ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 4:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სტუდენტები ოტია იოსელიანს შეხვდა - ფიქრობს თუ არა მომავალი მომავალზე?!
სტუდენტები ოტია იოსელიანს შეხვდა - ფიქრობს თუ არა მომავალი მომავალზე?!
6:26 PM

9 მარტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გამოჩენილ ქართველ მწერალ ოტია იოსელიანის 10 ტომეულიდან 6 ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა  სტუდენტთა დემოკრატიული ლიგაისა და გამომცემლობა «საქართველოს მაცნეს» ინიციატივითა და ორგანიზებით.
აუდიტორია სავსე იყო წიგნის მოყვარული და ოტია იოსელიანის შემოქმედების თაყვანისმცემელი ახალგაზრდებით. როგორც ჩანს, აღნიშნულ მოვლენას დიდი დაინტერესება გამოეწვია მედიაში და ცნობილ მწერალს გარს მიკროფონებით, როგორც ბატონი ოტია იტყოდა ხმამადიდებით, შეიარაღებული, სკანდალს მოწყურებული ჟურნალისტები ეხვივნენ. ბატონი ოტიაც მათ თამამ კითხვებს ამომწურავად პასუხობდა. ღონისძიების დაწყება, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. კარები დაიხურა. ყველამ თავისი ადგილი მოძებნა. დაგვიანებულებს ფეხზე მოუწიათ დგომა. ჰაერი თუთუნის სუნით გაიჟღინთა და თანდათან აუდიტორიაც გახურდა. დარბაზში შინაურული ატმოსფერო შეიქმნა, ყველა ერთ ენაზე საუბრობდა -  ეს იყო შემოქმედების ენა, ხელოვნება ხომ ხელთუქმნელია, ღვთისგან ბოძებული მადლი, რომელსაც გული უნდა დაუდო და ემსახურო და ეს ენა ყველასთვის მისაწვდომია ასაკის, სქესის, ეროვნების მიუხედავად.

- მე აქ იმისთვის მოვედი რომ ჭკუა გკითხოთ, რადგან ჭკუა ხანში კი არა თავშია. რანაირ ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, რომელსაც არ ჭირდება, არც ბარი, არც თოხი, არც ბიბლიოთეკა, არც გამომცემლობა, მაშ, რა გზით უნდა განვითარდეთ? თუ ისევ უკან ვბრუნდებით გამოქვაბულში და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ წინა გამოქვაბულში მივდივართ?! ესეც ხომ წინსვალაა?! მე თქვენგან მინდა მივიღო პასუხი, რადგან თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, თქვენ თითოეული ცალ-ცალკე თითო საქართველო ხართ. შვილებმა იციან ის, რაც მამებმა იციან და ისიც, რაც მამებმა არ იციან. ყოველი წუთი ძვირფასია, მინდა გავიგო ფიქრობს თუ არა მომავალი მომავალზე?! ერთად ვეძებოთ გზა ხსნისა, ერთად დგომა ვისწავლოთ, შვილებო, კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, თუ ვინმე ჭკვიანი გამოგვერია, ქართველებს ისე დავკორტნით, თვალსაც არ დავახამხამებთო. ჩვენსას ვერ ვაფასებთ და სხვისას კი შევხარით, გენიას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენენ. ასე ამოხდა ფიროსმანს კიბის ქვეშ შიმშილით სული, ასე გაიმეტეს სასიკვდილოდ ილია. ვეცადოთ გზა დავინახოთ, თორე თუ ურემი გადაბრუნდა, მერე Gგვიანი იქნება. ადრე მეფე ომიანობის დროს ქუდზე კაცს იხმობდა, ყველა იხურავდა ქუდს და მიდიოდა სიკვდილთან შესახვედრად, რადგან ღრმად ჰქონდათ შეგნებული, რომ მათ სამშობლო იხმობდა, ეს მათი ვალი იყო, ყველა ჩვენგანს აკისრია გარკვეული ვალი ქვეყნის წინაშე. ასეთია პატარა ერის ხვედრი, თუმცა ვერ შექმნი ღირსეულ მომავალს, თუ შენი ფესვები, შენი ისტორია, არ იცი, რადგან როგორც დიდმა ილიამ შეგვახსენა: «აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა» ქართველებს კი დიდი ისტორია გვაქვს. ის, რითაც მოვედით დღემდე. რაც ასე გვეამაყება და რასაც არ ვუფრთხილდებით და ხშირად არც ვაფასებთ. არ უნდა დავივიწყოთ ის სამი სიწმინდე: ენა, მამული, სარწმუნოება. ენა ხომ ერის სულია, ნუ შევყრვნით ამ წმინდათა წმინდა ტაძარს ნუ დავამახინჯებთ ენას, რომელზეც «ვეფხისტყაოსანია» შექმნილი. ენა ხომ ერის გადაშენების შემდეგაც ცოცხლობს. ქართული სიტყვა ეროვნულ ხასიათს ქმნის, მე ვიტყოდი მხოლოდ იმიტომ ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა, რომ «ვეფხისტყაოსანი» წამეკითხა ორიგინალში. მწერლობა ხომ თანამედროვეობის სარკეა შეულამაზებლად არეკლილი მისი ავიც და კარგიც – უთხრა ოტია იოსელიანმა მასპინძლებს.
შეხვედრამ დიდხანს გასტანა. არავინ ფიქრობდა დაშლაზე, არავის არსად ეჩქარებოდა, ყველას ერთი სატკივარი ტკიოდა, ყველა ერთი აზრით იყო შეპყრობილი. საით მივდივართ? სად არის გზა ხსნისა... მომავალი ფიქრობდა, ფიქრი კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ ფიქრით ფონს ვერ გახვალ საქმეა საჭირო, მოქმედება და მხოლოდ მოქმედება.... ვისწავლოთ ერთად დგომა და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ასეთი სულისკვეთებით დასრულდა ეს შეხვედრა, ახალგაზრდობამ სურვილი გამოთქვა მსაგავსი შეხვედრებისთვის სისტემატური ხასიათი მიეცათ, ასევე გამოითქვა აზრი იმის თაობაზე, ვინაიდან ეს ბატონი ოტიას რიგით მეოთხე შეხვედრა იყო ახალგაზრდობასთან უნივერსიტეტის კედლებში, ურიგო არ იქნებოდა გამოცემულიყო საუბრები ოტია იოსელიანთან.

ნანახია: 1031 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz