ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » რას ამბობენ იურიდიულ ფაკულტეტზე სენატში მოხვედრილი გამარჯვებულები?
რას ამბობენ იურიდიულ ფაკულტეტზე სენატში მოხვედრილი გამარჯვებულები?
5:33 PM
30 ოქტომბერს უნივერსიტეტის ცხოვრებაში კიდევ ერთმა ფურცელმა დაიწყო გადაშლა. სწორედ ამ დღეს ჩატარდა არჩევნები წარმომადგენლობითი ორგანოს დასაკომპლექტებლად და ფუნქციონერება დაიწყო სრულიად ახალმა ინსტიტუტმა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. არჩევნების დღე, ციებ-ცხელება, თუმცა უკვე გამოკვეთილი ფიგურები და მაინც მოლოდინი...

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაზეთმა "ახალგაზრდა იურისტი" გადაწყვიტა გასაუბრებოდა გამარჯვებულებს იურიდიულ ფაკულტეტზე და პირადად მიელოცა მათთვის დიდი წარმატება. ამის შემდეგ შედგა შეხვედრა გამარჯვებულ – გიორგი შამათავასა და მარიამ ჩეკურიშვილთან. როგორც მათ ჩემთან საუბარში აღნიშნეს ეს პირველი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც დაკომპლექტდება 21 პროფესორ-მასწავლებლისა და 12 სტუდენტისაგან. ამასთან არჩევნებიდან 5 დღის ვადაში დამტკიცებულ უნდა იქნას სენატის უფლებამოსილება და არჩეულ უნდა იქნას სპიკერი.

იმდენად, რამდენადაც სენატი სრულიად ახალი მოვლენაა, რამდენად მზად ხართ მუშაობისათვის?

გიორგი: აღნიშნულ არჩევნებს წინ უძღოდა თვითმართველობის არჩევნები, შესაბამისად წარმატების მისაღწევად დიდი შრომა იყო საჭირო, შრომას გამოცდილება მოჰყვა და დღეს არ გვაშინებს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია, რადგან საქმის კეთების საკმარისი გამოცდილება და უნარი გვაქვს.

მარიამი: ჩვენ ამ გამარჯვებით მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება და არა მარტო იმ სტუდენტთა წინაშე, რომლებმაც აგვირჩიეს და ნდობა გამოგვიცხადეს, არამედ საკუთარი თავის წინაშეც.

რა ვადით მოხდა სენატის არჩევა?

გიორგი: სენატი არჩეულ იქნა ოთხი წლით, თუმცა მას შემდეგ, რაც რომელიმე წარმომადგენელი დატოვებს მას, სწავლის დასრულების შემთხვევაში მოხდება მისი ჩანაცვლება იმ პირით, რომელსაც მეტი ხმა აქვს მოპოვებული.

რამდენად ელოდით ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას?

მარიამი: ველოდით, რადგან საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ ამ გამარჯვების მოპოვებაში, ჩვენ დილის 9 საათიდან ღამის 1-2 საათამდე ვმუშაობდით და საბედნიეროდ შესაბამისი შედეგიც მივიღეთ.

 რას უსურვედით საკუთარ თავს წარმომადგენლობით ორგანოში?

გიორგი: როდესაც 1200 სტუდენტიდან დაახლოებით 800 სტუდენტი გამოგიცხადებს ნდობას საჭიროა მათი იმედების გამართლება. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ფაკულტეტის ინტერესებს აღნიშნულ ორგანოში და წარმოვადგენთ მას საკმაოდ საინტერესო კუთხით. Aამიტომ საკუთარ თავს სწორედ სტუდენტთა ნდობის გამართლებას ვუსურვებ.

მარიამი: საკუთარ თავს ვუსურვებ მომეხდინოს იმ მიზნების რეალიზაცია, რის გამოც დაგვიჭირეს მხარი და გამოგვიცხადეს ნდობა.

ჩემის მხრივ და გაზეთახალგაზრდა იურისტი“- სახელით მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მათ ეს საკმაოდ დიდი წარმატება და ვუსურვო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა და რეალიზაცია.

ნანახია: 897 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz