ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერულ პრობლემებზე მომზადებული სტუდენტური კონფერენცია დასრულდა
სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერულ პრობლემებზე მომზადებული სტუდენტური კონფერენცია დასრულდა
5:03 PM

გენდერული საზოგადოება დიდი ხანია მსოფლიო საზოგადოების საფიქრალია. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოშიც მრავალი სადისკუსიო შეხვედრა გამართულა, რადგანაც გენდერული თანასწორობის პრობლემა ქართული რეალობისთვისაც არ არის უცხო. ამ თემასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია “გენდერი და საზოგადოება” უნივერსიტეტში თსუ-ის სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების, თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზატორობით ჩატარდა. კონფერენციამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა და მან დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება მიიღო.

  გენდერულ თემაზე მიძღვნილ კონფერენცას დაესწრო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუაც. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და ვრცლად ისაუბრა გენდერული საზოგადოების აუცილებლობაზე. გიორგი ხუბუას შეფასებით, მსგავსი კონფერენციების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარება ამ სასწავლებლისთვის საპატიოა. რექტორის თქმით, საუბრები გენდერული საზოგადოებაზე უნივერსიტეტში ყოველთვის გაგრძელდება და ასეთი კონფერენციები ერთგვარ შემაჯამებელ სახეს მიიღებს. გენდერულ საზოგადოებას დროის მოთხოვნა და გამოწვევა უწოდა კონფერენციის გახსნისას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გუგული მაღრაძემ. დამსწრე საზოგადოებას, აგრეთვე მიესალმა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძეც. კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ნაშრომების მოკლე ანალიზი. წარმოდგენილი იქნა შემდეგი ავტორების დასახელებული თემები: მირანდა გობიანის (ქსუ, ფილოლოგიის მეცნიერებათა ასპირანტი) “მედიკოსთა სამეტყველო ქცევის გენდერული განზომილება,” ანა ვაშაყმაძის (თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრანტი) “გენდერული თანაწორობის პრობლემა გლობალიზაციის პირობებში,” თამარ მუმლაძის (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მაგისტრი) “სოციალური დომინანტობის ორიენტაციის გენდერული განსხვავებების ინვარიანტობის ჰიპოთეზა,” ნატალია მჭედლიშვილის (თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გენდერის მოდულის მაგისტრატურის II კურსელი) “ძალადობა ქალზე საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე,” ნონა ნადირაძის (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობის III კურსელი) “გენდერი და ძალადობა,” გიორგი სანაძის (თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სპეციალობის III კურსელი) “გენდერი და ძალადობა ოჯახში – კულტური კონტექსტი,” და ნატო ფიცხელაურის (თსუ, მედიცინეს ფაკულტეტის IV კურსელი|) “ჯანმრთელობის ტენდენციების გენდერული ანალიზი: ბალანსი თუ დისბალანსი?!”

  კონფერენციის დასასრულ სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნაშრომების ავტორები და მათ გადაეცათ კონფერენციაში მონაწილის დიპლომები. “გენდერი და საზოგადოების” ფარგლებში საზოგადოებამ, ასევე მიიღო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალებით თავმოყრილი სახელმძღვანელო, რომელსაც მთავარი რედაქტორობას ნინო ბერულავა უწევს. უნივერსიტეტში გამოითქვა გენდერულ საკითხებზე მსგავსი კონფერენციების განმეორების სურვილი.

ნანახია: 1071 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz