ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » მარიკა არევაძემ ქეთევან გიორგიშვილი შეცვალა ახალი რედკოლეგიის ჩამოყალიბება დასრულებულია
მარიკა არევაძემ ქეთევან გიორგიშვილი შეცვალა ახალი რედკოლეგიის ჩამოყალიბება დასრულებულია
5:41 PM



თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" სარედაქციო კოლეგიაში ახალი წევრების მიღების შემდეგ, ხელმძღვანელ პირებსაც იცვლის. გაზეთის სამოქმედო დებულების თანახმად, სტუდენტურმა გაზეთმა ახალი მთავარი რედაქტორი და მთავარი რედაქტორის ახალი მოადგილეები აირჩია. გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" ახალი მთავარი რედაქტორი 2004 წლიდან გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი მარიკა არევაძე გახდა.

მარიკა არევაძემ ქეთევან გიორგიშვილი შეცვალა. ქეთევან გიორგიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე მთავარი რედაქტორობა დატოვა. სარედაქციო კოლეგიაში განახლების პროცესი ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, ვინაიდან ყოველწლიურად ხდება შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე ახალი სარედაქციო კოლეგიის ჩამოყალიბება, სამოქმედო დებულების თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – ხელმძღვანელი პირების შეცვლა.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" მთავარი რედაქტორი მარიკა არევაძე სარედაქციო კოლეგიის მართვას ახალი მოადგილეებითვე შეუდგა. მთავარი რედაქტორის მოადგილეებად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ახალი სარედაქციო კოლეგიიდან შერჩეული, პირველკურსელი ეკა კაველიძე და მეორეკურსელი თამარ მამფორია დაინიშნენ.

გაზეთის სამოქმედო დებულების თანახმად, მთავარი რედაქტორის კანდიდატურას სარედაქციო კოლეგიას წარუდგენს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე და კანდიდატის დადებითად შეფასების შემთხვევაში ამტკიცებს მას, ხოლო თავად მთავარი რედაქტორი წარმოადგენს თავისი მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურას სარედაქციო კოლეგიის წინაშე და დადებითი შეფასების შემთხვევაში სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე ამტკიცებს მათ. ახალ სარედაქციო კოლეგიაში სამოქმედო დებულებით გათვალისწინებული ახალი ხელმძღვანელების არჩევაც სრული დემოკრატიულობით მოხდა.

მთავარი რედაქტორის მოადგილეებმა, ეკა კაველიძემ და თამარ მამფორიამ წინამორბედები – ლიკა ფერაძე და თიკო ნიბლოშვილი შეცვალეს. ლიკა ფერაძემ, ასევე საკუთარი სურვილის საფუძველზე სარედაქციო კოლეგია დატოვა, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი ამიერიდან გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას უხელმძღვანელებს.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" რედაქცია მუშაობას ახალი ძალით უკვე შეუდგა. მთავარი რედაქტორ მარიკა არევაძის განცხადებით, გაზეთი გააგრძელებს თავის ტრადიციებს, ბოლომდე უერთგულებს თავისუფალი პრესის პრინციპებს და ახალი ურთიერთობით გამოვა თავის მკითხველ საზოგადოებასთან. წარმატების სურვილს გამოთქვამს გაზეთის მთავარი რედაქტორის ახალი მოადგილეებიც.

გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის, იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუიდენტ არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, ახალ სარედაქციო კოლეგიას სერიოზული მუშაობა მართებს, რათა გაზეთი ერთი ფაკულტეტიდან საუნივერსიტეტო სტუდენტურ გამოცემად გახდეს. არჩილ კაიკაციშვილი დარწმუნებულია, რომ მუშაობის პროცესში იქნება სირთულეები და პრობლემები, მაგრამ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება მას უფრო საინტერესოდ მიაჩნია. "ჩვენც ერთი გუნდი ვართ. ერთი გუნდი ჩვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ. ყველამ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სამართლიანობის განცდა. ჩვენი წარმატება ყოველთვის სიმართლის თქმაში მდგომარეობს. როცა ხარ სამართლიანი და სიმართლე შენი ცხოვრების ყოველდღიურობაა, იქნები წარმატებული, ფათერაკიანიც და საინტერესო." – თვლის არჩილ კაიკაციშვილი

გაზეთმა - "ახალგაზრდა იურისტმა" თავისი არსებობის ისტორიაში მერვე სტუდენტური თაობით ახალი ფურცელი გადაშალა. ეს იქნება სწორედ ის სარედაქციო კოლეგია, რომელიც 2007 წელს გაზეთის ათლიან ისტირიას ყველაზე გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალით აღნიშნავს.
ნანახია: 1104 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz