ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები კანდიდატების თვითდაჯერებულობის ფონზე მიმდინარეობს
უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები კანდიდატების თვითდაჯერებულობის ფონზე მიმდინარეობს
5:31 PM

უნივერსიტეტში წარმომადგენლობითო ორგანოს – სენატის არჩევნები მიმდინარეობს. კანდიდატებმა თავიანთი წინაასაარჩევნო კამპანია მოკრძალებულად ჩაატარეს. არ ყოფილა ფართომაშტაბიანი შეხვედრები სტუდენტებთან, მათი აზრის გათვალისწინება და პრობლემების საარჩევნო პროგრამად ჩამოყალიბება. სამაგიეროდ, მრავლად გამოჩნდა საკმაოდ კარგ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი პლაკატები. არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღრმადაა დარწმუნებული თავის შესაძლებლობაში, განსაკუთრებით კი ის კანდიდატები, რომნლებსაც მხარდაჭერას ღიად თუ ირიბად უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უჭერს. მართალია, ყველაფერია ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მაგრამ კანდიდატის წარმატრების საფუძველიც ხშირ შემთხვეაში ძლიერი მხარდამჭერის ნებაშიცაა.

ჩვენი გაზეთი საარჩევნო უბნის გახსნიდანვე ყურადღებით აკვირდება ყველა უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს და ჩვენ უნივერსიტეტში ჩატარებული წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ მალე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მანამდე კი გაზეთი “ახალგაზრდა იურისტი“ შეეცადა იურიდიული ფაკულტეტის იმ კანდიდატი სტუდენტებისაგან მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა პროგრამით ღებულობდნენ მონაწილეობას არჩევნებში და რა იყო სენატში მოხვედრის სურვილი. მიუხედავად მცდელობისა, ჩვენს მოწოდებას მხოლოდ ერთი კანდიდატი, სტუდენტური მოძრაობა „პირველების“ ერთ-ერთი აქტიური სახე, იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი უჩა ძიმისტარიშვილი გამოეხმაურა. ჩვენ ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია სხვა კანდიდატრების ასეთი თვითდაჯერებულობა, შესაძლებელია ჩვენი გაზეთის ელექტრონული ვერსიის გვერდი მათი მასშტაბის ადამიანებისთვის მცირედად გამოიყურება და ცენტრალური პრესის ფურცლებზე გაკეთებული კომენტარები უფრო მომხიბლელად მოჩანს ამომრჩევლისათვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ხოლო რაც შეხება უჩა ძიმისტარიშვილს, მის კომენტარი ასეთია.

უჩა ძიმისტარიშვილი: “საერთოდ საარჩევნო კამპანიის დასაწყისისას ვთქვი, რომ არ დავიწყებდი პოლიტიკურ დაპირებებს. არც ვინმესთან დაპირისპირებაზე მსურდა ამეგო ჩემი კამპანია. მიმაჩნია, რომ არც ერთი და არც მეორე არ არის სტუდენტის და, მით უმეტეს, არჩევნებში მონაწილე კანდიდატის საქმე. როგორც ცნობილია, ეს არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები. შესაბამისად ყველას ვუთხარი, რომ მე ვიქნები ყველა სტუდენტის წარმომადგენელი ანუ თუ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ მის წინაშე წარმოიშვა გარკვეული პრობლემა, ის მეტყვის მე და მე, როგორც მისი წარმომადგენელი, ამ აზრს, შეხედულებას გავაჟღერებ სენატის სხდომაზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, სენატში იქნება არა კონკრეტულად ვინმე უჩა ძიმისტარიშვილი, არამედ ის ყველა სტუდენტი, რომელიც მხარს დამიჭერს არჩევნებზე და იქნება ჩემს გვერდით არჩევნების შემდეგ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყრი კენჭს სენატის არჩევნებში, ეს არის სურვილი, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღო უნივერსიტეტის შენების პროცესში. მხარს, ალბათ, დამიჭერს სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც ჩათვლის, რომ მე გამაჩნია შესაძლებლობა და ვარ ღირსი ვიყო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში.’’

ვნახოთ, ვის აირჩევს სტუდენტობა. ალბათ მართლაც ღირსეულს.
ნანახია: 889 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz