ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 9:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სწავლასთან თავსებადი დასაქმების პროგრამა
სწავლასთან თავსებადი დასაქმების პროგრამა
6:22 PM
კარგია, როცა გაქვს საკუთარი ფული. ფინანსური დამოუკიდებლობა უპირველესად დამოუკიდებელ და გარკვეული თვალსაზრისით თავისუფლად ცხოვრებას ნიშნავს. მაგრამ, ეს რა მომხიბვლელიც არ უნდა იყოს, ბოლო დრომდე, სტუდენტისათვის სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი რჩებოდა. თუ სადმე გამოჩნდებოდა ვაკანსია, მოთხოვნები ისევ იგივე იყო, ანუ მოთხოვნბი, რომელსაც სტუდენტთა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს: მუშაობის გამოცდილება, ყოველი სამუშაო დღე, ჩვეულებრივი სამუშაო განრიგი... სწავლასთან შეთავსება შეუძლებელი იყო. მითუმეტეს, რომ ლექციების და უფრო კი სემინარების გაცდენა პირდაპირპროპორციულად ისახება თითოეული სტუდენტის, როგორც ცოდნაზე, ისე მოსწრებაზე. თანაც უნივერსიტეტში მოსულ სტუდენტთა უმრავლესობას, კარგათ აქვს გაცნობიერებეული რომ ქვეყანა პრიორიტეტებით ცხოვრობს, დღეს კი პრიორიტეტი განათლებაა. ამდენად დიდი შრომით მიღწეული წარმატების სამსახურზე გაცვალა არ თუ ისე მიმზიდველი წინანადადება იყო.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც განხორციელდა სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა, მაგრამ ზაფხული გავიდა... მოვიდა ზამთარი და სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ისევ ამოქმედდა. ამჯერად პროგრამას განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი ახორციელებს. სამუშაო ითვალისწინებს მორიგეობას 2 დღეში ერთხელ, 1- 2 საათით საინფორმაციო მომსახურების სერვის-ცენტრებში, რომლებიც განთავსდება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კავშირში დასაქმების შემხვევაში სამუშაო გრაფიკი არის თავისუფალი და წინასწარ შეთანხმებული. კავშირი ასევე სთავაზობს სტუდენტებს „გარე დასაქმების“ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებენ ვაკანსიებს განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ დაკრედიტირებულ და საინვესტიციო პროექტებში.
ნანახია: 937 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz