ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » იურიდიულ ფაკულტეტზე თანამედროვე
იურიდიულ ფაკულტეტზე თანამედროვე
5:00 PM

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საუნივერსიტეტო რეფორმის პირველი სამიზნე აღმოჩნდა. საფაკულტეტო ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ახალი აკადემიური პერსონალი სტუდენტებთან თანამშრომლობის ახალ ფორმაზე გადადის. პირვლკურსელებს, რომლებიც პირველად მოვიდნენ სასწავლებელში, ნამდვილად არ განუცდიათ საფაკულტეტო აკადემიური ცხოვრების თაობათა ცვლით მოტანილი პროცესი. დღევანდელი მეორეკურსელები იმთავითვე გამოკვეთილად აღმოჩნდნენ საუნივერსიტეტო განახლების იდეის მხარეს. მესამეკურსელებს და კურსდამამთავრებლებს კი ნამდვილად უწიათ მთელი საფაკულტეტო განახლების სიმძიმემ. ამის გამო, შეიძლება ბევრი განწყრომა მოდიოდა უნივერსიტეტში ერთბაშად შემოთავაზებული ცვლილებების მიმართ, მაგრამ ცხადია, როცა ყველაფერი სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ და ორგანიზებულ სახეს ღებულობს, სრულყოფილი განათლების მიღების სამომავლო განცდა უფრო შეგნებულ და მადლიერ სახეს იძენს.
ფაკულტეტის ახალგაზრდა დეკან პროფესორ დავით კერესელიძის სასახელოდ უნდა აღინიშნოს საფაკულტეტო ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატებული ახალი სასწავლო წელი. დეკანმა იურიდიულ ფაკულტეტზე თანამედროვე დონის სასემინარო იურიდიული ბიბლიოთეკა გახსნა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, ასევე სხვა სტუმრები.
ფაკულტეტის დეკანატმა ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არმაზ თავაძესა და ჯიმშერ ჩხაიძეს.  ახალგახსნილ სამკითხველოში 15 ათასზე მეტმა იურიდიულმა სახელმძღვანელომ, მონოგრაფიამ და პერიოდულმა გამოცემამ დაიდო ბინა. წლების მანძილზე იურიდიული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი ფაკულტეტის ყოფილ დეკანს რომან შენგელიასაც მიუძღვის. მისი ხელმძღვანელობის დროს სამკითხველო სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის IV კორპუსშიც  კი გაიხსნა, თუმცაღა მასშტაბით ამჟამინდელი ბიბლიოთეკა ყოველგვარ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
სტუდენტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მათთვის ამ დიდი შენაძენით. ახალგაზრდობას პრაქტიკულად პირველად მიეცა შესაძლებლობა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს პროფესიული კუთხით. სტუდენტების ყოველდღიური ნაკადი საბიბლიოთეკო სართულებზე ამის ყველაზე კარგი მაგალითია. მათ აქ დახმარებას პედაგოგები რუსუდან ნათენაძე და ირინა არჩვაძე უწევენ. სტუდენტებს მითითებას აძლევს ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი ბატონი აკაკი ლაბარტყავა. ერთი სიტყვით, შექმნილი გარემო კარგი წინაპირობაა სწავლისა და პროფესიული წინსვლისათვის. ასე ფიქრობს ფაკულტეტის დეკანი დავით კერესელიძეც.
“უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებები მეტწილად ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც  ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევიძინეთ. დღეისთვის იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი საბაკალავრო, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამები. გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების სასემინირო ბიბლიოთეკა. შემოვიტანეთ სასწავლო ლიტერატურა. გავაფართოვეთ კომპიუტერული კლასი, რომელიც მთლიანად აძლევს სტუდენტს საშუალებასისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მას უნივერსიტეტი სთავაზობს. ვგულისხმობ საგნის, ლექტორის, ძირითადი თუ დამატებითი პროფესიის არჩევას.

სტუდენტმა, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზე მოდის, უნდა იცოდეს, რომ ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე უმაღლესი განათლების სამი ციკლი მკაცრად არის ჩამოყალიბებული და დაკავშირებული მომავალ პროფესიასთან... სტუდენტმა, რომელიც მოხვდა ჩვენთან, უნდა იცოდეს, რომ სამართალი არის რეგულირებადი მიმართულება, სადაც ძალზე მკაცრი ჩარჩოებია განსაზღვრული.” – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
ამდენად, დავით კერესელიძის დაპირება სტუდენტებისადმი: “მე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით,” საუნივერსიტეტო ცხოვრებაში კიდევ ერთ ხელშესახებ საქმედ იქცა.
გვჯერა კიდევ ბევრი რამის...

 

ნანახია: 1459 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz