ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ახალი სარედაქციო კოლეგია მუშაობას შეუდგა. გაზეთს ახალი მთავარი რედაქტორი და ახალი მთ. რედაქტორის მოადგილეებიც ეყოლება
ახალი სარედაქციო კოლეგია მუშაობას შეუდგა. გაზეთს ახალი მთავარი რედაქტორი და ახალი მთ. რედაქტორის მოადგილეებიც ეყოლება
5:40 PM

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური გაზეთი “ახალგაზრდა იურისტი” კიდევ ერთ ახალ სარედაქციო კოლეგიას ღებულობს. სარედაქციო კოლეგიათა ცვალებადობა გაზეთის განვითარების ისტორიაში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. სამოქმედო დებულების თანახმად, ერთიანი შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე, ყოველწლიურად ახალი სარედქციო კოლეგია კომპლექტდება.

22 ოქტომბერს გამართულ შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს სულ 30 სტუდენტმა გამოთქვა. სიახლეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსაც, თუმცა მიღებული განცხადებებით, რაოდენობრივად, გაზეთთან თანამშრომლობის სურვილით პირველ ადგილზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არმოჩნდნენ.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული და აქტიური სტუდენტები: ნათია თევზაძე, ნინო საგინაშვილი და რუსკა ჯიქია. კონკურს ხელმძღვანელობას უწევდა გაზეთის მთავარი რედაქტორი ქეთი გიორგიშვილი.

შემოქმედებით კონკურში სტუდენტებმა დაამუშავეს თემები: “რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?!” “ხალხი და ხელისუფლება” “თავისუფლების საპირწონე” “საქართველო-საით მივდივართ?!” “სიტყვის  თავისუფლება” “მედიის როლი სამოქალაქო

საზოგადოებაში” და სხვა.

განისაზღვრა სხვადასხვა კურსის მიერ დასაწერი თემების მიმართულებები. კონკურსში გამსვლელ ქულად მიჩნეული იქნა 12, ჟიურიმ ნაშრომები შეაფასა 5-ბალიანი სისტემით.

შემოქმედებითი კონკურსის შედეგად, ჟიურიმ წარმატებულად სცნო 10 სტუდენტი, ხოლო სარედაქციო კოლეგის თავმჯდომარესთან დამატებითი გასაუბრების შემდეგ, 2006-2007 სასწავლო წლის სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა: სოფო წაქაძე, ეკა კაველიძე, ნინო ბარქაია, ნინო ქობალია, დარინა დავითაძე, თამარ მამფორია, მარიამ ასანიშვილი, ნათია გაჩეჩილაძე, ნონა ზუბიტაშვილი, ეკა მელქაძე, ლიკა კობალაძე, ლელა ხათრიძე, ვალერი ოთხოზორია, გიორგი მარგიანი, ცოტნე მურღულია, გიორგი მესხი. ჩამოყალიბებული ახალი სარედაქციო კოლეგია წარმოადგენს გაზეთში მოღვაწე სარედაქციო კოლეგიის მერვე სტუდენტურ თაობას, რომელიც ამავდროულად არის გაზეთის იუბილარი სარედაქციო კოლეგია, რადგანაც 2007 წელი გაზეთ “ახალგაზრდა იურისტისთვის” საიუბილეოა და მას დაარსებიდან 10 წელი უსრულდება.

გაზეთის ახალმა წევრებმა უკვე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გაზეთის არსებული  ფორმატის მიმართ. გაზეთ “ახლგაზრდა იურისტის” სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნება გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” ახალი ვერსია განახლებული თემატიკითა და ის მიღებს ერთგვარი საფიხვნოს სახეს, რათა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეძლოს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და თანამშრომლობა.


გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” ახალი სარედაქციო კოლეგია მუშაობას უკვე შეუდგა. სამოქმედო დებულების თანახმად, გაზეთს მალე ახალი მთავარი რედაქტორი და მთავარი რედაქტორის მოადგილეები ეყოლება. ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მთავარი რედაქტორი, იურიდიული ფაკულტეტის III კურსელი ქეთევან გიორგიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე წასვლას აპირებს. მთავარი რედაქტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა  იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლიკა ფერაძემაც.

სარედაქციო კოილეგიის ხელმძღვანელთა ცვალებადობა გაზეთისათვის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება და არ წარმოადგენს რაიმე უთანხმოების შედეგს.

სამოქმედო დებულების თანახმად, გაზეთის სარედაქციო კოლეგის თავმჯდომარემ ახალ რედკოლეგიას უნდა წარუდგინოს ახალი მთავარი რედაქტორის კანდიდატურა და დადებითი შეფასების შემთხვეაში დაამტკიცოს იგი, ხოლო თავის მხრივ, მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგის თავმჯდომარეს სარედაქციო კოლეგიის წრიდან წარუდგენს თავისი მოადგილის ან მოადგილეების კანდიდატურებს.

სავარაუდოდ, გაზეთ “ახალგაზრდა იურისტის” რედაქციაში რეორგანიზაციის პროცესი

3 ნოემბრამდე გაგრძელდება.


ნანახია: 1290 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz