30 ოქტომბერს სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი
არჩევნები გაიმართება, ამჟამად საუნივერსიტეტო საზოგადოება
წარმომადგენლობით ორგანოს - სენატს აირჩევს. როგორც გაზეთ "ახალგაზრდა
იურისტს” ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა მაკა ძამუკაშვილმა
განუცხადა, არჩევნებისთვის უკვე ყველაფერი მზადაა, კანდიდატებმა გაიარეს
რეგისტრაცია თითოეული ფაკულტეტის მიხედვით, სულ მოხდება 8 საარჩევნო უბნის
გახსნა, არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება, როგორც უშუალოდ კანდიდატის
წარმომადგენლები, ასევე სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 6 სტუდენტი და აკადემიური პერსონალიდან
17 კანდიდატი, ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან 6 სტუდენტი და აკადემიური
პერსონალიდან 9 კანდიდატი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტიდან 2 სტუდენტი და აკადემიური პერსონალიდან 5 კანდიდატი,
იურიდიული ფაკულტეტიდან 7 სტუდენტი და აკადემიური პერსონალიდან 7
კანდიდატი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 3 სტუდენტი
და აკადემიური პერსონალიდან 6 კანდიდატი, ხოლო მედიცინის ფაკულტეტიდან 2
სტუდენტი და აკადემიური პერსონალიდან ასევე 2 კანდიდატი.
გაზეთი
"ახალგაზრდა იურისტი” დაინტერესდა იურიდიული ფაკულტეტის იმ კანდიდატთა
ვინაობით, რომლებიც მონაწილეობას ღებულობს წარმომადგენლობით არჩევნებში.
აკადემიური პერსონალიდან იურიდიულ ფაკულტეტს წარმოადგენს: არჩილ ლორია.
თამარ შოთაძე, თამარ ჩიტოშვილი, რევაზ გოგშელიძე, ზურაბ ძლიერიშვილი,
დავით მუმლაძე და დავით პატარაია. რაც შეეხება კანდიდატებს სტუდენტებიდან,
ისინი არიან: გიორგი შამათავა, მარიამ ჩეკურიშვილი, უჩა ძიმისტარიშვილი,
ნიკა შეყილაძე, ლევან კაპანაძე. ირაკლი გაჩეჩილაძე და დავით ათაბეგაშვილი.
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის” რედაქცია უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ ვრცელ კომენტარს წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
|