ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 0:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » საქართველოს პირველი პრეზიდენტი მთაწმინდაზე დაკრძალეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტი მთაწმინდაზე დაკრძალეს
6:29 PM
15 წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოს მისი პირველი პრეზიდენტი დაუბრუნდა. დაგვიანებული ყვავილებითა და ცრემლგამშრალი თვალით შეხვდა მას ქართველი ერი, ლარსის გამშვები პუნქტიდან მოყოლებული ვიდრე თბილისამდე... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და ქვეყნიდან დევნილი პრეზიდენტი დიდი სითბოთი და გულისტკივილით მიიღო სამშობლომ...
ზვიად გამსახურდია – პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტიზმში, პირველი კეთილშობილებაში, ქართველობასა და თავდადებაში, პირველი პირველთა შორის,… სუსხიანი მეოცე საუკუნის გმირი, ზნებრიობისა და თავდადებულობის სიმბოლო...
საქართველო ელოდა ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას და დაიბრუნა კიდეც. იგი, დაიბრუნა, როგორც სიცოცხლეშივე გმირად შერაცხული და სიკვდილის შემდგომ ერთი-ორად დაფასებული იდეის ავტორი... იდეისა, რომელიც საქართველოს ერთიანობას ისახავდა მიზნად, ქართველთა ერთ მუშტად შეკვრას... და სწორედ ასე შეხვდა მას ქართველი ერი - გაძლიერებული სულისკვეთებით გაერთიანებისათვის ბრძოლის მიზნით...
ყოველი გმირის ცხოვრება ტრაგიზმითაა სავსე. ასე იყო ზვიად გამსახურდიას შემთხვევაშიც, მაგრამ მას გარდაცვალების შემდეგაც მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა, სამშობლოს მოწყვეტილს, მოუწია სიკვდილთან პირისპირ შეყრა... მაგრამ ერმა არ დაივიწყა იგი, ბოლომდე დაუფასა ღვაწლი და დამსახურება და 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდამ კიდევ ერთი “საშვილიშვილო სამარე” ჩაიხუტა გულში.
Bბოლო 15 წლის განმავლობაში დიდხანს მიმდინარეობდა დავა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების შესახებ, ასევე იმის შესახებ, დაუფასდა თუ არა მას თავისი მოღვაწეობის მანძილზე საქართველოსთვის გაღებული მსხვერპლი, გაუმართლა თუ არა იმედები დღევანდელობამ, გაჰყვა თუ არა მისი ქვეყანა მისსავე არჩეულ გზას... დღევანდელი გადმოსახედიდან კი შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიზნების განხორციელებისათვის ბრძოლა დღესაც მთელი აქტუალურობით დგას, მისი იდეა არ მომკვდარა, იგი კვლავ ფეთქავს ხალხის გულში. მანამდე კი დიდი დევნილობის დასასრულს ქართველი ერი ერთად შეეგება, შეხვდა გულანთებული და პატრიოტული გრძნობით გაჯერებული სულით.
გუშინ საქართველოში ეპოქა ერთი დღით განმეორდა. სრულიად საქართველო მუხმოდრეკით აცილებდა პირველი პრეზიდენტის ნეშტს მთაწმინდისაკენ. სამგლოვიარო პროცესია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დილიდანვე დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წინ ზვიად გამსახურდიას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის წევრებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა, პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა. საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მთაწმინდაზე ზვიად გამსახურდიას საბოლოო პატივი მიაგო. გუშინ არ ყოფილა არც ერთი ოფიციალური სიტყვა, გამოსათხოვარია. მოსახლეობის ნაწილი ყოველივე ამას უკმაყოფილოდ ხვდებოდა. დღის ბოლოს, ერთ-ერთმა ქართულმა ტელეკომპანიამ თავის საკვირაო გადაცემაში საზოგადოებას შესთავაზა ინტერაქტივი: `ვინ იყო ზვიად გამსახურდია? ეროვნული გმირი, წმიდანი თუ წარუმატებელი პოლიტიკოსი?!” გადაცემის ბოლოს პროცენტული მაჩვენებლებით, ლიდერობა ეროვნულ გმირს ხვდა, შემდგომ წარუმატებელ პოლიტიკოსს. მესამე ადგილზე, ხმათა უმცირესობით, წმინდანის ვარიანტი დაწინაურდა.
ჩემი აზრითაც, ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული გმირი და წარუმატებელი პოლიტიკოსი იმდენადა, რამდენადაც მას და მის გუნდს არ გააჩნდა სახელმწიფოს მმართვის გამოცდილება, პოლიტიკაში აუცილებელი ლავირების უნარი, თუმცაღა ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, როცა ამის შესაძლებლობა კვლავ გაჩნდა, თუმცა გარკვეული მსხვერპლის ფასად, დიდი ხნის წადილი ასრულდა. საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნებში ეროვნულმა ძალებმაშთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს და შექმნეს ეროვნული ხელისუფლება. 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი. ამას ხომ ზვიად გამსახურდიას ისტორია ვერ დაუკარგავს.
ნანახია: 1487 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz