ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 3:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სახელმწიფო უნივერსიტეტში "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამაზე ისაუბრეს
სახელმწიფო უნივერსიტეტში "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამაზე ისაუბრეს
5:42 PM

28 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი ხუბუას მოწვევით, ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს"” ("ემ-სი-ჯი") აღმასრულებელი დირექტორი ლაშა შანიძე სტუდენტებს შეხვდა და ამ ორგანიზაციის პროგრამა, საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდობის ინფორმირება იმ ტენდენციებზე, რომლებმაც უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრები უნდა განაპირობოს.
“ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” პროგრამის ძირითადი მიმართულება სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა. ამ მიზნის მისაღწევად, ამერიკის მთავრობამ დახმარების სახით, საქართველოს 300 მილიონი დოლარი გამოუყო. ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
“ჩვენ ხალხთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ. საქართველო თავად განსაზღვრავს განვითარების გეგმას, რაშიც გადამწყველი როლი მოსახლეობას ენიჭება. სწორედ ამიტომ, “ემ-სი-ჯი” სტუდენტებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს,” - განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა შანიძემ.
“ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველო” საქართველოს მთავრობამ აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” გაფორმებული შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით დააფუძნა. ეს პროგრამა საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გზით სიღარიბის დაძლევას. კორპორაცია დახმარებას უწევს იმ ქვეყნებს, სადაც ხელს უწყობენ ეკონომიკურ თავისუფლებას.
საქართველოს განაცხადი შემუშავდა ფართომასშტაბიანი კონსულტაციების საფუძველზე. საზოგადოებასთან კონსულტაციის პროცესი 2004 წლის ზაფხულში დაიწყო, რაც გულისხმობდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან რეკომენდაციების, წინადადებებისა და საპროექტო იდეების მიღებას.
“საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის” ისტორია 2004 წლის მაისიდან იწყება, როდესაც საქართველო აშშ-ს “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ფარგლებში დაფინანსების მიმღებ 16 პოტენციურ ქვეყანას შორის დასახელდა. ამას მოჰყვა საპროექტო განაცხადის წარდგენა, მოლაპარაკებები ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და სხვა. შედეგად 2006 წლის 7 აპრილს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა” საქართველოში ოფიციალურად შევიდა ძალაში.
სულ ცოტა ხნის წინ, “ემ-სი-ჯიმ” მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია დაიწყო. გარდა ამისა, “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აგრობიზნესის განვითარების პროექტს 15 მილიონი დოლარით, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, - 49,5 მილიონით, ხოლო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას 60 მილიონი დოლარით აფინანსებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ემ-სი-ჯი”-ს ხელმძღვანელის სტუმრობის დროს განხილულ იქნა ის შესაძლებლობები, რომლებიც “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში” სტუდენტების მონაწილეობას შეეხება.
“ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. საქართველოს აღმშენებლობა მათზეა დამოკიდებული. სწორედ ახალგაზრდები არიან პროგრამის მთავარი ბენეფიციარები, რაც ამ პროგრამაში მათ ჩართვას გაცილებით დიდ მნიშვნელობას სძენს,”- აცხადებს ლაშა შანიძე.
მუშაობის გამოცდილების მიღების მიზნით, “ემ-სი-ჯი” სტუდენტებს პრაქტიკებს სთავაზობს. ახალგაზრდები ტესტირების გზით შეირჩევიან და 2-3 თვიანი პრაქტიკის დროს საშუალება ექნებათ, ამ ორგანიზაციასთან ითანამშრომლონ.

 

ნანახია: 940 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz