ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 9:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები "ახალგაზრდა იურისტს" იუბილეს ულოცავენ
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები "ახალგაზრდა იურისტს" იუბილეს ულოცავენ
6:29 PM


ირმა ხარშილაძე, ადმინისტრაციული სამართლის ლექტორი - გაზეთს აქტიურად ვეცნობი და ძალიან მომწონს, რადგან ობიექტურად ასახავს ჩვენს ყოველდღიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ვგულისხმობ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ვთვლი, რომ საინტერესო გაზეთია. გილოცავთ იუბილეს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ.
ზურაბ ძლიერაშვილი, სამოქალაქო სამართლის ლექტორი: გილოცავთ 10 წლის იუბილეს. ეს მეტად მნიშვნელოვანი თარიღია ამ გაზეთის ისტორიაში. მე მომსწრე ვარ ამ გაზეთის ჩამოყალიბების, მაშინ დეკანის მოადგილე ვიყავი და უშუალოდ ვკურირებდი სტუდენტური ცხოვრების სფეროს. მიმაჩნია რომ გაზეთი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უნივერსიტეტში, რადგან ამ გაზეთში ფიქსირდება სტუდენტების აზრი უნივრსიტეტში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ლექტორები გულდასმით ვკითხულობთ ამ გაზეთს. სემესტრული სწავლების მეთოდიდან გამომდინარე, ლექტორებს არ უწევთ ყველა კურსზე შესვლა და ამ გაზეთის მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა, იცნობდნენ სტუდენტთა შეხედულებებს. ვფიქრობ, მეტად ღირებულია თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. გირჩევდით, ამ გაზეთის ფურცლებზე, უფრო მეტად აგესახათ ის სასიკეთო ცვლილებები, რაც ჩვენს ფაკულტეტზე ხორციელდება. გისურვებთ მომავალ დიდ წარმატებებს.

ნანა ჭიღლაძე, კონსტიტუციური სამართლის ლექტორი: გაზეთს, რა თმა უნდა, ვეცნობი. გისურვებთ წარმატებებს და ასევე გისურვებთ, რომ გქონდეთ ძალა, რეალურად ასახოთ ფაკულტეტზე მიმდინარე მოვლენები. რეალურად ასახოთ სტუდენტური აზრი.

დავით ბოსტოღანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: თქვენს გაზეთს დროის ფაქტორის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ვეცნობი. მასში ასახულია სტუდენტის თვალით დანახული მოვლენები და ამ კუთხით ის ძალიან საინტერესოა. გაზეთი, რაც არ უნდა კარგი იყოს, სასურველია, რომ მაინც უკეთესი იყოს. ასე რომ გისურვებდით უკეთესობისაკენ შეცვლილიყოს თქვენი გაზეთი.

მერაბ ტურავა, სისხლის სამართლის ლექტორი: მე, როგორც ვიცი, გაზეთ `ახალგაზრდა იურისტს” ათი წელი შეუსრულდა და უპირველესად, გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს. მე მახსენდება ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამ გაზეთის დაარსების, ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია. მე ვერ ვიტყვი, რომ აქტიურად ვთანამშრომლობ ამ გაზეთთან, მაგრამ ვადევნებ თვალყურს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებს. ვფიქრობ, რომ ამ გაზეთს ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი და ხელი შევუწყოთ – უფრო მეტად განვითარდეს. არაერთი საინტერესო სტატია და ინფორმაცია გამოქვეყნებულა ამ გაზეთის ფურცლებზე. იმედი მაქვს და გისურვებთ, რომ გააგრძელოთ აქტიური, საინტერესო, ნაყოფიერი და ინტენსიური მოღვაწეობა. `ახალგაზრდა იურისტს” ვუსურვებდი განეხორციელებინოს ყველა დასახული ამოცანა. მნიშვნელოვანია, როდესაც სტუდენტებს აქვთ ბეჭდვითი ორგანო და გაზეთის მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და შეხედულებები. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ერთი მხრივ, ისინი სწავლობენ პრესასთან ურთიერთობას, პრესაში თავიანთი აზრის დაფიქსირებას, აგრეთვე აქვთ საშუალება, გაეცნონ ამა თუ იმ საკითხზე თავიანთი თანატოლებისა თუ ლექტორთა შეხედულებებს. ის, რომ ეს გაზეთი დღეს ისევ არსებობს, ეს უკვე ბევრისმეტყველია. თავის დროზე სწორი იყო ამ გაზეთის ჩამოყალიბებისა და შექმნის იდეა. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად, ამ გაზეთს და ამ გაზეთში მოღვაწე სტუდენტებს, კიდევ მეტად უნდა შევუწყოთ ხელი.

გიორგი გორაშვილი, სისხლის სამართლის ლექტორი: ძალიან კარგია, რომ არსებობს სტუდენტური გაზეთი. გისურვებთ უფრო მეტ მაშტაბებს, უფრო მეტად ყოფილიყავით ცნობილი. ვფიქრობ, რომ თქვენი გაზეთი საზოგადოებაში იმდენად არ არის ცნობილი, რამდენადაც ამის შესაძლებლობა გაქვთ. გირჩევთ, საზოგადოებრივი პრობლემები სამართალთან მიმართებაში უფრო მეტად ასახოთ, სამართალთან დაკავშირებული თქვენი შეხედულებები მიაწოდოთ საზოგადოებას და თქვენი აზრი საზოგადოებისათვის იქნება გარკვეული კრიტერიუმი. გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს.

თამარ ჩიტოშვილი, ასოცირებული პროფესორი: ამ გაზეთს ვეცნობი, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. კარგი გაზეთია, საინტერესოა თემატიკის მიხედვით და არა მარტო თემატიკით, აგრეთვე საინტერესოა სტატიების შინაარსით. გაზეთს ვუსურვედი ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას. ვუსურვებდი, ძალიან ბევრ მკითხველს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში, არამედ მის გარეთაც. მე მე მიხდება თსუ-ის ფილიალებსა თუ სხვა სასწავლებლებში სტუდენტებთან შეხვედრა და ისინი უფრო იცნობენ ამ გაზეთს. ამასთანავე ცდილობენ კიდეც ამ გაზეთიდან ბევრი საინტერესო იდეით იმსჯელონ. გისურვებთ ისევ მკითხველის ფართო აუდიტორიას და გილოცავთ იუბილეს.
გურამ ნაჭყებია, პროფესორი: ვფიქრობ, კარგი გაზეთია. სტუდენტური გაზეთის არსებობა კარგი ტრადიციაა და გისურვებთ გაგეგრძელებინოთ ეს ტრადიცია.
ნონა თოდუა, ასოცირებული პროფესორი: ამ გაზეთს ვუსურვებდი იყოს უფრო კრიტიკული. იყავით უფრო მეტად კრიტიკულები და უფრო მეტად თამამები. თამამად გამოთქვით თქვენი პრეტენზიები არამხოლოდ პროფესორების, არამედ დეკანატის და რექტორატის მიმართ. თქვენი მოსაზრებები იყოს უფრო კონკრეტული. ნუ მოერიდებით კრიტიკას ხელმძღვანელი პირების მიმართ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ხელმძღვანელი პირია, რადგან როდესაც თქვენ გახდებით მოსამართლეები და პროკურორები, თუ მერეც ასეთი კრიტერიუმით იხელმძღვანელებთ სწორ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანთ. ეს კრიტიკა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს დაპირისპირებას რომელიმე პროფესორის მიმართ.

ნანახია: 1807 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz