ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » გაზეთ „ახალგაზრდა იურისტის“ მთავარი რედაქტორის სეფესიტყვა
გაზეთ „ახალგაზრდა იურისტის“ მთავარი რედაქტორის სეფესიტყვა
6:17 PM

მარიკა არევაძე

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო! ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ, თქვენ, ასე მოლოდინით, რომ ელოდებოდით ჩვენი გაზეთის განახლებული ნომრის გამოცემას, ჩვენ, ასე დიდი მონატრებით, რომ გვსურდა თქვენთან შეხვედრა-შეთანხმება. ჩვენ დაგიბრუნდით. მართალმა კაცებმა ჩვენი მართალი სტუდენტური სიტყვა გაგვიგეს და „ახალგაზრდა იურისტმაც“ თავისი არსებობა ისევ შეახსენა ერთგულ მკითხველს. ამ ხნის მანძილზე განუზომლად დიდი იყო თქვენი სურვილები და მორალური მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თავისუფალ სიტყვას, მით უფრო სტუდენტურ სიტყვას სულ სხვა ძალა და დატვირთვა აქვს. მის გათავისება ახლა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ვინაიდან მაქვს პატივი გაზეთ „ახალგაზრდა იურისტის“ მთავარი რედაქტორი ვიყო. ვიყო სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი ქართული სასწავლებლის, ალბათ, ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ფაკულტეტის სტუდენტი, ეს ჩემთვის კიდევ სხვა განცდაა და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, ხელმძღვანელობდე უკვე ათწლიანი ისტორიის მქონე საფაკულტეტო სტუდენტურ გაზეთს, პასუხისმგებლობაა მრავალგზის- საკუთარი ოჯახის, თანატოლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მთლიანი საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე. სწორედ, ყოველივე ამის გაცნობიერება წარმოადგენს იმის განცდას, რომ გაზეთი ბოლომდე უერთგულებს თავისუფალი პრესის პრინციპებს, შეინარჩუნებს დამოუკიდებლობის ხარისხს, იქნება ბოლომდე პრინციპული და კრიტიკული, როცა შევამჩნევთ, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უკეთესობისაკენ არაფერი იცვლება, დავუდგებით სტუდენტს გვერდით საკუთარი უფლების დასაცავად, არ გადავუხვევთ არჩეულ თემატიკას, მავენს ეს რაც არ უნდა მიუღებლად მოეჩვენოს. სიმართლისათვის ბრძოლა სამართლიანი ადამიანების მძიმე ჯვარია. ალბათ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომ იყო სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტიც. Aამ გაზეთის ფურცლებს კი ჩემი უამრავი სუსხიანი წერილიც ახსოვს. ვფიქრობ სტუდენტური საზოგადოება ახლა უნდა იყოს საოცრად ერთიანი ყველა იმ საკითხში პოზიციის დასაფიქსირებლად, ვიდრე ჩვენმა პასიურობამ სახვალიო ზიანი მოგვაყენოს. ჩვენ ხომ ყველაფერი საერთო მიზნისათვის გვჭირდება და გვინდა - დავამკვიდროთ ისეთი საზოგადო ურთიერთობა, სადაც ადამიანის ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესს ზნეობა და სამართალი განსაზღვრავენ. ყოველივე ამაში ერთიანი სიტყვის ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება გაზეთი „ახალგაზრდა იურისტი“ და დღევანდელი სარედაქციო კოლეგია, რომელსაც მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ნდობისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ჩვენ არ შევიცვლებით, რადგანაც შეუცვლელი იქნება ყოველთვის სტუდენტური სიტყვის ძალა. ჩემი ხელმძღვანელობის დროს, გაზეთი `ახალგაზრდა იურისტი” გააგრძელებს ყველა კარგ ტრადიციას, რომელსაც ამ გაზეთის განვითარებისათვის განსაზღვრავდნენ და ამკვიდრებდნენ წინამორბედი მთავარი რედაქტორები: თამარ გარდაფხაძე, არჩილ კაიკაციშვილი, ქეთევან გიორგიშვილი... ვფიქრობ, სხვანაირად მოქცევის უფლება არც მე დამრჩენია და მაქვს.
დიახ, ჩვენ დავბრუნდით,
ჩვენც ერთი გუნდი ვართ!
ნანახია: 1005 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz