ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 5:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » American Dream თუ?
American Dream თუ?
6:26 PM
დღეს, როცა საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი აღარაა, არიან ადამიანები, რომლებიც მაინც დემოკრატიულ ამერიკაზე ოცნებობენ. მათი რიცხვი არც ისე ცოტაა, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ერისთვის ერთიორად საგანგაშოა. ომგამოვლილ საქართველოში ეს პრობლემა არც ახალია და არც აღარავისთვისაა უცხო. მიზეზად ყოველთვის ხალხის დაღლილობა სახელდებოდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაზე “მეოცნებეთა” რიცხვი ახალგაზრდებში გაცილებით მაღალია. ამის მიზეზი ზოგისთვის კერძო, ზოგისთვისაც ზოგადია, მაგრამ წვრილმანებიც კი მნიშვნელობას იძენს, როცა შედეგი ერთია – უწყვეტი ემიგრაცია.
რატომაა ამერიკა ბევრი მოკვდავისთვის საოცნებო? იქნებ იმიტომ, რომ იქ პირადი თავისუფლების ყველაზე მღალი ნიშნულია მსოფლიოში? ან იქნებ იმიტომაც, რომ ნებისმიერი ნაციონალობის და კანის ფერის ადამიანი თანასწორია? ანდა თუნდაც პერსპექტივების გამო? შესაძლოა ეს ყველაფერი სულაც ცრუ წარმოდგენები, სტერეოტიპებია ამერიკაზე. ვინ იცის?
ქართველი სტუდენტების ორი მესამედი არჩევდა თავისი სტუდენტობა უცხოეთში, კერძოდ ამერიკაში გაეტარებინა. არავისთვისაა საიდუმლო, ის, რომ შეერთებულ შტატებში უმუშევართა რიცხვი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება, ამასთან, კრიმინალის დონეც საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ყველაფრისა ამერიკული ჰაერის მოტანილი ჰოთ-დოგის სუნი ბევრისთვის მაინც სანუკვარია.
პრობლემების გამომწვევი მიზეზების სხვებში ძიება ზოგადად ქართველების ხასიათის განუყრელი შტრიხია. ამიტომაცაა, რომ გვეშინია და არცთუ აზრიანი კომპლექსებით განვაგრძობთ ქართულ, ერთფეროვან ცხოვრებას. შიში იმისა, რომ ჩვენი პრობლემები არავინ გაიგოს, დღითითღე მძაფრდება, თან ისე, რომ დასახმარებლად გამოწვდილ ხელს ვერ (ან არ) ვამჩნევთ.
რაც შეგვეხება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ფაქტიურად ჩვენი ბედი გაურკვეველია. ერთის მხრივ უნივერსიტეტი თავის უპირველეს მოვალეობას, ცოდნის გაცემას პირნათლად ასრულებს, მაგრამ მეორეს მხრივ სტუდენტებს სჭირდებათ დასაქმების ერთგვარი გარანტია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩვენთვის, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ნებისმიერი სახის სერთიფიკატი, ნაკლებად კონკურენტუნარია კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომებთან შედარებით. ეს კი იმ პირობებში, როცა სამსახურებლივი გამოცდილება ყველა დაწესებულებას წინაპირობად აქვს ქცეული. საიდან მივიღოთ სტუდენტებმა გამოცდილება, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ერთჯერადი ქუჩის სამუშაოებიდან? ასევე სამწუხარო ფაქტია, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარება დღეს პრესტიჟისა და მატერიალური მდგომარეობის საკითხია. ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება წარმოუდგენელია. ისიც გასათვალისწინებელი, რომ სახელმწიფო ერთბაშად ვერ შეძლებს წლების განმავლობაში დაგროვილი სოციალური პრობლემების მოგვარებას. არც საზოგადოებას ეტყობა რაიმე გამოფხიზლებისა. და ისიც ფაქტია, რომ ერთჯერადი აქტიურობები მნიშვნელოვან შედეგებსა და ძვრებს ვერ იძლევა.
აღმოჩნდა, რომ ამერიკის მიმზიდველობა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია, თავი დააღწიო ქართულ ყოველდღიურობას, თუნდაც უცხო ქვეყანაში უარესი პირობების სანაცვლოდ, რათა გარკვეული დროის შემდეგ თავაწეული დაბრუნდე შენს ქვეყანაში და თავიდან დაიწყო ქართულად ცხოვრება.
ნანახია: 876 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz