თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიჭიერ სტუდენტთა
შემოქმედების გამოფენა მოეწყო. გამოფენას პოეზიის საღამოც დაერთო და
შეიძლება ითქვას, რომ იმ დღეს ახალგაზრდებმა მაქსიმალურად გამოაჩინეს
საკუთარი შესაძლებლობები. ფოტოგრაფიით და პოეზიით დაინტერესებულმა ოთხმა
გოგონამ: ნათია ბაჯელიძემ; ნათია ჩარექიშვილმა, გვანცა ჯობავამ და სალომე
მაღლაკელიძემ საზოგადოებას წარუდგინეს საკმაოდ ორიგანალური სურათები,
რომლებიც საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა
ქვეყნებშია გადაღებული. გამოფენის იდეა გვანცა ჯობავას ინიციატივით მოხდა.
ეს მათთვის პირველი გამოფენა გახლდათ. რაც შეეხება პოეზიის საღამოს ის
შემოქმედთა გაერთიანების “VERSIFIKO” –ს მიერ იყო ორგანიზებული.
ნათია ჩარექიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტია. ის
სარედაქციო –საგამომცემლო საქმეს ეუფლება. მსგავსი საქმიანობა უკვე შვიდი
– რვა წელია რაც არსებობს. მისი დამაარსებელი ბატონი ამირან გომართელია.
საღამოს დასრულების შემდეგ, ნათია ბლიც ინტერვიუზე დათანხმდა. საუბრისას
მან აღნიშნა, რომ ფოტოხელოვნებით უკვე დიდი ხანია რაც გატაცებულია, თუმცა
ეს მისი სამომავლო პროფესია არაა. მის მიერ გამოფენილი სურათებიდან
ყველაზე ორიგინალური ადამიანების ფიგურები იყო, რომელიც ნათიამ კოლნში,
დასავლეთ გერმანიაში გადაიღო. მან განგვიმარტა, რომ ეს იყო კოკა-კოლის;
ლუდის და სხვა პროდუქტების ქილებისგან შემდგარი კაცის ფიგურა, რომელიც
ცენტრში, ორი მეტრის სიგრძეზე იყო განთავსებული. ნათია ორი წლის
განმავლობადი გერმანიაში ცხოვრობდა და სწავლობდა. მან უამრავი სურათების
კოლექცია დააგროვა და სამომავლოდ მათ გამოფენასაც აპირებს.
ნათია ჩარექიშვილთან ერთად მონაწილეობდა სალომე მაღლაკელიძეც, რომელიც
სხვათაშორის ახალგაზრდა პოეტიც აღმოჩნდა. სურათების გამოფენასთან ერთად
სალომემ პოეზიის საღამოშიც მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ საინტერესო
ლექსები გააცნო საზოგადოებას.
–სალომე, დიდი ხანია, რაც პოეზიამ გაგიტაცა?
– საკმაოდ დიდი ხანია, ბავშვობიდან ვწერ. უფრო ღრმად კი მაშინ
დავინტერესდი, როდესაც ფილოლოგიის ფაულტეტზე ახალგაზრდა შემოქმედთა წრე
გაიხსნა.
–ძირითადად რაზე წერ ლექსებს?
–ჩემი ლექსები ერთ თემს არ ეხება. ვწერ სიყვარულზეც და არსებულ რეალობაზეც. ჩემი ლექსების უმრეავლესობა ლირიკულია.
–როგორი საზოგადოებისთვისაა ეს ლექსები დაწერილი?
–უფრო ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი უფრო გაიგებენ თუ რა აზრია ჩემს ლექსებში ჩადებული.
–როგორც ვიცი პოეზიასთან ერთად ფოტოგრაფიითაც ხარ დაინტერესებული. დიდი ხანია, რაც ფოტოებს იღებ?
–მას შემდეგ, რაც ლონდონში ვცხოვრობდი. იქაურობა იმდენად ლამაზი იყო, რომ
გადავწყვიტე ფირზე აღმებეჭდა. დღეს ჩემ მიერ გამოფენილი ფოტოებიდან
უმრავლესობა სწორედ ლონდონშია გადაღებული.
–სამომავლოდ რას აპირებ?
–რა თქმა უნდა, ფილოლოგის სპეციალობას დავეუფლები, მაგრამ პოეზიას და
ფოტოხოლოვნებას თავს არ დავანებებ. ეს გატაცება არაა უბრალოდ. მინდა, რომ
ჩემი ლექსებით საზოგადოებამ ქართული სიტყვა შეიგრძნოს.
სალომე დღეს III კურსზეა. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ და იმედია
მომავალში უამრავ საინტერეო ფოტოებს და ლექსებს შემოგვთავაზებს, ამჟამად
კი ჩვენს ინტერნეტ მკითხველს მისი შემოქმედებიდან ერთ – ერთ ლექსს
შევთავაზებთ:
შენ
შენ ჯოკონდა ხარ ლეონარდოსთვის,
გალაკტიონის –მერი.
შენზე ტიციანს დაუწერია:
სხვებმა მოისხან ფეხები ირმის!
შენ ანგელოზი შეგარქვეს უწინ,
როცა რუსთველი თამარს ეტრფოდა,
შენ დაგიხატა რილკემ სამყარო,
ცვეტაევა რომ ვერ დაივიწყა...
შენ, ერთი სიტყვით, მუზა ხარ ღმერთის,
სულყველაფერი – ჩემთვის!
|