ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » წარმომადგენლობითი ორგანოს - სენატის არჩევნები უნივერსიტეტში ჩატარებულად გამოცხადდა
წარმომადგენლობითი ორგანოს - სენატის არჩევნები უნივერსიტეტში ჩატარებულად გამოცხადდა
5:32 PM
30 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც წარმომადგენლობითი ორგანო სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტდა. თსუ-ის ექვსივე ფაკულტეტს საკუთარი  კადიდატი ჰყავდა, შესაბამისად თითოეული სტუდენტი საკუთარი ფაკულტეტის წარმომადგენელს ირჩევდა. ყველა კურსის სტუდენტს  ჰქონდა უფლება, როგორც მონაწილეობა მიეღო, ასევე წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე

არჩევნების შედეგად სენატი დაკომპლექტდა 33 კაციანი ჯგუფით, საიდანაც 12 სტუდენტია, (უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელი), ხოლო დანარჩენი 21 კი ლექტორი. უბნებზე მდებარე ორი საარჩევნო ყუთიდან ერთ-ერთში სტუდენტები ათავსებდნენ ბიულეტინს და  მხარს უჭერდნენ საკუთარ კანდიდატს, მეორეში, თავის მხრივ, პროფესორ-მასწავლებლები აფიქსირებდნენ საკუთარ არჩევანს.

იურიდიულ ფაკულტეტზე 7 სტუდენტს ჰქონდა წამოყენებული კანდიდატურა. ესენი იყვნენ:  უჩა ძიმისტარიშვილი, ნიკა შეყილაძე, გიორგი შამათავა, დავით ათაბეგაშვილი მარიამ ჩეკურიშვილი, ლევან კაპანაძე და ირაკლი გაჩეჩილაძე. მათგან მხოლოდ ორს შეეძლო წარმომადგენლობით ორგანოში შესვლა. ესენი გახდნენ მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჩეკურიშვილი და მეოთხეკურსელი  გიორგი შამათავა. მათ გამარჯვებას გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” სოციოლოგიური გამოკითხვაც წინასწარმეტყველებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე გამარაჯვებული სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელია. მათ ხმათა უმრავლესობა მიიღეს და შეძლეს სენატის წევრები გამხდარიყვნენ.

სენატში შესული თორმეტივე სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობიდანაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნდობის ფაქტორი ამ ორგანოს მიმართ საკმაოდ მაღალია. სტუდენტურ თვითმმართველობაში 276 წევრია, აქედან 35 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. როგორც უკვე აღინიშნა, სენატში იურიდიულ ფაკულტეტს 2 წარმომადგენელი ეყოლება. ჰუმანიტარულ ფაკულტეტს - 3 და ა.შ.

სტუდენტური თვითმმართველობა და სენატი ერთობლივი ძალებით მმართავენ უნივერსიტეტს და ერთად გადაწყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები პირველად ჩატარდა. მაჟორიტარული წესით არჩეული სენატის 33 წევრი შემდგომ აირჩევს თსუ-ის რექტორს.

სენატის არჩევნების ლეგიტიმურობისათვის აუცილებელი იყო სტუდენტთა 1/3-ის მისვლა საარჩევნო უბნებზე. 30 ოქტომბრის არჩევნებში კი 6000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმის წინაპირობა გახდა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს I არჩევნები შედგა და შესაბამისად, სენატიც არჩეული კანდიდატებით დაკომპლექტდა.   

 

ნანახია: 947 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz