ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 1:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი საინტერესო სასწავლო წელს გვპირდება
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი საინტერესო სასწავლო წელს გვპირდება
5:31 PM


ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური საზოგადოების წინაშე ახალი სამოქმედო გეგმით გამოდის.

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული “ერთიანი სტუდენტური მოძრაობა” სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებს სიახლეებს სთავაზობს, თუმცა არჩევნების შემდეგ სტუდენტური მოძრაობები გაუქმებულად გამოცხადდა და ერთიანი სტუდენტური სამოქმედო პოლიტიკის გატარება ერთიანმა თვითმმართველობამ ითავა, ზაფხულშივე შემუშავებული იქნა თვითმმართველობის ახალი დებულება. იგი სამართებრივ მართვა-გამგეობის ფორმაზე გადავიდა, შემოღებულ იქნა თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობრივი პირის - პრეზიდენტის უფლებამოსილებაც. პირველად, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში, სტუდენტური  თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი გახდა, რომელიც მანამდე “ერთიან სტუდენტურ მოძრაობას” ხელმძღვანელობდა.

ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  სიურპრიზებით დაიწყო. თვითმმართველობის პრეზიდენტი, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს  საზეიმოდ მიესალმა უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ  საზოგადოებას და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ თანამშრომლობა შესთავაზა.

თვითმმართველობამ მართლაც უამრავი რამ შეცვალა რიგითი სტუდენტების ცხოვრებაში. სტუდენტობა გახდა ერთიანი. მასში გაერთიანებულ მრავალ ორგანიზაციას  საშუალება მიეცა ერთად აკეთონ საქმე და საბოლოოდ აღმოიფხრას მათ შორის დაპირისპირება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტისათვის წამგებიანი იყო.

საინტერესო ფაქტია თავად თვითმმართველობის  ურთიერთობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. თუმცა მათი განცხადებით მათი ურთიერთობა იდეალურია და თანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული. რაც შეეხება მათ სამომავლო გეგმებს,  ისინი ახორციელებენ ყველა ღონისძიებასა და  პროგრამას, რომელიც მოემსახურება უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს მომავალში  “სახალხო ბანკთან” თანამშრომლობას იწყებს, სადაც სტუდენტები სპეციალური ბარათებით 14-მდე ორგანიზაციაში ფასდაკლებით ისარგებლებენ. სტუდენტური თვითმმართველობა საარჩევნო დაპირების შესრულებას აპირებს და კინოთეატრ რუსთაველში 50%-იან ფასდაკლებას ჰპირდება 1000-მდე სტუდენტს. იგი ასევე ორგანიზებას უკეთებს უდედმამო სტუდენტთა დახმარებას ფულითა და ტანსაცმლით. გიორგი ავალიანთან ვრცელ ჩანაწერს ჩვენ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ნანახია: 1411 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz