ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 7:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ჩვენი დროის გმირი
ჩვენი დროის გმირი
6:27 PM

პარასკევი დღე იყო, თვალი გავახილე და ფანჯრისკენ გამექცა, საშინელი ამინდს შემოეხედა ფანჯრიდან და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მოკლედ, როგორც იტყვიან, ასეთ ამინდში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ და რომ გავიფიქრე, ეხლა უნდა ავდგე, 2 ტრანსპორტი გამოვიცვალო და მთელი დღე უნივერსიტეტში გავატარო-მეთქი, კინაღამ გული წამივიდა. გადავბრუნდი და საბანი წავიფარე, მაგრამ სინდისმა ჩამძახა - მოვალეობას გაურბიხარო და ავდექი.
გზაში ყურადღება არ მომიდუნებია, იქნებ რაიმე სახალისოს გადავაწყდე-მეთქი. უცებ სამარშუტო ტაქსი გაჩერდა და ერთი ბებია ამოვიდა. სათნო სახის სასიამოვნო ქალბატონი. პირველი რაც გავიფიქრე იყო, "ეს ქალი ვერაა", რადგან მას თხელ მაისურზე უბრალო ჟაკეტი ეცვა, არადა ხალხი ჩათბილული დადიოდა.
- მშრალ ხიდზე გაივლით?- ჰკითხა მძღოლს.
- ალბათ იქ მუშაობს,-გაისმა ჩურჩული.
დავინტერესდი ამ სათნო ადამიანის ბედით და გავესაუბრე.
- თქვენ მშრალ ხიდზე მიბრძანდებით?
- კი შვილო, კი. მე სულ იქ ვარ.
- კი მაგრამ ასე თხლად, რომ გაცვიათ?
- ჩემს თავს ვჩივი? შვილი მყავს ავად, რაც მე იქ ვარ, წამლის ფული მაინც გვაქვს.
-კი მაგრამ, ამ სიცივეში ესე თხლად ჩაცმული?
-რას ვიზამ, ბავშვს სციოდა და დავუტოვე, რაც რამე მქონდა. მე არა მიშავს, იმითაც ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს შვილს გავახარებ.
-რითი ვაჭრობთ?
-ყველაფრით, ორონდ ჩემი არაფერია, მე მხოლოდ ვყიდი, ცოტას ვუმატებ და ვყიდი. შენ სტუდენტი ხარ ალბათ, იმედია თქვენ გამოასწორებთ ამ უკუღმართ ქვეყანას. იმედია ასეთ დღეში არასოდეს აღმოჩნდები.
-დიდი მადლობა, მაგრამ გარე ვაჭრობა ხომ აკრძალულია და თქვენთან როგორ ხდება?
-დღე-დღეზე აგვყრიან, მანამდე ვცდილობ რამე მოვასწრო.
-ნახვამდის, ეხლა უნდა ჩავიდე, თუ რამით შევძლებ დაგეხმარებით.-დავპირდი და ჩემს გზას გავუყევი.
მერე დიდხანს ვფიქრობდი, რით დავხმარებოდი ამ სათნო სახის ადამიანს და გდავწყვიტე შემევლო მშრალ ხიდზე და მეყიდა მისგან რაიმე. ასეც მოვიქეცი, მეგობრისთვის მედლები შევიძინე, რომელიც საბოლოოდ სხვა მეგობრის ხელში აღმოჩნდა და იქ უამრავი ადამიანი ვნახე ამ ქალის მსგავსი, რომელთაც გარე ვაჭრობის აკრძალვა ძალიან აშინებთ.
ასე თენდებოდა დედაქალაქში კიდევ ერთი დღე...

ნანახია: 1582 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz