ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ირაკლი ყანდაშვილი “მე-20 საუკუნის საუკეთესო ადვოკატის” ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი
ირაკლი ყანდაშვილი “მე-20 საუკუნის საუკეთესო ადვოკატის” ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი
6:18 PM
ირაკლი ყანდაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 2006 წლის გაზაფხულზე წარმატებით დაამთავრა და რამოდენიმე დღის წინ დოქტურანტურაში ჩაირიცხა.
სტუდენტობის პერიოდში ირაკლის შთამბეჭდავი წარმატებები ჰქონდა. მან უნივერსიტეტში თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. პირველივე კურსზე იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 2004 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრია. იგი იყო კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის სექციის თავმჯდომარე, სამოქალაქო სამართლის სექციის თავმჯდომარე, “ILSA” საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი და შემდგომში პრეზიდენტი. ირაკლი ყანდაშვილის ნაშრომებმა აღიარება დაიმსახურეს სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც პირველი ხარისხის დიპლომებით არაერთხელ დაჯილდოვდა. დიდია არეალი იმ საერთაშორისო კონფერენციებისა, სადაც ირაკლი ყანდაშვილს აქვს მიღებული მონაწილეობა. აი, ზოგიერთი მათგანი:
ლვოვში – საერთაშორისო კონფერენციები 2005, 2006 წლები – “ადამანის უფლებების სამართლებრივი სისტემისა და სახელმწიფოს აქტუალური პრობლემები”;
სანკტ-პეტერბურგში – სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციები- 2002, 2004, 2005 წლებში; პეტერბურგის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია;
მოსკოვში – კონფერენცია – “ტრანსკავკასიური დიალოგი”, 2004წელი; ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენცია, 2004 წელი.
კიევში – კონფერენცია “კერძო სამართალი: არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები”, 2005წელი; ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, 2002წელი.
ბერლინში- ჰუმბოლტის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია;
ჰამბურგში – საერთაშორისო გერმანულენოვანი გაცვლითი სემინარი.
2005 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყოველწლიურ სტატიათა კონკურსში. ამავე წელს გადეცა საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის დიპლომი და საუკეთესო მომხსენმებლის სიგელი XIII –XIV ეროვნულ საპარლამენტო დებატებში გამარჯვებისათვის. ირაკლი ყანდაშვილი იყო ორგანიზატორი საერთაშორისო კონფერენციების: “ქართულ-რუსული ურთიერთობები XX-XXI საუკუნეების მანძილზე”, რომელიც ჩატარდა 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტების მონაწილეობით. კონფერენციის- “საერთაშორისო ხელშეკრულებების როლი ქართულ კანონმდებლობაში”, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდისა და თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების სახელით 2006 წელს უნივერსიტეტში გაიმართა.
სტუდენტობის პერიოდში ირაკლი ყანდაშვილი განსაკუთრებული სიამაყით ატარებდა ცნობილი ცივილისტის და საზოგადო მოღვაწის სერგო ჯორბენაძის სახელობის სტიპენდიანტის სახელს. ახალგაზრდა მეცნიერის ცოდნა და ერუდიცია სათანადოდ დაფასდა 2005 წელს:
2005 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ირაკლი ყანდაშვილს პრეზიდენტის სტიპენდია დაენიშნა.
ირაკლი ყანდაშვილის წარმატებების აღსანიშნვად საერთაშორისო სამართლებრივმა ცენტრმა “ანდრონიკაშვილი, საქსენ – ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” და ცენტრის ხელმძღვანელებმა პრინცმა ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგმა და პრინცესა ნანა ანდრონიკაშვილმა ირაკლი ყანდაშვილს დოქტორანტურაში სწავლების განმავლობაში “მე-20 საუკუნის საუკეთესო ადვოკატად” აღიარებული, მე-20 საუკუნის საადვოკატო მოღვაწეობის კორიფეს – ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, საქართველოში იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებლის, სახელობის სტიპენდია დაუნიშნა საერთაშორისო სამართალში. პრინცესა ნანა ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ნათესავია და აღნიშნული სტიპენდიის დანიშვნით ერთგვარ ისტორიულ ხიდს აბამს დღევანდელ რეალობასთან.
აღნიშნული სტიპენდია ირაკლი ყანდაშვილამდე მიიღო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ--პროფესორმა ეკატერინე ბაღიშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მრავალ სხვა კანდიდატს შორის იქნა შერჩეული. ნანა ანდრონიკაშვილი: “ჩვენ ძალზედ გვეამაყება, რომ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მეტად ღირშესანიშნავი ადვოკატის სახელს ვუკავშირებთ ირაკლი ყანდაშვილს, რომელიც არამარტო ჩვენი აზრით, არამედ მრავალი სხვა იურისტის აზრითაც, ერთობ იმედისმომცემი და პერსპექტიული ახალგაზრდა ადვოკატია დღევანდელ საქართველოში”.
ფირმის პარტნიორები პრინცი ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგი და ბატონი ალექსანდრე ბარამიძე ერთხმად აღნიშნავენ: ”ამ ახალგაზრდას, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მის გარეთ ბადალი არ ჰყავს, მისი მარწმუნებლები მას, როგორც ადვოკატს უდიდეს პატივს სცემენ, ხოლო მოწინააღმდეგე იურისტები უფრთხიან პროცესზე შეხვედრას”.
ვულოცავთ ჩვენი ფაკულტეტის დოქტორანტს და პრაქტიკოს ადვოკატს აღნიშნულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ.
ნანახია: 2283 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.4/7 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz