ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 2:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" რედაქციის განმარტება გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო
გაზეთ "ახალგაზრდა იურისტის" რედაქციის განმარტება გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო
6:22 PM
თქვენი გაზეთის 2007 წლის 27-28 თებერვლის #22-ში გამოქვეყნდა ირაკლი მამალაძის პუბლიკაცია სათაურით: "გია ხუბუამ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი სცემა?”, სადაც საუბარია უნივერსიტეტის რექტორსა და ფაკულტეტის დეკანს შორის, ჟურნალისტის ვერსიით, არსებულ უთანხმოებაზე. ჩვენ გახლავართ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომელთა შესახებაც საუბრობს ავტორი და რომელმაც სტუდენტური გაზეთის ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე, გასული წლის დეკემბერში, II კორპუსის სამკითხველო ბიბლიოთეკაში, მართლაც მოიწვია, როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ასევე ფაკულტეტის დეკანი.
ჩვენი გამოხმაურების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ წერილში მოყვანილ რამდენიმე მოსაზრებასა თუ ვარაუდზე შეფასება გავაკეთოთ, ვინაიდან და რადგანაც, სტატიაში მოტანილ სიუჟეტს საფუძვლად უდევს ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციის შემთხვევა. ავტორი ამბობს: "გია ხუბუას და დავით კერესელიძეს შეხლა-შემოხლა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მოუვიდათ. რექტორმა და დეკანმა სტუდენტების თანდასწრებით ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს". სხვა ციტატა: "ბატონმა ხუბუამ თურმე კერესელიძეს სიტყვა შეაწყვეტინა და სტუდენტების თვალწინ უხეშად ელაპარაკა.” შემდგომ კომენტარს აკეთებს თავად უნივერსიტეტის რექტორი და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი ავტორი მარიკა არევაძე.
თქვენი გაზეთი თავისუფალი პრესის პრინციპებითა და ობიექტური მკითხველით გამოირჩევა. ამიტომაცაა აუცილებელი საზოგადოება არ იქნეს შეყვანილი შეცდომაში და თუ რა მოხდა რეალურად სტუდენტური გაზეთის ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე, მკითხველს თავად ორგანიზატორებისაგან მოვუთხროთ, რათა ერთი სასვენი ნიშნის გადაადგილებაც, მთლიანად ცვლის პრობლემატიკას, საკითხის სინამდვილესაც და სარწმუნოობასაც.
ვადასტურებთ, რომ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორც ფაკულტეტის დეკანი, ასევე უნივერსიტეტის რექტორი. უნივერსიტეტის რექტორსა და დეკანის გამოსვლა მართლაც განსხვავებული აქცენტებით გამოირჩეოდა. ეს იყო ჩვენი საქმიანობის შეფასებაში გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები. ამის შემდგომ პრეზენტაცია ჩვეულებრივად დასრულდა. დასრულების შემდეგ, როცა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია, ბიბლიოთეკის ფოეში დეკანისა და რექტორის პირისპირ აღმოჩნდა. აქ კიდევ ერთხელ გამოითქვა ჩვენი მოღვაწეობის განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით რექტორს, რომ `იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ, რაღაც საკითხზე სერიოზული კამათი გაიმართა.” თქვენ აღნიშნავთ, რომ II კორპუსში მათ შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. ეს სრულიად არასწორია. ასეთ ფაქტს, ამ პრეზენტაციის დღეს, ადგილი არ ჰქონია. თქვენ აღნიშნავთ, რომ თითქოსდა რექტორმა სიტყვა შეეწყვეტინა დეკანს. ეს არც პრეზენტაციის მიმდინარეობისას მოხდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ გამოთქმული შეფასებებიც, თანმიმდევრულად ისმოდა. აქვე, სტატიის რესპოდენტი მარიკა არევაძე განმარტავს თავის მოსაზრებას: `გია ხუბუა კი მას შეეწინააღმდეგა.” იქ არ მომხდარა, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც სხვა ამდაგვარი ქმედება. (საერთოდ არ მომხდარა) უბრალოდ, გამოითქვა ორი განსხვავებული შეფასება, ყოველივე ეს კი მოხდა მხოლოდ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სამკითხველო დარბაზის ფოიეში. გია ხუბუა მას კი არ შეეწინააღმდეგა, არამედ სხვა მოსაზრება გამოთქვა. რესპოდენტის კომენტარის ამ სიტვყით - "შეეწინააღმდეგა" – წარმოჩენა, ჩვენ ჟურნალისტის სურვილს – თემის ჰიპერბოლიზაციად მიგვაჩნია.
რაც შეეხება წერილში მოტანილ ამ ორი ადამიანის ურთიერთობის სხვა დეტალებს, ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყოფთ, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სად მთავრდება ჭორ-მართალის ზღვარი ჩვენს დღევანდელობაში, ცოტა ძნელი სათქმელია, სწორედ ამ ობიექტურობისა და საკითხზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გადავწყვიტეთ ჩვენი განმარტების მოწოდება თქვენთვის და გვჯერა, რომ მას თქვენი გაზეთი აუცილებლად მიაწვდის მკითხველ საზოგადოებას.
ნანახია: 1275 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz