ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 4:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ივანე ბოკერია თანამდებობიდან მიდის.
ივანე ბოკერია თანამდებობიდან მიდის.
5:02 PM

სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. საუნივერსიტეტო საზოგადოება საუნივერსიტეტო ყოველდღიურობას დაუბრუნდა. უნივერსიტეტში რამდენიმე ცვლილება მოხდა. უპირველესად, არჩეულ იქნა აკადემიური საბჭო, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შექმნა მრჩეველთა საბჭო, უნივერსიტეტში ახალი სტადიონის გახსნით თავისი აქტიური სტუდენტური საქმიანობის შესახებ განაცხადი გააკეთა სტუდენტურმა თვითმმართველობამ, სასწავლებელში დაინერგა ახალი სპეციალობა – კავკასიოლოგია, იურიდიულ ფაკულტეტზე უკვე რეალობაა თანამედროვე სამკითხველო, შეიცვალა უნივერსიტყეტის ბეჭდვითი ორგანოს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” დიზაინერული და შინაარსობრივი მხარე, გაზეთის კონსულტანტად ცნობილი ჟურნალისტი ნინო კაკულია მოვიდა, უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტის სტუდენტები სტუდენტის უფლებამოსილების რეგისტრაციის ახალ წესს გადიან და რაც მთავარია, რექტორის არჩევნებამდე 2 თვით ადრე განხორციელებულმა ამ ერთმა საკადრო ცვლილებამ, მაინც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია – უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ივანე ბოკერია თანამდებობიდან წავიდა.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ივანე ბოკერია უნივერსიტეტში რეფორმით შექმნილ „გარდამავალ პერიოდში,” ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენ ფიგურად ხასიათდებოდა. მისი რექტორის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა ბევრი კითხვის ნიშნის საფუძველიც გახდა. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ რექტორის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა არანაირ დაპირისპირებას არ უკავშირდება და ეს საკუთარი სურვილით მოხდა. გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ივანე ბოკერია გიორგი ხუბუასთან დაპირისპირების გამო გადადგა. უნივერსიტეტის რექტორი გაზეთ „რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ მას და მის ყოფილ მოადგილეს უნივერსიტეტის მართვის საკითხებში არსებითად განსხვავებული დამოკიდებულება არ ჰქონიათ. “გარკვეულ დეტალებში, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან ბოკერიას წასვლა არ უკავშირდება უნივერსიტეტში დაგეგმილი ცვლილებების მიმართ მის განსხვავებულ დამოკიდებულებას. ის წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე, სადაც აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას სურდა ისეთ სამსახურში გადასვლა, სადაც ნაკლები დატვირთვა ექნებოდა.” – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ივანე ბოკერია პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს გამოთქვამს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი: „ბატონი ვანო არავის გაუთავისუფლებია. ის უბრალოდ გადაიყვანეს სხვა ნაკლებად დათვირთვად სამსახურში. ეს არის უნივერსიტეტის კლინიკა, სადაც მანამდე ბოკერია დირექტორად მუშაობდა. ამჟამად ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზეა. ის ისეთი დატვირთვა, როგორიც რექტორის მოადგილის თანამდებობაზე ჰქონდა, არ ექნება.” რექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრი ჯერ არ დაუსახელებიათ.

რექტორის მოადგილის ივანე ბოკერიას უნივერსიტეტის მართვის სადავეებიდან წასვლა ე.წ. “მეამბოხე პროფესორებს” სხვა ფიქრის საფუძველზე ალაპარაკებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ გათავისუფლებით უნივერსიტეტის მმართველი ფიგურების ძალთა გადანაწილება მოხდა. პროფესორი გელა დოლიძე თვლის, რომ ივანე ბოკერიას გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, გარდა რექტორთან უთანხმოებისა, ისიც უნდა ყოფილიყო, რომ უთანხმოება არსებობდა ივანე ბოკერიასა და იურიდიული ფაკულტეტის დეკან დავით კერესელიძეს შორის. გელა დოლიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში პროცესების რეალური მართვის სადავეები სწორედ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს უჭირავს.

თავის მხრივ, აბსურდულს უწოდებს ამ შეფასებას თავად იურიდიული ფაკულტეტის დეკანი დავით კერესელიძეც. მეტიც, ის გამორიცხავს ჯერ რექტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას და მით უფრო, რექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დაჭერას. დავით კერესელიძე “რეზონანსთან” საუბარში ადასტურებს, რომ „ბოკერიას თანამდებობიდან წასვლის კიზეზი ის არის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და მის მოადგილეს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრატეგია ჰქონდათ.”

 ერთი სიტყვით, ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიებიც ძალიან ბევრია. ამბობენ იმასაც, რომ რექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაშვების ერთ-ერთი მიზეზი მისი არასაუნივერსიტეტო ბიოგრაფიაც იყო.

ნანახია: 1304 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz