ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ეკა ხოფერია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ეკა ხოფერია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
6:17 PM

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ეკა ხოფერია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა 28 ნოემბერს დავით სარაჯიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შედგა და ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი უწევდა. ჟურნალისტ ეკა ხოფერიასრთან შეხვედრის თემა თავისუფალი იყო, სტუმრის მოწვევა კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საზოგადოებაში, მათ შორის სტუდენტურ საზოგადოებაშიც დაგროვდა ბევრი მოსაზრება და შეკითხვა, რომელიც გამოძახილი იყო ცნობილი ტელეწამყვანის გადაწყვეტილებით – დაეტოვებინა სამაუწყებლო ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ღიად დაეფიქსირებინა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თავისი საზოგადეობრივი პოზიცია.
ქალბატონი ეკა ხოფერია ჩვეული გულწრფელობითა და უშუალობით გაესაუბრა დარბაზრს. ამჟამად რადიო `იმედის~ ჟურნალისტმა გაიხსენა თავისი ცხოვრების ის წლები, თუ როგორ მოვიდა ქართულ ჟურნალისტიკაში, როგორ დაიწყო თანამოაზრეებთან ერთად ტელეკომპანია `რუსთავი 2~ - ის მშენებლობა, ვრცლად ისაუბრა კოლეგებზე, რომელთა ერთადაც, სულ სხვა ურთიერთობისა და დაფასების გარემო იქმნებოდა შვილივით ნაზარდ ტელეკომპანიაში, გაიხსენა ბიოგრაფიის ყველა ის ნიშანდობლოივი დეტალი, რამაც "რუსთავი 2"-დან სასიამოვნო გასახსენებლად გამოჰყვა.
შეკრებილი სტუდენტები, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ ტელეჟურნალისტის გადაწყვეტილებით, არხის დატოვების რეალური მიზეზით, ითქვა, რომ ეს იყო ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ეკა ხოფერიამ ვრცლად ისაუბრა "რუსთავი 2"-ის დატოვების რეალურ მიზეზებზე, ამომწურავი ინფორმაცია მისცა შეკრებილ აუდიტორიას, დაადასტურა, რომ მის მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა. მისი თქმით, ამის შედეგს წარმოადგენდა ჯერ კიდევ "ღამის კურიერის" მოულოდნელი დახურვა, შემდგომში მოწვეული სტუმრების შერჩევა მისგან დამოუკიდებლად, არხზე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ფორმალური ყოფნა, რაც, მისი თქმით, საზოგადოების წინაშე დიდ უხერხულობას ქმნიდა.
ეკა ხოფერია: "მაშინ, როცა ხალხს ჰგონია, რომ ეთერში, რა უნდა გავიდეს და რა არა ანუ საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა, ეხება არხის საინფორმაციო სამსახურს ანუ უშუალოდ ეკა ხოფერიას, სინამდვილეში არანაირი კონტროლი არ გაქვს, თუ მართლაც რა უნდა გაშუქდეს, ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელ და უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა, საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვა. ყოველივე ეს ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევდა, მაგრამ არხის დატოვების გადაწყვეტილება მაინც არ მივიღე. "თავისუფალ თემაში," როცა განცხადება გავაკეთე, რომ მე მივდივარ, მერწმუნეთ, ეს არ იყო გათვლილი, მაგრამ ეს იყო შედეგი. როცა მთელი საზოგადოება იმ განსახილველ საკითხზე ელოდებოდა ძალიან ობიექტური კითხვების დასმას, როცა იდგა საკითხი ჩემი პროფესიული მოვალეობისა და გამოცდილების და ზეწოლის გამო, ხედავ, რომ ვერ ამბობ იმას, რასაც მთელი დარბზი ელოდებოდა, ეს იყო ჩემთვის, ადამიანურად ძალიან დამთრგუნველი და ის საფუძველი, რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება" - გაიხსენა ქალბატონმა ეკა ხოფერიამ
ცნობილი ჟურნალისტი თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. უბრალოდ, მისთვის თავმდაბლურად საამაყოა ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებას რაღაც მაგალითი მისცა. ეკა ხოფერიამ გაიხსენა ის გამოხმაურებებიც, რაც საზოგადოების ყველა ფენის მხრიდან უშუალოდ მიიღო. ფიქრობს, რომ ახლა უფრო მეტად გრძნობს პროფესიულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, არხზე დარჩენილი კოლეგების საყვედურს "ეს იყო ღალატი" - არ ეთანხმება და საზოგადოებრივი აზრის მხარეს დგომა უფრო მეტი პასუხისმგებლობით განაწყობს. საუბრობს თავის ახალ სამსახურზე რადიო "იმედში", ამბობს, რომ უახლოეს დროში არ გაუძღვება პოლიტიკურ თოქ-შოუს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას, არ აპირებს არც "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებას და ფიქრობს, რომ ყოველდღიური ურთიერთობით საზოგადოებასთან გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო.
ქალბატონმა ეკა ხოფერიამ უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ უამრავ შეკითხვას. განხილული საკითხები, ძირითადად შეეხებოდა ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელობას, პრობლემებს, დამოუკიდებლობის ხარისხს. ეკა ხოფერიამ მოისმინა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გულისტკივილი, როცა მათ არ აქვთ პროფესიული გამოცდილების პრაქტიკა და ტელესივრცე თუ მედია კარჩაკეტილია მათთვის. ჟურნალისტი თვლის, რომ დღევანდელ საქართველოში ეს მართლაც პრობლემაა და ამ მხრივ მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
შეხვედრიოს დასასრულ. ცნობილ ქართველ ჟურნალისტს შეკითხვით მიმართა სტუდენტური გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა. შეკითხვა შეიცავდა დღევანდელი საზოგადოების შეფასებას და იმის გარკვევას, ხომ არ მოხდა ფასეულობათა ცვალებადობა და რა როლი აკისრია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ქართულ ჟურნალისტიკას? ეკა ხოფერია შენიშნავს, რომ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ გაცხოების ტენდენცია იგრძნობა, ფასეულობათა გადაფასებით რევოლუციის შემდეგ ნამდვილად რაღაც შიცვალა, შეიცვალა კოლეგიალობაში, მეგობრობაში, ურთიერთდამოკიდებულებაში. ეს მას სახიფათოდ ეჩვენება. თვლის, რომ ქართულ ჟურნალისტიკას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. ცნობილი ქართველი ჟურნალისტის შეფასებით, ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი და სახე უნდა იყოს.
ნანახია: 1265 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz