ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » პროფესურა საუნივერსიტეტო რეფორმის საზოგადოებრივი მაუწყებელის ღია ეთერში განხილვას ითხოვს
პროფესურა საუნივერსიტეტო რეფორმის საზოგადოებრივი მაუწყებელის ღია ეთერში განხილვას ითხოვს
5:00 PM

გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" განაგრძობს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის ინფორმირებას ინტერნეტ-გვერდით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის, ეცდება სამართლიანობისა და ობიექტურობის ხარისხის მაღალი დოზით შემოგთავაზოთ იმ მოვლენების ქრონოლოგია თუ ფაქტობრივი მხარე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე თვეა ასე დამაფიქრებლად ქცეულა ჩვენთვის, როგორც ამ სასწავლებლის სტუდენებისთვის, რომლებიც დღეს ამ გაზეთის სარედაქციო კოლეგიას წარმოვადგენთ.

სახელმწიფო უნიერსიტეტში განვითარებული მოვლენები კვლავ დაძაბული რჩება. დიდი სამეცნიერო საბჭოს მხრიდან გამოხატულმა პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. უნივერსიტეტის თემა ქვეყანაში განვითარებული სხვა მღელვარე მოვლენების არეალში გაერთიანდა და საზოგადოება, რომელიც თვლის, რომ ქართულ სახელმწიფოში ხელყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სიცოცხლის უფლება და კანონის უზენაესობის ნაცვლად ძალადობა უფრო ბატონობს, თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოსახატავად, უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, უნივერსიტეტი არის ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ერთ-ერთი ფუძემყარი ადგილი, საიდანაც წარმოთქმულ სიტყვას ყოველთის სხვა დანიშნულება და ჟღერადობა ჰქონდა. “საქართველოში დაიწყო ახალი ერვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და სიმბოლურია, რომ ამის სათავე ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტია” – ასეთია საერთო პათოსი უნივერსიტეტის წინ გამართული აქციებიდან.

სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ არ არსებობს დიალოგისა და პრობლემის გადაწყვეტის საიმედო პრესპექტივა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უკვე მერამდენედ ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან არასოდეს ჰქონია და ექნება დიალოგის გამართვის პრობლემა. როგორც უნვერსიტეტის ადმინისტრაცია აფიქსირებს, შეთავაზებულ საქმიან წინადადებებზე, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმის მტკივნეულ ასპექტებს მოიცავს, რეფორმის ამგვარად გატარების მოწინააღმდეგე მხარე კვლავ პასიურობას იჩენს და თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ასეთ ვითარებაში ძნელდება საუნივერსიტეტო თანხმობის მიღწევა, რაც სამწუხარო და სავალალოა – მიაჩნიათ უნივრსიტეტის ხელმძღვანელობას.

უნივერსიტეტის რექტორ გორგი ხუბუას სურვილია საზოგადოების ფართო ფენები გარკვეულად იყოს ინფორმირებული ყოველივე იმის შესახებ, რაც რეფორმის სახელით სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული ის შეხვედრაც, რომელიც 8 ივლისს ჩატარდა. უნივერსიტეტის ადინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა მრგვალი მაგიდა გაემართა მასობრივი წამყვანი ქართული საინფორმაცო საშუალებების ცნობილ სახეებთან, ესაუბრა და დაესაბუთებინა ყველა ის საკითხი და გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ასე მტკივნეული და აქტუალურია. (ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მსგავს შეხვედრებზე, ამიერიდან აუცილებლად იქნება წარმოდგენილი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ერთადერთი სტუდენტური გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი", რომელიც ასევე ერთადერთი აშუქებს დღეს მთელ ამ საუნივერსიტეტო პროცესს მაღალკვალიფიციურად და მიუკერძოებლად და თუ ვინმეს ამაში დაფიქრება სჭირდება, გადახედეთ ჩვენს საქმიანობას, არქივსაც და ნებისმიერ წერილს, შეფასება თქვენთვის მოგვინდია, ძვირფასო მკითხველო, იმ სურვილით, რომ არ დაირღვევა თანამრომლობის პრინციპი.)

ქართული პრესის, ტელევიზიის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლები, უნივერსიტეტის ადმინიტრაციის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა მკაცრად გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და შეფასებები. მათ გამოსავლისა და სასწავლებელში სიმშვიდის აღდგენა დაპირისპირებულ მხარესთან დიალოგის გზით მიიჩნიეს. ჟურნალისტებმა, ერთი მხრივ მოიწონეს ასეთი შეხედრის იდეა, ამასთანავე, გამოითქვა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით სამართალდამცავების გამოძახება არ უნდა მომხდარიყო, რადგანაც რექტორს დიალოგი აკადემიურ გარემოში უნდა ეწარმოებინა და, რომ ცვლილებების შესახებ მეტი უნდა გაკეთებულიყო საზოგადოების ინფორმირებისათვის.

ჟურნალისტებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საზოგადოების წინაშე საინფორმაციო პოლიტიკა წააგო, თუმცა გიორგი ხუბუა თვლის, რომ პატრულის უნივერსიტეტში შემოყვანა კანონსაწინააღმდეგო სულაც არ ყოფილა. “უნივერსიტეტში დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ჩემი, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირი მოვალეობა მისი აღდგენა იყო.” – ასეთია გიორგი ხუბუას ბოლო პათოსი თუნდაც ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს “პირველებიდანაც,” სადაც უნვერსიტეტის რექტორი აღნიშნავდა, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი კარგად ხედავს იმ პოზიტიურ ცლილებებს, რაც უნივერსიტეტში ხორციელდება და თვლის, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა პიარი კი არ არის, არამედ რეალურად გაკეთებული საქმეები. გიორგი ხუბუა ასევე შეხვდა და რეფორმის მიმდინარეობაზე გაესაუბრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოების წარმომადგენლებს.

უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს თავის პრესკონფერენციას უძღვნის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტური თვითმმართველობა საუბრობს მთელი სტუდენტების სახელით და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მედიატორის ფუნქცია შეასრულოს. სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში ძალადობის ყოველგვარ გამოვლენას გმობს, მხარს უჭერს უნივერსიტეტის რექტორს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და პოლიტიკურ ოპოზიციას ბრალს სდებს საუნივერსიტეტო ცხოვრების პოლიტიზირებაში. "პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც საპატრულო პოლიციამ უნდა დატოვონ უნივერსიტეტი, უნდა წარიმართოს დიალოგი, რადგან მეორე მხარესაც ჩვენთვის საპატივცემულო ლექტორები დგანან. ისინი, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური პარტიების ინტერესში აღმოჩნდნენ.” – მიაჩნია უნივერისტეტის სტუდენტური თვთმმართველობის თავმჯდომარე გიორგი ავალიანს. მიუხედავად ამისა, თვითმმართველობის განცხადებებს უნდობლობით ეკიდება ადამიანების გარკვეული ნაწილი და სტუდენტურ თვითმმართველობას პოლიტკურად ანგაჟირებულს უწოდებს.

პრესკონფერენციას მართავს დიდი სამეცნიერო საბჭოც. ისინი უნივერსიტეტის ფაქტობრივ რექტორ გიორგი ხუბუას განცხადებებზე კომენტარებს აკეთებენ. მას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, ამჯერად უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში, რათა საერთაშორისო ყურადღება მიეპყროთ, მათი თქმით, უნივერსიტეტში მიმდინარე ვაი-რეფორმის შესახებ. პრესკონფერენციამდე მათ ისევ არ მიეცათ საშუალება ჟურნალისტებთან შეხვედრა უნივერსიტეტში გაემართათ. “ხულიგნებად” და “მეამბოხეებად” წოდებული პროფესორ-მასწავლებლებისთვის უნივერსიტეტის კარი ამჯერადაც დაკეტილი აღმოჩნდა. უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს მირ არჩეული რექტორი ჯემალ მებონია არასერიოზულს უწოდებს იმ განცხადებას, თითქოსდა უნივერსიტეტში დღემდე არაფერი კეთდებოდა და ახლა დაიწყო ახალი ცხოვრება.

ჯემალ მებონიას თქმით, ცვლილებები უნივერსიტეტში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს განხორციელდა, სწორედ მათ მხრებზე გადაიარა სამოქალაქო დაპირისპირებამ, მაგრამ უნივერსიტეტის განვითარებისთვის ფიქრი ერთი წუთითაც არ შეჩერებულა, 1992 წელს შეიმუშავეს განათლების მრავალსაფეხურიანი სისტემის კონცეფცია და პირველად ყოფილ საბჭოეთში, ერთადერთი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა სწავლების ამ ფორმაზე, თვით მაღალრეიტინგულმა მოსკოვის უნივერსიტეტმაც კი თბილისის შემდეგ განახორციელა გარდაქმნები. ჯემალ მებონია უსამართლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ მთელ პროფესურას კორუფციაში ადანაშაულებენ, მაგრამ კონკრეტიკის დროს, უბრალოდ, თავშეკავება ხდება.

პროფესორ-მასწავლებლები ფიქრობენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. საქართველოს პრეზიდენტმა უნდა სცნოს უნივერსიტეტის ავტონომიური უფლებები, ცნოს დიდი სამეცნიერო საბჭო და მისი უნარიანობა, რათა მოხდეს უნივერსიტეტის მართვა, რექტორის საბჭოსთან შეთანხმებით დანიშვნა, რაც ახალი დაპირისპირების თავიდან აცლებას შეუწყობს ხელს. “მეამბოხე პროფესურა” მზადყოფნას აცხადებს საქართველოს პატრიარქის ეგიდით ნებისიერ დიალოგზე წავიდეს. ისინი ასევე მოითხოვენ სატელევიზიო დიალოგს მოწინაღმდეგე მხარესთან. დიალოგის სატელევიზიო იდეა პირველად, ღიად, გადაცემა “პირველებში” გახმოვანდა და საზოგადოებრივი აზრი მას დადებითად და იმედისმომცემად შეხვდა. როგორც ითქვა, ასეთი დიალოგი მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერით უნდა განხორციელდეს.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მოვლენები გვიჩვენებს. უნივერსიტეტში ზაფხული ნამდვილად ცხელია, იმდენად ცხელი, რომ მას ვერც არდადეგებზე წასული მუდამ დაუმორჩილებელი სტუდენტობის სიმცირე ანელებს. ამბობენ, სტუდენტობის დუმილი ბუმერანგივით უნდა დაბრუნდეს. სტუდენტობის აქტიურობას ახალი სასავლო წლიდან ელოდებიან. საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ აკადემიკოსი მზექალა შანიძე და მწერალი ვახუშტი კოტეტიშვილიც. ეს ნამდვლად ამ სიცხელის ტემპერატურაზე მიუთითებს. უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ პრფესურაზე ზეწოლის ნიშნებია. ვინ ახდენს თუნდაც ქალბატონი მზექალა შანიძისა და ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის შანტაჟირებას და რა კუთხით, ჯერჯერობით უცნობია.

ნანახია: 909 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz