ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 6:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » მე, ბიუჯეტი და ერთიანი ეროვნული გამოცდები, ანუ “ეშმაკი დეტალებშია”
მე, ბიუჯეტი და ერთიანი ეროვნული გამოცდები, ანუ “ეშმაკი დეტალებშია”
6:21 PM
მას შემდეგ, რაც გა-პიარ-ებულმა და რაც მთავარია, ობიექტურად ჩატარებულმა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ჩვენი განვითარებადი დემოკრატიული სახელმწიფო ორჯერ შეძრა, საზოგადოებამ საბოლოოდ ირწმუნა, რომ შესაძლებელია, აბიტურიენტი თავისი ცოდნით ნებიმიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს და სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს. და რაც ყველაზე მთავარია, - ეს ყველაფერი მდიდარი მამიკოს “ცოტაოდენი დახმარების” გარეშე გააკეთოს.
რეფორმა გრავიტაციული მუდმივა არ არის და მისი მიმდინარეობის პროცესში ზოგიერთი ნიუანსი აუცილებლად იცვლება. ასე მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაშიც: პირველად ჩატარებული გამოცდები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა მეორისაგან, კარს მომდგარ მორიგ მისაღებ გამოცდებშიც აუცილებლად იქნება სიახლეები. რეფორმა, რასაკვირველია, ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება და ვერც რეფორმატორი გაექცევა კრიტიკის ქარცეცხლს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს მაინც ეპარება ეჭვი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიუკერძოებლებაში და მაღალ ინსტანციებში ჩაწყობებზე ლაპარაკსაც არ ერიდება, მე, როგორც ერთი რიგითი მონაწილე ამ პროცესისა, “ურწმუნო თომებს” არ ვეთანხმები.
თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას იმ გაუგებრობებზეც (ვისთვის მნიშვნელოვანზე, ვისთვის კი უმნიშვნელოზე), რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდების წინ ჰქონდა ადგილი. კერძოდ, აბიტურიენტები იანვრამდე არ ვიყავით იმფორმირებულები იმის შესახებ, რომელ ფაკულტეტზე რამდენი და რომელი საგანი ბარდებოდა. პირადად მე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფუჭად ვშრომობდი, - იმ საგნებში (ისტორიასა და გეოგრაფიაში) ვემზადებოდი, რომელიც თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე მოსახვედრად, თურმე, საერთოდ არ მჭირდებოდა.
ამასთან, ვიქნები ობიექტური და იმ სიხარულსაც აღვნიშნავ, რომელსაც აბიტურიენტი მას შემდეგ განიცდის, როდესაც იგებს, რომ ორი საგნით ნაკლები აქვს სამეცადინო. ეტყობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზატორებმა სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინეს და აბიტურიენტებს “სასიამოვნო სიურპრიზი” შესთავაზეს.
ჩემი “ახლო წარსულიდან” ისიც მახსენდება, რომ რეგისტრაციის პროცესში, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აბიტურიენტის ბარათის გამოცვლა გახდა საჭირო, რაც საბიოლოო ჯამში, საკმაოდ ძვირი დამიჯდა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით (თუ რატომ, ამის შესახებ ოდნავ ქვევით მოგახსენებთ)... ასე იყო თუ ისე, მას მერე, რაც აბიტურიენტის ახალი ბარათი მომცეს, შევიტყვე იმ დროისთვის უმნიშვნელო დეტალი, რომელმაც მოგვიანებით გარკვეული როლი შეასრულა ჩემი ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში, - მასში ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის დღე იყო შეცვლილი...
ამის მერე იყო სამი ერთიანი ეროვნული გამოცდა, ქულების დაჯამება, სკალირებული ქულების გამოთვლა და ა.შ. როგორც ცნობილია, წელს სახელმწიფო გრანტი ზოგად უნარ-ჩვევებში დაგროვილი ქულების მიხედვით გადანაწილდა. აბიტურიენტებს ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებმა ეს გამოცდა ოთხ ნაკადად ჩააბარეს. თითოეულ ნაკადში ეს ტესტი სხვადასხვა სირთულისა იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო (თუ სასაცილო არა) ის არის, თუ როგორ დადგინდა ამა თუ იმ ვარიანტის სირთულე: ყველაზე რთულად ჩაითვალა ის ტესტი, რომლის წერისასაც აბიტურიენტებმა ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს. ასეთი “დამაჯერებელი” არგუმენტის შემდეგ მოდი და ნუ ირწმუნებ ყველაფრის ჭეშმარიტებას. განათლების რეფორმის მამამთავრები, ეტყობა, არ დაფიქრებულან იმაზე, რომ ამა თუ ვარიანტში ნაჩვენები დაბალი შედეგების მიზეზი სხვა, უფრო ბანალური რამ ყოფილიყო, - უბრალოდ, ერთ ნაკადში მოხვედრილი აბიტურიენტების უმეტესი ნაწილი არასათანადოდ ყოფილიყო მომზადებული. თუმცა, ჩემი მოსაზრება ბევრს არაფერს წყვეტს და ე.წ სკალირებული ქულის დადგენისას, უპირატესობა იმ აბიტურიენტებს ენიჭებათ, რომლებმაც უფრო “რთული” ვარიანტი დაწერეს (ჩემი “ვერსიით”: “მარტივი” ვარიანტი წერეს, ოღონდ არასათანადოდ მომზადებულ აბიტურიენტთა ნაკადში)...
ერთიანი ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვამ ჩაიარა და უკვე სტუდენტი ვარ. რამდენიმე დღის წინათ მოულოდნელად შევიტყე, რომ ზოგიერთი სტუდენტის 70-პროცენტიანიანი დაფინანსება 100-პროცენტიანით შეიცვლა. “მოულოდნელად” იმიტომ, რომ მსგავს ნაბიჯებს, როგორც წესი, დიდი თვითრეკლამა და თავის ქება მოსდევს ხოლმე, ამჯერად კი მსგავსი არაფერი მომხდარა. მეტიც, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ განათლების სისტემის ხელმძღვანელობა ცდილობდა, მის მიერ გაკეთებული “სიკეთის” შესახებ საზოგადოება ნაკლებად ყოფილიყო ინფორმირებული. მხოლოდ ის ითქვა ცალყბად, რომ 100 პროცენტით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა...…
ახალი ამბავის გაგებისთანავე ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო (მეც 70 პროცენტით დაფინანსებულთა კატეგორიას მივეკუთვნები), ვიფიქრე, იქნებ 2007 წელი ჩემთვისაც ბედნიერად დაიწყოს და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა ჩემთვისაც გამოიყოს-მეთქი. მაგრამ ბიუჯეტმა არ “გამიღიმა” (ალბათ, არ იცის, რომ მისი მიღების წესს ახლა გამალებით ვსწავლობ). როგორც გაირკვა, 100-პროცენტიანიანი დაფინანსებით ბიუჯეტმა ის სტუდენტები გაანებივრა, რომლებსაც სკალირების შედეგად ზოგად უნარებში 178,5 და მეტი ქულა ჰქონდათ დაგროვილი. ჩემი ქულა კი 178,4-ს შეადგენს...
გული მწყდება... დღემდე მგონია, რომ თუ ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტის ბარათს არ გამომიცვლიდნენ, ე.წ “რთულ ვარიანტს” დავწერდი და ჩემი დაფინანსების საკითხს 0,1 ქულა აღარ გადაწყვეტდა. გული მწყდება იმაზეც, რომ მომავალში ჩემს მდგომარეობაში სხვებიც აღმოჩნდებიან, ანუ სხვებსაც არ გაუმართლებთ და იმის გამო დაისჯებიან, რომ “იოლ” ნაკადში მოხვდნენ...
მაგრამ მას მერე, რაც ვისწავლე, თუ რამდენი წვალება უნდა ბიუჯეტის პროექტის შედგენას, პარლამენტში მის წარდგენას და რა ბედი ეწევა “საწყალ” პარლამენტს, თუ ამ პროექტს არ დაამტკიცებს, მივხვდი, რომ ბიუჯეტი არაფერ შუაშია და რაც მოხდა, ყველაფერი... სამართლიანია.
PPპ.ს. “ეშმაკი დეტალებშია!”- ამბობენ დიპლომატები და პოლიტიკოსები, როდესაც მოსალოდნელ საფრთხეებსა და უსიამოვნებებზე საუბრობენ. “ეშმაკი დეტალებშია!”- იგივეს ვფიქრობ მეც, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთ მომენტს ვიხსენებ.
ნანახია: 1310 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz