ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა
უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა
5:41 PM

28 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში აშშ-ის მეხუთე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოციაცია `კვალის” საგანმანათლებლო ინფორმაციული ცენტრი და საერთაშორისო განათლების ცენტრი. ფორუმი ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართა: სემინარები აშშ-ის განათლების საკითხებზე; ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შეასახებ; შეხვედრა აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან.
გახსნის ცერემონიას თსუ-ის რექტორი გია ხუბუა, განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. პირველი მოხსენება კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიხუს მილერმა წაიკითხა თემაზე: `რატომ ისწრაფვიან სტუდენტები და პროფესორები სამართლიანი განათლებისაკენ". მილერის მოხსება საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენთვის ყველასთვის ატუალურ თემას კარნახს, გადაწერას და ლექციების მსვლელობისას სტუდენტების უყურადღებობას ეხებოდა.
როგორც ჩანს, მილერს ძალიან უკვირს სტუდენტებისაგან ასეთი ქცევები, თუმცა მან თავისი პრაქტიკიდან ერთეული შემთხვევებიც დაგვისახელა, რომელიც გადაწერას თუ კარნახს ეხებოდა და ამის დასამტკიცებლად მონიტორზე, გადაწერილი ესეებიც გვიჩვენა. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა მილერს ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიმე დიდ აუდიტორიაში ჩატარებული კოლქვიუმებისა თუ გამოცდის მსვლელობისათვის რომ ედევნებინა თვალი, სადაც სტუდენტები პირდაპირ ლექტორების თვალსწინ `პატიოსნად~ იწერენ. თუმცა, განსჯისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდნ, როგორც ამბობენ, მიზანი ამართლებს საშუალებას.
რაც შეეხება საგანმანათლებლო გამოფენას, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი `კვალია~, რომლის წარმომადგენელმა რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა შტატებში სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენს უნივერსიტეტში იყოთ წარმატებული სტუდენტი; უნდა შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები უნივერსიტეტი; შეამოწმოთ, არის თუ არა იგი აკრედიტებული; სთავაზობს თუ არა იგი უცხოელ სტუდენტებს ფინანსურ დახმარებას ან სტიპენდიას. ვინაიდან აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ რთულია, რეკომენდირებულია, რომ მზადება მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა დაიწყოთ. წარმატებებს გისურვებთ!!!
`კვალის” წარმომადგენელს TBC ბანკის გაყიდვების მენეჯერი ჩაენაცვლა, რომელმაც ამავე ბანკის მიერ შემუშავებულ სტუდენტური გრანტების პროგრამაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინატორის ჯონს სკოფილდისა და აშშ-ის საელჩოს კონსულტანტის ლინდსი ჰენდერსონის მოხსენებამ, რომელიც აპლიკაციების შევსების ხელოვნებას და J1 ვიზიტის მიღების საკითხებს ეხებოდა. ბოლო მომხსენებელმა კი Toefel-ისა და GRE-ტესტის, აგრეთვე აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
საგანმანათლებლო გამოფენის ბოლოს, უნივერსიტეტის ფოიეში აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტების აპლიკაციები დარიგდა და ლატარეა გათამაშდა, რომლის პრიზიც აშშ-ის საელჩოს მიერ დაწესებული წიგნები იყო.

 

ნანახია: 1034 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz