ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ლექციაზე თავისუფალი დასწრება - უფლება, რომელიც სწორად უნდა იქნეს გამოყენებული
ლექციაზე თავისუფალი დასწრება - უფლება, რომელიც სწორად უნდა იქნეს გამოყენებული
5:33 PM

დიდი ხანი არ არის, რაც ლექციაზე სავალდებულო დასწრება, თავისუფალი დასწრებით შეიცვალა. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა სტუდენტის თავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს ყველა სტუდენტისათვის სასიამოვნო სიახლეა. ალბათ ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ლექციაზე თავისუფალ დასწრებას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, ვიდრე უარყოფითი. ამ საკითხით იმიტომ დავინტერესდი, რომ სტუდენტებში წარმოიშვა კითხვა: რამდენად თავისუფალია ლექციაზე თავისუფალი დასწრება? ამ კითხვის წარმოშობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არის შემთხვევები, როცა გამოცდაზე ლექტორი გიცხადებს, რომ მისთვის ცნობადი სახე არ ხარ, არ ახსოვხარ ლექციებიდან, უფრო მეტიც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ლექტორს ლექციაზე სტუდენტთა სია ამოუკითხავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კითხვით მიმემართა იურიდიული ფაკულტეტის ლექტორთათვის და გამერკვია, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ თემაზე.

ლექტორები ფიქრობენ, რომ ლექციაზე თავისუფალი დასწრება თვისუფალია, თუმცა “თავისუფლება არ ნიშნავს ყოველგვარ და უსაზღვრო თავისუფლებას”. თავდაპირველად წარმოშობილი კითხვა ამ ორი წინადადებით “ამომწურავად” იქნა პასუხგაცემული და წარმოიშვა ახალი კითხვაც: რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ლექციაზე თავისუფალ დასწრებას?

 ირმა ხარშილაძე; თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის ლექტორი: "ადრე არ იყო დადგენილი ლექციაზე სტუდენტთა რაოდენობა, რამაც განაპირობა ის, რომ მართლაც ბევრი სტუდენტი დადიოდა ლექციაზე, მაგრამ რამდენად ხარისხიანი იყო ეს ლექცია, უკვე მეორე საკითხია. წელს დავადგინეთ კვოტა, რომლის იქითაც არ შეიძლება ჩაწერილ იყოს სტუდენტები ანუ ამით გარკვეულწილად უზრუნველყოფილია ლექციის მაღალი ხარისხი. რამდენად გამართლებულია ლექციაზე თავისუფალი დასწრება? მე, როგორც ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ლექციაზე თავისუფალი დასწრება არ არის გამართლებული. ადმინისტრაციული სამართალი სამართლის ახალი დარგია. მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები ახლავს თან, თუნდაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც არ არის დახვეწილი. პარლამენტში დგას ახალი კოდექსის მიღების საკითხი. ჩემი ლექციები გარკვეულწილად ეთმობა სწორედ იმ ნოვაციას, რომელიც მოსალოდნელია მომავალში განხორციელდეს. საუბარია, საკანონმდებლო ხარვეზებზე და თუ სტუდენტი არ დაესწრება ლექციებს, ბუნებრივია, მარტო სემინარებზე ვერ მოხდება ამ ხარვეზების შევსება.

ლექციაზე დასწრება სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელია განისაზღვროს სტუდენტთა რაოდენობის სავალდებულო კვოტა. “ – თვლის ქალბატონი ირმა ხარშილაძე .

ამ თემასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავსაუბრებოდი იურიდიული ფაკულტეტის დეკან, ბატონ დავით კერესელიძეს. მიუხედავად მოუცლელობისა, ბატონმა დავითმა მაინც გამონახა დრო რამდენიმე სიტყვით საკუთარი მოსაზრება ეთქვა ჩვენთვის.

დავით კერესელიძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი: "სტუდენტი უნდა იყოს თავისუფალი. შესაბამისად ლექციაზე უნდა იყოს თავისუფალი დასწრება. მე ვერ გეტყვით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამას, რადგან ეს ასე უნდა იყოს. მე ვფიქრობ, უკეთესია, თუ ამ საკითხზე სტუდენტების აზრს დააფიქსირებთ.”

ნინო გვენეტაძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლიოს სამართლის ლექტორი: "სტუდენტობა მაინც ცოტა მოუმზადებელია ამ საკითხისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, თუ კი ჩვენ ასეთ სისტემას ავირჩევთ, წინარე უნდა მოვამზადოთ სტუდენტები. ლექციაზე თავისუფალი დასწრება სტუდენტს აძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, მაგრამ ეს უფლება სტუდენტისაგან საკმაო პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს. თავისუფლება არ ნიშნავს ყოველგვარ და უსაზღვრო თავისუფლებას. თავისუფალი დასწრება არ ნიშნავს იმას, რომ შენ საერთოდ არ დაესწრო ლექციებს და არ მიიღო ცოდნა. თავისუფალი შეიძლება იყო მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც უფრო მნიშვნელოვანი გარემოებით ხარ დაკავებული: შეგიძლია სახლში იმყოფებოდე და მეცადინეობდე დისტანციური მეთოდიდან გამომდინარე, შეიძლება მუშაობ ან სხვა რამით ხარ დაკავებული, სხვა რამე პრობლემა გაქვს, ავად ხარ და ა.შ. ანუ საპატიო გარემოებები გაქვს. იმისთვის, რომ ეს პრინციპი გამოიყენო, აუცილებელია გარკვეული მოტივაცია გქონდეს. თუ სტუდენტს აქვს სწორი მოტივაცია, პოზიტიური, ეს მისაღებია, მაგრამ თუ სტუდენტს ეს უფლება უმოტივოდ და დაუსაბუთებლად აქვს, ეს უკვე მას ავნებს. ლექტორისთვის ამას რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მცირერიცხოვანი აუდიტორია ყოველთვის უფრო მომგებიანია.”

მე ვფიქრობ, ლექციაზე თვისუფალი დასწრება სწორედ უნდა აღვიქვათ თითეულმა სტუდენტმა. თავისუფალი დასწრება უკიდეგანო და უსაზღვრო თავისუფლებას არ ნიშნავს. სტუდენტებმა ეს უფლება სამართლიანად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ისევ ჩვენ არ დავზარალდეთ. ლექციაზე სიარული ეს ისეთი რამეა, რაც გაცილებით მეტს გვაძლევს ვიდრე მარტო სახელმძღვანელოს კითხვა. ახლანდელი ლექციების ფორმა საშუალებას გვაძლევს არა მარტო მოვისმინოთ, არამედ აქტიურად ჩავერთოთ მასში. ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, ვიკამათოთ, რამეთუ “კამათში იბადება ჭეშმარიტი
ნანახია: 2212 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz