ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 3:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » უნივერსიტეტში გიორგობაა...
უნივერსიტეტში გიორგობაა...
6:20 PM
კაიკაციშვილი

 

გიორგი ხუბუა გამარჯვებისთვის ემზადება. სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა უკვე დასრულდა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 5 იანვარს ახალ რექტორს აირჩევს. გიორგი ხუბუას უკვე გამოუჩნდა კონკურენტი, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მოცემულ ვითარებაში, ეს მხოლოდ ფორმალური კონკურენციისა და შეჯიბრებითობის იმიტაცია იქნება. გიორგი ხუბუა ამ არჩევნებში უალტერნატივოა და საუნივერსიტეტო საზოგადოება მისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადება. ფაქტობრივად, ამ არჩევნებით სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულდება მთელი ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, უნივერსიტეტი იბრუნებს თავის ავტონომიურობას, იწყება მუშაობა ახალი წესდების შემუშავებასთან დაკავშირებით. გიორგი ხუბუა რექტორის არჩევნებში მონაწილეობს და ეს უკვე ბევრისმთქმელი გადაწყვეტილებაა. რამდენად შენარჩუნებული იქნება არჩევნებში აკადემიური გარემო, ცოტა ძნელი სათქმელია, არადა ყველაზე სასურველია, სასურველია დღეს, ვიდრე არასდროს. თუ უნივერსიტეტის კეთილმოსურნენი ვართ, გვსურს ერთხელ მაინც ღირსეულის სახელი დავტოვოთ, პოლიტიკა არ უნდა გაეკაროს ისედაც აპოლიტიკურ ორგანოს. ეს იქნება ახალი კონტრეაქციის საფუძველი, რაშიც შეიძლება ლოგიკა იყოს კიდეც. სწორედ არჩევნების დემოკრატიულობამ და აკადემიური საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხმა უნდა გამოავლინოს პირველი უნივერსიტეტეტლის ვინაობა. გიორგი ხუბუას გაცნობიერებული აქვს თავისი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომ მონაწილეობა მიიღოს რექტორის საპატიო სავარძლის დასაკავებლად, რათა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს პირველი ქართული სასწავლებლის მოდერნიზაცია და ევროპიზაცია.
გიორგი ხუბუა უნივერსიტეტელია და წინამორბედისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად ახლოს დგას საუნივერსიტეტო პრობლემებთან, შეუძლია კოლეგიალობით, აზრთა გაცვლისა და თანამშრომლობის საშუალებით შექმნას საუნივერსიტეტო კონსენსუსი, არ დაუშვას გამოცდილი და პროფესიონალი კარდების სახლში გაშვება, მოახდინოს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საზოგადიების გონივრული ასაკობრივი ბალანსირება, არ დაუშვას საუნივერსიტეტო თაობათა შორის ,,ხიდჩატეხილობის" პრობლემის გაჩენა, სახელმწიფო უნივერსიტეტი აქციოს ეროვნული ფასეულობების მთავარ ნიშანსიტყვად, ეროვნული იდეოლოგიის კერად, ქართული მეცნიერების განვითარების საფუძვლად, გადაწყვეტილებების ავანგარდში მოიაზროს სტუდენტური საზოგადოება.
აი, ეს არის ჩვენს საუნივერისტეტო სინამდვილეში ყველაზე აქტუალური საკითხები, რომელსაც არჩეული რექტორი მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. არჩეულ რექტორს უნდა მიეცეს დამოუკიდებელი საუნივერისტეტო პოლიტიკის გატარების საშუალება, რათა საუნივერსიტეტო რეფორმის და ბოლნიის პროცესის შედეგი ჩვენს სინამდვილეში მალე ვიგრძნოთ. გიორგი ხუბუას აქვს საკმარისი გამოცდილება საამისოდ, რომ მოახდინოს ურთიერთობის ბალანსირება და შექმნას მშვიდი აკადემიური გარემო. მას გააჩნია ექსტრემალურ ვითარებაში სწორი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილებაც. ამის მაგალითს რექტორის მრჩეველთა საბჭოს შექმნაც იძლევა, რომელიც საუნივერსიტეტო სახეებით ჩამოყალიბდა. ის, რაც ვერ სეძლო რუსუდან ლორთქიფანიძემ, შეძლო გიორგი ხუბუამ. თუნდაც ის, რომ წინამორბედისაგან განსხვავებით, გიორგი ხუბუა ამბობს, რომ დგას სტუდენტურ საზოგადოებასთან,რადგანაც სტუდენტური საზოგადოების გვერდით დგომაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო.
დღეს გიორგი ხუბუა ატუდენტობაში დადებითი შეფასებით სარგებლობს. სააუდიტორიო გამოცდილება პიროვნების შეფასებაში მაინც თავის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. სტუდენტობამ, რომელმაც გიორგი ხუბუას დანიშვნისას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში განსახორციელებელი 12 მოთხოვნა შესთავაზა ცნობილი ისტორიული დეკლარაციის სახით, მის განხორციელებას ალბათ უკვე არჩეული რექტორისაგან მოითხოვს. უნივერსიტეტში მოლოდინი და ნდობის ფაქტორი სადღეისოდ მართლაც დიდია. ის, რომ საუნივერისტეტო სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტურ ინიციატივაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი რეალობა უნდა იყოს, გიორგი ხუბუას ამ საქმის განხორციელებაში გიორგი ავალიანიც ეხმარება. ორი გიორგის სურვილის რეალიზებაც და პერსპექტივაც უკვე ყოველდღიურ ხელშესახეობაობას წარმოადგენს.
გიორგი ავალიანი უნივერისტეტის უკვე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის არჩეული პრეზიდენტია. თვითმმართველობა უნივერისტეტში უკვე რეალობაა, ის უნდა იყოს ქმედითი _ ამას სტუდენტური საზოგადოება შევაფასებთ. მთავარია, მან მიიღო ლეგიტიმურობა,გიორგი ავალიანმა კი უფლებამოსილება _ ისაუბროს მთელი სტუდენტობის სახელით. გიორგი ავალიანს უნივერსიტეტის პირველის თანასწორი პასუხისმგებლობა დაეკისრა. მისთვის, ასევე გასათვალისწინებელი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო სტუდენტური საზოგადოების სოციალური ბუნება, ამ საზოგადოებასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა და ლოგიკურობა. გიორგი ავალიანი აღარ არის ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" ხელმძღვანელი. ახლა იგი სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერია. ლიდერის პასუხისმგებლობაც სხვა რეალობაა და სხვა განზომილება, უთუოდ. საამისოდ, გიოეგი ავალიანიც გონიერი ფიგურაა, საუნივერსიტეტო რეალიებში თავისი სწორი გადაწყვეტილებები და გათვლა, რომ ვერ გააკეთოს. დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო სტუდენტურიპოლიტიკის განსაზღვრაც ხომ მართლაც ძალიან რთული ამოცანაა და პროცესი. ვფიქრობთ, გიორგი ავალიანს შესწევს უნარი და ძალა _ იგი განსაზღვროს და წარმართოს კიდეც. არის საუტივერსიტეტო საზოგადოების განწყობაც და მოლოდინიც, რომ გიორგი ხუბუა და გიორგი ავალიანი უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებენ ახალ საუნივერსიტეტო რეალობასა და ვითარებაში.
დღრეს უნიუვერსიტეტში ორი ძლიერი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უფლებამოსილების მქონე ფიგურა,საერთო მიზნებისა და იდეების განხორციელებისათვის სხვადასხვა ფლანგზე მებრძოლი _ ორი გიორგია.
უნივერსიტეტში გიორგობაა, უბრალოდ...

 

ნანახია: 1014 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz