ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » “უნივერსიტეტის პირველი სენატორები” ანუ დავით კერესელიძე ჩატარებული წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე
“უნივერსიტეტის პირველი სენატორები” ანუ დავით კერესელიძე ჩატარებული წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე
5:39 PM
30 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები. სენატი არჩეულია და მისი წევრები უკვე შეუდგნენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

არჩევნების შესაფასებლად და სენატის ფუნქციებში უფრო დეტალურად გასარკვევად იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ბატონ დავით კერესელიძეს მივმართე. კომენტარზე იგი უყოყმანოდ დამთანხმდა, წარმომადგენლობითი ორგანოს შესახებ დასმულ ყველა კითხვაზე მიპასუხა და...… ჩემი ჟურნალისტური დებიუტიც შედგა.

პირველი ინტერვიუს დროს, ცოტათი დაბნეულს, ისიც კი დამავიწყდა, რომ იურისტი ვარ და შესაბამისად, კანონში ჩახედვა მევალება. საბედნიეროდ, ჩემი რესპონდენტი გამოცდილი იურისტია და ეს დაუწერელი წესი სწორედ მან შემახსენა. პირველმა შეკითხვამ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სენატის როლს ეხებოდა, კიდევ ერთხელ (და, ალბათ, სამუდამოდ) დამარწმუნა კანონის “უზენაესობასა” და საჭიროებაში. აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ დასმულ კითხვას კანონი პასუხობს და რადგან მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ბატონ დავითს მოუხდა, დებიუტანტისთვის კანონით ხელში ეპასუხა, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებაში შედის უნივერსიტეტის წესდების, მისი შიდაგანაწესის, ეთიკის კოდექსისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმების შემუშავება, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და ბიუჯეტის შედგენის წესის, აგრეთვე თავად ბიუჯეტის დამტკიცება. შესაბამისად, სენატი არის ძალიან ძლიერი კოლეგიალური ორგანო, რომელიც უნივერსიტეტში მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს.

ბატონი დავით კერესელიძე იმსაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტს ორი კოლეგიალური ორგანო განაგებს. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის კაბინეტში საინტერესო დიალოგსაც შევესწარი: წარმომადგენლობითი ორგანოს ორი წევრიდან ერთ-ერთმა, რომელიც სენატის პირველ სხდომას უკვე დასწრებოდა, იხუმრა, უმჯობესი იქნება, თუ სენატის წევრები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად კი არა, სენატორებად იწოდებიანო.

ხუმრობა იქით იყოს, - რაც შეეხება სენატში ადგილების თანაფარდობას, ირკვევა, რომ ესეც კანონში ყოფილა გაწერილი.

“კანონით, სტუდენტები წარმომადგენლობითი საბჭოს მესამედს მაინც უნდა შეადგენდნენ. ჩვენთან 32-კაციან საბჭოში 12 სტუდენტია, რაც “სენატორთა” მთლიანი რაოდენობის 1/3-ზე მეტია. ამდენად, სტუდენტობა საკმაოდ ძლიერი ძალაა და თუ ისინი ერთ პოზიციაზე იქნებიან, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლიც კი შეასრულონ. შესაბამისად, სტუდენტებს ექნებათ არა მხოლოდ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება უნივერსიტეტში, არამედ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავენ უნივესიტეტის მომავალს,”- აცხადებს დავით კერესელიძე.

წარმომადგენლობითი საბჭო აპრობირებული სისტემაა, რომელიც სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მოქმედებს. ამ ინსტიტუტმა სხვა ქვეყნებში გაამართლა. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აზრით, დემოკრატიული მართვისათვის ასეთი ორგანოს არსებობა აუცილებელია.

დავით კერესელიძე სტუდენტებისა და ლექტორების წინასაარჩევნო კამპანიის პერიპეტიებზეც საუბრობს. რამდენადაც მას უფლება არ ჰქონდა, სტუდენტების მიერ გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მითუმეტეს, მათ მიღებაში აქტიურად ჩარეულიყო, ამ საკითხზე იგი კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. ლექტორების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ კი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს: “თუ გეტყვით, რომ ლექტორებმა განსაკუთრებული საარჩევნო კამპანია აწარმოეს-მეთქი, მართალი არ იქნება. თითოეული პროფესორი, რომელიც კენჭს იყრიდა, ფაკულტეტზე ისედაც კარგად არის ცნობილი და მათი შესაძლებლობები ყველამ შესანიშნავად იცის. ამიტომ განსაკუთრებული დაპირებები იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ, არ ყოფილა. თუმცა, არსებობდა ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ საკითხებს წარმომადგენლობით საბჭოში დააყენებენ და მათ გადასაჭრელად იბრძოლებენ.“

“ახალგაზრდა იურისტთან” საუბარში იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ასევე შენიშნა, რომ მან ხმა მისცა იმ კანდიდატ პროფესორს, რომელიც ფაკულტეტის ინტერესებს დაიცავს.

საუბრის ბოლოს, დავით კერესელიძეს იმ სტუდენტთა შესაძლებლობების შეფასება ვთხოვეთ, რომლებიც სენატში იურიდიულ ფაკულტეტს წარმოადგენენ.

“როგორც გიორგი შამათავას, ასევე მარიამ ჩეკურიშვილს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ მოვალეობებს კარგად გაართმევინ თავს. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ეს სტუდენტების არჩევანი იყო და მე მჯერა ამ არჩევანის სისწორისა”, - დასძენს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
ნანახია: 1930 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz