ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 7:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » მედია რეგიონებში
მედია რეგიონებში
6:30 PM

რეგიონებში საზოგადოების ნდობა ადგილობრივი მედიის მიმართ დაბალია. ხელისუფლებისა და ბიზნესმენების ინტერესებს დაქვემდებარებული მედია მომხმარებელში გაუცხოებას იწვევს. მკითხველი გაზეთში ვერ კითხულობს იმას, რაც მას აინტერესებს. შესაბამისად, გაზეთების ტირაჟიც იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ მუდმივ მომხმარებელზეა გათვლილი. რეგიონებში ტელევიზიის აუდიტორია უფრო ფართოა, თავად ტელევიზიის ხასიათისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ადგილობრივ მაყურებელს სხვა ტელეკომპანიებიდან ულიცენზიო კასეტებზე ჩაწერილი ფილმები და ტელესერიალები აინტერესებს, მაგრამ დაინტერესება ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებების მიმართ დაბალია. `ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაიზარდა მედიის მიმართ პრეტენზიულობის ხარისხი და ეს განსაკუთრებით რეგიონებზე აისახება. ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა, აკონტროლებს ინფორმაციას, უთითებს ჟურნალისტს, თუ რა უნდა იყოს საინფორმაციო გადაცემებში პრიორიტეტული.
ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონის ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიპოვებაა. იქ სამოქალაქო სივრცე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ჟურნალისტებს მეტად უჭირთ, რადგან დემოკრატიული პროცესები ვერ განვითარდა, არ არის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ღიაობა. ხელისუფლება ძლიერია, სამოქალაქო საზოგადოება – სუსტი. შედეგად ჩნდება კონფლიქტი, რის გამოც გაძნელებულია ჟურნალისტების საქმიანობა.

ნანახია: 957 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz