ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 20 » დიდი სამეცნიერო საბჭო შეჩერებას არ აპირებს, უნივერსიტეტის რექტორი კი – გადადგომას. ვნებათაღელვა გრძელდება...
დიდი სამეცნიერო საბჭო შეჩერებას არ აპირებს, უნივერსიტეტის რექტორი კი – გადადგომას. ვნებათაღელვა გრძელდება...
3:46 PM

საუნივერსიტეტო ცხოვრებამ ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც ახალ დაძაბულობაში გადაიზარდა კიდეც. ალბათ არასოდეს ყოფილა ასეთი ხმაურიანი უნივერსიტეტის დერეფნები, როგორც ეს 19 ივნისს გამოიყურებოდა. როგორც კულუარებში ამბობენ, გუშინდელი დღით, უნივერსიტეტში, ფაქტობრივად “ცხელი ზაფხულის” დასაწყისი გამოიკვეთა. აღდგენილად გამოცხადებული დიდი სამეცნიერო საბჭო უკვე ღიად და აშკარად გამოდის უნივერსიტეტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის, კერძოდ რექტორ პროფესორ გიორგი ხუბუას წინააღმდეგ და მწვავე განცხადებებს არ იშურებს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დიდი სამეცნიერო საბჭო აღშფოთებულია უნივერსიტეტის დროებითი ადმინისტაციის დამოკიდებულებით კანონმდებლობისადმი. რექტორის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გვაიძულა მოგვემართა თქვენთვის თხოვნით, შეისწავლოთ მისი საქმიანობა კანონიერების თვალსაზრისით” – აღნიშნული შინაარსის ტექსტი, გუშინ პროფესსორ-მასწავლებლებმა საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნეს. უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება ეთხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც. დიდი სამეცნიერო საბჭო მიიჩნევს, რომ აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უკანონოა და უნივერსიტეტში მსგავსი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები დიდი სამეცნიერო საბჭოს თანხმობის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

უნივერსიტეტში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც უშედეგო აღმოჩნდა დიალოგის გზით რაიმე კონსესურის მიღწევა. პროფესორ გიორგი ხუბუას კაბინეტში დიდი სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლობითი წევრები იმყოფებოდნენ და მათი მოლაპარაკების შედეგს მთელი სამეცნიერო საბჭოს ელოდებოდა. სწორედ უშედეგოდ დასრულებულმა მოლაპარაკებებმა გახადა მაპროვოცირებელი ის გადაწყვეტილება, რომ პროფესურა რექტორის კაბინეტის წინ გადანაცვლებულიყო. აქცია რექტორის კაბინეტის წინ, გუშინ გვიან ღამით, სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით დაიშალა.

“ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენი მოთხოვნაა, ან გადადგეს რექტორის მოავალეობის შემსრულებელი ან გაუქმდეს კონკურსი, რომელიც აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა. ეს მოთხოვნები უგულვებელყოფილი დარჩა. ეს იყო ორი დაპირისპირებული მხარის საუბარი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია” – განაცხადა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში უნივესრიტეტი რექტორ პროფესორ გიორგი ხუბუას გადადგომის საკითხი. თავად რექტორმა კი მთელ ამ პროცესს შემდეგნაირი შეფასება მისცა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თვლის, რომ “ძალით გამოყენებით, პროფესორთა ერთი ნაწილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიჭრა. შეკრების უფლება მათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დავით სარაჯიშვილის აუდიტორიაში მისცა და ეს წერილობითაც ეცნობათ თავის დროზე. თუკი მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და კანონიერების ფარგლებში აღიკვეთება მსგავსი დაუმორჩილებლობა და თვითნებობა.” რექტორი არ თვლის სამართლიანად იმ განცხადებას, თითქოსდა პროფესორ-მასწავლებლებთან დიალოგი არ მიმდინარეობს. პირიქით, როგორც გიორგი ხუბუა შენიშნავს, ეს დიალოგი მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. “ეს დიალოგი საგნობრივი და უშუალოდ უნივერსიტეტის პრობლემების ორიენტირებაზე იქნება.” – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი. როგორც მოგვიანებით გიორგი ხუბუამ სატელევიზიო კომენტირებისას განაცხადა, გადადგომას არ აპირებს და მისი უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. პროფესორი გიორგი ხუბუა თვლის, რომ უნივერსიტეტის განვითარებისათვის მიმდინარე რეფორმირების პროცესი მხარდაჭერით სარგებლობს და ის სამომავლოდ ქართული განათლების სისტემის მოდერნიზაციას და სტუდენტზე, ლექტორზე ორიენტირებულ სასწავლებელს გულისხმობს.

უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებზე თავისი შეფასებები გამოთქვეს ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის ცნობილმა სახეებმა და ხელმძღვანელებმა. თვითმმართველობაში უმრავლესობით მოსული “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ავალიანი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები მხარს უჭერს საუნივერსიტეტო რეფორმებს, მიმდინარე სიახლეებს, მიიჩენევს, რომ აკადემიურ პერსონალს შორის წარმოშობილი დავა მხოლოდ მათივე გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს და კატეგირიულად მიუღებელს უწოდებს უნივერსიტეტის აპოლიტიკურობის პრინციპის დარღვევის გარკვეულ მცდელობას.

გუშინდელი ვნებათაღელვის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ რექტორთან ახლადშექმნილი პროფესორთა ალტერნატიული სათათბირო საბჭო ცნობილმა ორმა ქართველმა მეცნიერმა დატოვეს. ისინი აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე და პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე არიან.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ის, რომ უნივერსიტეტში დაწყებული პროცესები, კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დაუყონებლივ გონივრული და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაში, რომელიც უნდა იყოს სამეცნიერო ნაწილის, მთელ ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმირების პროცესში, მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოების კონსესუსის საფუძველი, ეს უდავოა. ის, რომ განახლება და სისტემის რეფორმაც აუცილებელია, ამაზეც არავინ კამათობს. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხერხდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უნივერსიტეტს ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვნს და ორხელისუფლებიანობის რეალურ საფრთხეს თავიდან ააცილებს.

როგორც ამბობენ, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სწორედ ასეთი ისტორიული გადაწყვეტილებების წინაშე დგას.

 


ნანახია: 988 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz