომელსაც საუნივერსიტეტო, სტუდენტური საზოგადოება დაესწრო, უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახ. აუდიტორიაში ჩატარდა და კვლავინდებური ემოცია და სიხალისე შეინარჩუნა. ამ დღემდე იყო მთელი ერთწლიანი პუბლიცისტური საქმიანობა, საინტერესო საგაზეთო მოღვაწეობა, ახალი ინიციატივები და ახალი სტუდენტური სიტყვა, დაჯილდოების ცერემონიალი კი ერთგვარ შემაჯამებელ საღამოდ წარმოგვიდგა. როგორც შარშან, წელსაც ის ორ ეტაპად წარიმართა. ჯერ გამარჯვებულებად გამოცხადნენ სარედაქციო კოლეგიის ის წევრები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური "მადლობის სიგელები", ხოლო შემდგომ უშუალოდ ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ სარედაქციო კოლეგიის წევრები, იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები: თინათინ ნიბლოშვილი და ზურა თურმანიძე.
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" შემოქმედებით პროცესებში გამოვლენილი აქტიური მოღვაწეობისათვის სპეციალური მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ გაზეთის შემდეგი წევრები: ანი ქაჯაია (Iკ), თამუნა სარჯველაძე (Iკ), ქეთი ბუაძე (Iკ), თამუინა დეკანოსიძე (Iკ), ლევან მჭედელაძე (IIკ, ნინო ჯამასპიშვილი (IIკ) და ნინო ხიზანიშვილი (IIკ), ხოლო ნომინაციები ნომინანტებს გადასცეს საღამოზე მოწვეულმა საუნივერსიტეტო ცნობილმა სახეებმა, სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა, ახალგაზრდული პრესის ხელმძღვანელებმა.
ნომინაცია: "პრობლემის საუკეთესო ხედვა" გადაეცა ნინო ოდიშარიას (IIIკ), ნომინაცია: "ნოვატორობა და მუდმივი ძიება" – პირველკურსელ ეკა მელქაძეს, ნომინაცია: "საუკეთესო პუბლიცისტური წერილების ავტორი" – პირველკურსელ ლიკა კობალაძეს, ნომინაცია: "გულისხმიერება და მუდმივი ძიება" პირველკურსელ ნინო შელიას, ნომინაცია: "პრობლემის საუკეთესო მიგნებისათვის" მეორეკურსელ გიორგი მესხს, ნომინაციაში: "ობიექტური კრიტიკოსი" გამარჯვებული გახდა პირველკურსელი თამუნა ზურაშვილი. ნომინაცია: "ყველაზე აქტიური წევრი" გაიმარჯვა პირველკურსელმა ლელა ხათრიძემ, ნომინაცია: "ერუდიცია და გამჭრიახობა" გადაეცა მეორეკურსელ ნუკა გაგუას, ხოლო “საუკეთესო პროფესიული თვისებები," გამარჯვებულად დასახელდა მეორეკურსელი მარიამ ბაჯიაშვილი.
აქტიური თანამშრომლობისა და კოლეგიალობისთვის სარედაქციო კოლეგიამ განსაკუთრებული მადლობის ნომინაცია გადასცა თსუ სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ ახალგაზრდულ გაზეთს, გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" ყოველთვიურ ჩანართ "სამართლის კვალდაკვალ" სარედაქციო კოლეგიას, მის მთავარ რედაქტორ ლანა ლაგვილავას.
სარედაქციო კოლეგიის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალის ტრადიციულად მთავარ ნომინაციად მიჩნეული ნომინაციები “რედკოლეგიის რჩეული" და "მკითხველის რჩეული" შემდეგ გამარჯვებულებს ხვდათ წილად. ნომინაციაში: "რედკოლეგიის რჩეული" გაიმარჯვა პირველკურსელმა ლიკა ფერაძემ, ხოლო "მკითხველის რჩეულად" გამოვლინდა მესამეკურსელი მარიკა არევაძე. საღამოს თან ახლდა უდისესი აპლოდისმენტი, ინტერესი, ემოციურად წარმოთქმული სამადლობელო თუ ერთგვარი დანანება იმისა, რომ გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრთა მეშვიდე სტუდენტურმა თაობამ ამით თავისი ერთწლიანი საგაზეთო მოღვაწეობა დაასრულა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ბატონი დავიტ კერესელიძე, გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" დამფუძნევბელი, სდასუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, უნივერსიტეტის სხვა ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები.
საღამოს დასასრულ სიტყვა წარმოთქვეს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტ არჩილ კაიკაციშვილმა და გაზეტის მთ. რედაქტორმა, იურიდიული ფაკულტეტის II კურსელმა ქეთი გიორგიშვილმა. არჩილ კაიკაციშვილმა ქეთევან გორგიშვილს ექსპრომტად გადასცა სარედაქციო კოლეგიის განსაკუთრებული ნომინაცია: "გაზეთის სახე." მათ მადლობა გადაუხადეს მობრძანებულ სტუმრებს, თითოეულ გამარჯვებულს მიულოცეს დამსახურებული ნომინაცა და გამოითქვა ახალი განვითარებისა და წარმატებების სურვილი.
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგია 2006-2007 სასწავლო წლის დასაწყისში ახალი ძალით ისევ განაახლებს თავის საქმიანობას. ამ დღით კი კიდევ ერთხელ ხაზი გასევა იმ გარემოებას, რომ ათწლიანი ისტორიის მანძილზე ამ გაზეთს არც არასოდეს მოჰკლებია მკითხველის ინტერესი და ყურადღება, წარმოჩნდა ჭეშმარიტად ნამდვილი სტუდენტური სიტყვის მნიშვნელობა, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხი, ეს კი ალბათ წინაპირობაა იმისა, რომ დროში გამოცდილები კვლავ მოვიპოვოთ ახალი წარმატებები და დაბრკოლებებიც ნადვილად გადაილახოს.
ნანახია: 1279 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz