ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » უნივერსიტეტის რექტორი ახალ სასწავლო წელს
უნივერსიტეტის რექტორი ახალ სასწავლო წელს
5:01 PM
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტრეტში სწავლა დაიწყო. პირველკურსელებს და უფროსკურსელებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო, თუმცა პირველი სასწავლო წელი იყო, როცა უნივერსოტეტის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას არც საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, არც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა (თუმცა მობრძანდა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ბელა წიფურია) არც საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა და არც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა მიმართეს. მიუხედავად ამისა, საზეიმო დღე მაინც ამაღლებული და საინტერესო იყო.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსულებელმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ სტუდენტებისადმი მილოცვაში აღნიშნა, რომ მათ დახვდათ უნივერსიტეტი, რომელიც თამამად დაადგა რეფორმებისა და განახლების გზას.
უნივერსიტეტის რექტორის ხანმოკლე მილოცვაში მთავარი აქცენტი რეფორმირებულ სასწავლებელს დაეთმო. გიორგი ხუბუას თქმით, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ. მოგვიანებით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კომენტარი გააკეთა მისთვის დასმულ რამდენიმე საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დღეისთვის აქტუალურ საკითხზე. "ჩვენ უკვე მოგვიწევს აქტიური მუშაობის დაწყება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლების თვალსაზრისით. ეს ეხება, როგორც სასწავლო პროგრამას, ასევე სწავლების მეთოდებს და საუნივერსიტეტო ცხოვრების სხვა წმინდა აკადემიურ პრობლემებს. რეფორმები, ცხადია წარიმართება უფრო დინამიურად, მაგრამ დინამიზმი არ ნიშნავს ავტომატურად ნევროზულ ატმოსფეროს. ეს იქნება საქმიანი ტემპისთვის დამახსაიათებელი დინამიზმი, რასაც ჩვენ სტუდენტებს დავპირდით ანუ ადმინისტრაციის უმთავრესი ამოცანაა – დინამიზმი ნევროზის გარეშე.”
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ განსხვავებული აზრის შეხედულების გამო, რომელიც ასე მწვავედ გამოითქმის საუნივერსიტეტო საკითხთა მიმართ მსგავს ადამიანებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. "მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ჩვენი ოპონენტი თავისი პროტესტის ობიექტად უნივერისტეტს არ აქცევს,” – თვლის გიორგი ხუბუა. "მე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შინაგანად გწამს და გჯერა, რომ ის, რაც კეთდება, არის აუცილებლად გასაკეთებელი. მთავარია, რომ შინაგანად გაორებული არ იყო.” – ამბობს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩვეული შემართებიოთა და იმედიანი განწყობით გამოირჩევა. იმედიანად გრძნობს თავს უნივერსიტეტის სტუდენტობაც, რომელიც მთელი შემართებით სწავლის ფერხულში ჩაება. ახლა, თუ რამე გაუგებარი და უწესრიგოა სასწავლო პროცესში, ემოციები ყველამ უნდა შეიკავოს და აზრი ცივილური გზით გამოხატოს. ამის შესანიშნავ მაგალითად უნივერსიტეტის შენობაში სპეციალურად დაყენებული საფოსტო ყუთებია, სადაც შეგიძლიათ შეკითხვები რექტორატს გაუგზავნოთ. უნივერსიტეტის რექტორი ამ ფორმითაც სტუდენტებთან მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთობის სურვილს გამოხატავს და აღნიშნავს. იმედია მალე გაეცემა მთავარ კითხვას მთავარი პასუხიც: ვინ არის მთავარი და როდის იქნება უნივერსიტეტი აკადემიურად მშვიდი გარემო...
ნანახია: 972 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz